დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.017067 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებაში (სსმ III, 27.08.2008, №124, მუხ.1279, სარეგისტრაციო კოდი: 120.340.000.22.026.012.129) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ის:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე.“. 2. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის გაცემა 1. სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. 2. სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის მესამე პირზე გაცემა შესაძლებელია ლიცენზიის ან ნებართვის მაძიებლის/მფლობელის მიერ გაცემული მინდობილობისა და პიროვნების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე). 3. სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის მიღებაზე უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობების მიღების ფაქტს უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში. 4. სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის დამოწმებული ასლი ინახება საქმეში ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლის მიერ ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად წარმოდგენილ დოკუმენტებთან ერთად. მუხლი 6. სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა 1. სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სამინისტროს მიერ, გაიცემა სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესით. 2. სამინისტროს მიერ გაცემული სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, სამინისტრო გასცემს მის დუბლიკატს, თუ მოწმობაში მითითებული ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემ ორგანოს: ა) წარმოადგენს სამინისტრო, დუბლიკატის გაცემის მოთხოვნისას; ბ) წარმოადგენდა სამინისტრო ამგვარი ლიცენზიის ან/და ნებართვის სახის გაუქმების დროისთვის. 3. სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, სამინისტრო გასცემს მის დუბლიკატს, თუ მოწმობაში მითითებული ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემ ორგანოს: ა) წარმოადგენს სამინისტრო, დუბლიკატის გაცემის მოთხოვნისას; ბ) წარმოადგენდა სამინისტრო ამგვარი ლიცენზიის ან/და ნებართვის სახის გაუქმების დროისთვის. 4. სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის შესახებ; ბ) სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; გ) დაზიანებული სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის დედანი (სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაზიანების შემთხვევაში); დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაკარგული სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის ასლი (ასლის არსებობის შემთხვევაში). 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა ორგანოს მიერ გაცემული სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის დუბლიკატი გაიცემა ჩამოთვლილ გარემოებათა ერთობლიობის შემთხვევაში: ა) სამინისტროში წარმოდგენილია ან სამინისტროში დაცულია დაკარგული სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის ასლი; ბ) სამინისტროში დაცულია უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრები, რომლებიც შეიცავენ დაკარგულ სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობაში მითითებულ ინფორმაციას. 6. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“. სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შტამპში – „დუბლიკატი“ მითითებული უნდა იყოს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსზღვრული საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახე, გამომცემი ორგანო, გამოცემის თარიღი და ნომერი, ასევე შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 8. დაკარგული ან დაზიანებული სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მიზნით, გამოიცემა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც დაერთვება დაკარგული ან დაზიანებული სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის ასლი: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დუბლიკატის გაცემის დროისთვის შეცვლილია სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის ფორმები. 9. დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეიტანება უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები