დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტთა, ექსპერტ-კრიმინალისტთა და კრიმინალისტთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 855 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 29/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.22.034.012.079 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/07/2008 - 31/12/2013)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.012.079
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №855
2008 წლის 29 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოსპლანშეტი 1
ემბლემა – წარმოადგენს მრგვალ (ბიზანტიურ) ფარს, რომლის ლურჯ ველზე გამოსახულია შსს-ის ემბლემა, ზევით აღმართული ოქროს გამადიდებელი შუშა და ადამიანის თვალის ოვალი.
წრიულად გამოსახულია ოქროსფერი წარწერა: საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური და შსს, ორი ჰერალდიკური ჯვარი.
| |||||
| |||||
| |||||
პლანშეტი 2
1. ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის) – შავი შარვალი ნაცრისფერი კანტით, შავი ჟილეტი ნაცრისფერი კანტით, შავი კეპი, ნაცრისფერი მაისური, თეთრი მაისური, შავი ფეხსაცმელი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფუ რნიტურა. შარვალი დასაშვებია მაღალყელიან ფეხსაცმელში ჩატანებული.

პლანშეტი 3
1. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო–საშემოდგომო) – შავი შარვალი ნაცრისფერი კანტით, შავი მოკლე ქურთუკი, შავი ჟილეტი ნაცრისფერი კანტით, შავი კეპი, ნაცრისფერი პერანგი, თეთრი მაისური, შავი ფეხსაცმელი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. შარვალი დასაშვებია მაღალყელიან ფეხსაცმელში ჩატანებული.
პლანშეტი 4
პლანშეტი 4
1. ყოველდღიური ფორმა (ზამთრის) – შავი შარვალი ნაცრისფერი კანტით (დათბუ-ნებული), შავი გრძელი ქურთუკი კაპიუშონით, შავი ჟილეტი ნაცრისფერი კანტით, შავი კეპი, ნაცრისფერი პერანგი, თეთრი მაისური, შავი ფეხსაცმელი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. შარვალი დასაშვებია მაღალყელიან ფეხსაცმელში ჩატანებული.
პლანშეტი 5
1. წარწერები ფორმის ტანსაცმელზე – ტანსაცმლის უკანა მხარეს გამოსახულია ქართული წარწერა ,,კრიმინალისტიკური სამსახური“, წინა მხარეს ინგლისური წარწერა ,,POLICE“.
პლანშეტი 6
სამკლავური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი შავ ველზე, რომელსაც გარს არტყია ოქროსფერი (ყვითელი) კანტი. შევრონის ცენტრში გამოსახულია კრიმინალისტიკური სამსახურის სტილიზებული ემბლემა. გამოსახულია ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა: საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური და შსს. ორი ოქროს ჰერალდიკური ჯვარი. კომპოზიციის ზედა ნაწილზე გამოსახულია წარწერა: საქართველო.
უკან დაბრუნება 


დოკუმენტის კომენტარები