,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 607
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 22/07/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.046
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
607
17/07/2008
სსმ, 103, 22/07/2008
190.040.000.22.033.012.046
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/07/2008 - 12/12/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.046

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №607

2008 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში სპეციალური წოდებისათვის დანამატის მიღების უფლებით სარგებლობენ შემოსავლების სამსახურის სისტემის საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, თანდართული დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის მიღების უფლებით სარგებლობენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და სპეციალური დანიშნულების რაზმის საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოსამსახურეების კვების ულუფის ფინანსური კომპენსაცია განისაზღვროს 70.0 ლარის ოდენობით.

4. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი გარანტიები ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემის მოსამსახურეებზე, ამავე კანონით განსაზღვრული ოდენობების და წესის შესაბამისად.

5. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

დანართი

დანამატები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდებებისათვის

 

სახელმწიფო სპეციალური წოდება

დანამატი სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის (ლარი)

გენერალ-მაიორი

100.00

პოლკოვნიკი

70.00

ვიცე-პოლკოვნიკი

60.00

მაიორი

50.00

კაპიტანი

40.00

უფროსი ლეიტენანტი

30.00

ლეიტენანტი

25.00

უმცროსი ლეიტენანტი

20.00