დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 258 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.014435 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.435
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №258
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამოყენების წესის შესახებ
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქარველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) თანამშრომელთა სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სამსახური.
2. სამსახურის თანამშრომელთათვის განისაზღვრება სოციალური დაცვის შემდეგი ღონისძიებები:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის მეუღლეს, შვილებსა და შრომისუუნარო მშობლებს პროპორციულად მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. თუ დაღუპულ თანამშრომელს ჰყავს მხოლოდ მშობლები, მათ დახმარება მიეცემათ შრომისუნარიანობის მიუხედავად;
ბ) სამსახურის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დასახიჩრდა ან რომელსაც დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, მიეცემა ერთჯერადი დახმარება სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი ოდენობით, არა უმეტეს 7 000 ლარისა.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 17 ივლისის №607 ბრძანება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები