III და IV რიგის მემკვიდრე ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
III და IV რიგის მემკვიდრე ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 534
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 27/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.951
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
534
20/06/2008
სსმ, 91, 27/06/2008
200.250.000.22.033.011.951
III და IV რიგის მემკვიდრე ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/06/2008 - 22/04/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.951

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №534

2008 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

III და IV რიგის მემკვიდრე ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლისა და 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე და 217-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,III და IV რიგის მემკვიდრე ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №1).

2. დამტკიცდეს ,,III და IV რიგის მემკვიდრე ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის“ ფორმა (დანართი №2).

3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 13 აგვისტოს №987 ბრძანება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

დანართი №1

ინსტრუქცია

III და IV რიგის მემკვიდრე ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის შევსების წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივის მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ III და IV რიგის მემკვიდრეებს და საგადასახადო წლის განმავლობაში შესაბამისი პირებიდან მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიიღეს 150000 ლარის და მეტი ღირებულების ქონება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ფიზიკური პირები დეკლარაციას საგადასახადო ორგანოში წარადგენენ საგადასახადო აღრიცხვის, ხოლო საგადასახადო აღრიცხვის არარსებობის შემთხვევაში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ქონების (შემოსავლის) მიღებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული წლის განმავლობაში ყოველი 5 თვის შემდგომი თვის 15 რიცხვისათვის თანაბარ ნაწილებად.

3. დეკლარაციაში შესაბამის გრაფებში მიეთითება გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (თუ ასეთი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საგადასახადო ორგანოს მიერ), და პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით.

4. დეკლარაციის შევსება ხდება გადასახადის გადამხდელის მიერ, გარდა III ნაწილისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.

5. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადასახადის გადამხდელის ხელმოწერით. ამასთან, სახელი და გვარი, ხელმოწერის თარიღი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მიეთითება სრულად.

    მუხლი 2. დეკლარაციის შევსების წესი

1. დეკლარაციის I ნაწილში:

ა) პირველ გრაფაში – ,,გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი“ – მიეთითება გადასახადის გადამხდელზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) მე-2 გრაფაში – ,,გადამხდელის პირადი ნომერი“ – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი;

გ) მე-3 გრაფაში – დეკლარაციის ტიპი, იმის მიხედვით პირველადი თუ დაზუსტებულია დეკლარაცია, შესაბამის გრაფაში გაკეთდება აღნიშვნა ,,V“ ნიშნით.

დ) მე-4 გრაფაში – ,,დეკლარაციის წარდგენის თარიღი“ – აღნიშნული გრაფის პირველ ორ განაყოფში აისახება რიცხვი, მომდევნო ორ განაყოფში – თვე და ბოლო ოთხ განაყოფში – წელი სრულად;

ე) მე-5 გრაფაში – სრულად აღინიშნება მატერიალური აქტივების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიმღების სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი.

2. დეკლარაციის ფორმის II ნაწილში მიეთითება:

ა) მე-6 გრაფაში – მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივების დასახელება (საცხოვრებელი სახლი, ბინა მრავალსართულიან სახლში, ავტოფარეხი, მიწის ნაკვეთი, იურიდიულ პირში კუთვნილი წილი და ა.შ.), მისამართი და აღწერილობა. მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ადგილი, შასისა და ძრავის ნომრები; საწარმოში წილის ჩუქების ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში – ამ საწარმოს დასახელება და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი; იმ შემთხვევაში, თუ ხდება ერთდროულად რამდენიმე მატერიალური აქტივის მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღება, დეკლარაციას შეიძლება დაერთოს ასეთი ქონების ჩამონათვალი (მისამართის (ადგილსამყოფლის) მითითებით) დანართის სახით;

ბ) მე-7 გრაფაში – მატერიალური აქტივის მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიმღების ნათესაური კავშირი აქტივის მესაკუთრესთან (III და IV რიგის მემკვიდრეები: ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები);

გ) მე-8 გრაფაში – ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღებული მატერიალური აქტივის ფასი (ღირებულება) (ლარი) – განისაზღვრება საბაზრო ფასით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლის მიხედვით;

დ) მე-9 გრაფაში – მატერიალური აქტივის ჩუქებასთან ან/და მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებულ გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) მე-10 გრაფაში – დასაბეგრი შემოსავალი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით. ამასთან პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას (მ.შ. დაქირავებულნი) ამ დეკლარაციის შევსებისას არ გამოიყენებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებულ შეღავათებს (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათისა). შეღავათების გამოყენების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მათ შეუძლიათ საგადასახადო ორგანოებში წარადგინონ დეკლარაცია გადასახადის გადაანგარიშებისა და ანაზღაურების მოთხოვნით.

მაგალითი: ფიზიკურმა პირმა, რომელიც № საწარმოს დაქირავებული პირია, III – რიგის მემკვიდრეობით მიიღო 165 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ქონების მიღებასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 180 ლარი (ნოტარიუსის მომსახურება და სხვა). თავის მხრივ, აღნიშნული პირი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეს. შესაბამისად, მასზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათები.

მოცემულ შემთხვევაში: ფიზიკური პირი ამ დეკლარაციის შევსებისას გაითვალისწინებს მხოლოდ 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტით მინიჭებულ შეღავათს და დეკლარაციის მიხედვით მისი დასაბეგრი შემოსავალი იქნება 14 820 ლარი (165 000 – 180 – 150 000). რაც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეღავათს, თუ აღნიშნული შეღავათი არ იქნა გავრცელებული ფიზიკური პირის მიღებული ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლების დაბეგვრისას, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია გადასახადის გადაანგარიშებისა და ანაზღაურების მოთხოვნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად;

ვ) მე-11 გრაფაში – გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, რომელიც გამოითვლება დასაბეგრი შემოსავლის (მე-10 გრაფა) გამრავლებით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთზე;

ზ) მე-12 გრაფაში – მატერიალური აქტივის მიღების (რეგისტრაციის) თარიღი – რიცხვი, თვე, წელი;

თ) მე-13 გრაფაში – მიღებულ მატერიალურ აქტივებზე კუთვნილი გადასახადის გადახდის ვადები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-10 ნაწილის გათვალისწინებით – გაიწერება 2 წელზე შესაბამისი ვადებისა და თანხების მითითებით.

3. საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება 1 ლარამდე ნულდება.

4. დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისწორე და უტყუარობა დასტურდება გადასახადის გადამხდელის ხელმოწერით.

5. დეკლარაციის III ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და ეძლევა გადასახადის გადამხდელს.

 

 

დანართი №2

III და IV რიგის მემკვიდრე ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების

 მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაცია

 

ნაწილი I

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი                                                             გადამხდელის პირადი ნომერი

3. დეკლარაციის ტიპი:

 

პირველადი

 

დაზუსტებული.

 

 

 (საჭირო აღნიშნეთ “V “ ნიშნით)

 

4. დეკლარაციის წარდგენის თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                          რიცხვი         თვე           წელი

 

 5.

მატერიალური აქტივების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიმღების სახელი, გვარი,

 

მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი

ნაწილი II

 (ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღებული მატერიალური აქტივების დასახელება, მისამართი და აღწერილობა)

 6

 

მატერიალური აქტივის მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიმღების ნათესაური კავშირი აქტივის მესაკუთრესთან

7

 

დასახელება

ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღებული მატერიალური აქტივის ფასი (ღირებულება) (ლარი)

8

 

მატერიალური აქტივის ჩუქებასთან ან/და მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯი

9

 

 

დასაბეგრი შემოსავალი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით

10

 

გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად

11

 

მატერიალური აქტივის მიღების (რეგისტრაციის)თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

12

 

მიღებულ მატერიალურ აქტივებზე კუთვნილი გადასახადის გადახდის ვადები საქარ-თველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-10 ნაწილის გათვალისწინებით.

13

სავადო

 თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ

 

 

გადამხდელის ხელის მოწერა __________________________

 

 

 

 

გადაჭრის ადგილი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ნაწილი III

საგადასახადო ორგანოს აღნიშვნა:

დეკლარაცია წარმოდგენილია:

 

ფოსტით

 

პირადად

 

რეგისტრაციის ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წარმოდგენის თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

უფლებამოსილი პირის სახელი გვარი - - - - - - -- - - - - (ხელმოწერა) - - - - - - - - - - - - -