,,III და IV რიგის მემკვიდრე ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №534 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,III და IV რიგის მემკვიდრე ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №534 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 28/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.053
  • Word
250
22/04/2009
სსმ, 51, 28/04/2009
200.250.000.22.033.013.053
,,III და IV რიგის მემკვიდრე ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №534 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.053

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №250

2009 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

,,III და IV რიგის მემკვიდრე ფიზიკური   პირის მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №534 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,III და IV რიგის მემკვიდრე ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ივნისის №534 ბრძანებაში (სსმ III, 27.06.2008, №91, მუხ.996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

 2. ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. დამტკიცდეს ,,III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (დანართი №1);

 2. დამტკიცდეს ,,III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის“ ფორმა (დანართი №2).“.

 მუხლი 2. ბრძანებით დამტკიცებული ,,III და IV რიგის მემკვიდრე ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. ინსტრუქციის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ინსტრუქცია III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“.

 2. ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. მატერიალური აქტივის მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ III და IV რიგის მემკვიდრეებს და საგადასახადო წლის განმავლობაში შესაბამისი პირებიდან მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიიღეს 150000 ლარის და მეტი ღირებულების ქონება.“.

 3. ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ფიზიკური პირები დეკლარაციას საგადასახადო ორგანოში წარადგენენ საგადასახადო აღრიცხვის, ხოლო საგადასახადო აღრიცხვის არარსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ქონების (შემოსავლის) მიღებიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში, არა უგვიანეს ყოველი 5 თვის შემდგომი თვის 15 რიცხვისა, თანაბარ ნაწილებად, რის შესახებაც აღნიშნული ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დეკლარაციას აქტივის გადაცემიდან (რეგისტრაციიდან) არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“.

მუხლი 3. ინსტრუქციის დანართი №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ მატერიალური აქტივების მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაცია“.

მუხლი 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი