საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 196
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 132, 21/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.10.003.000.837
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
196
19/09/2007
სსმ, 132, 21/09/2007
310.050.000.10.003.000.837
საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/09/2007 - 27/09/2019)

საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №196

2007 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. საქართველოს საჰაერო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 28-ე პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ თანდართული დებულება.

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის გაცემისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №211 დადგენილება (სსმ III, 2005 წ., №136, მუხლი 1507).

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

დებულება

საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა ან/და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ან/და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გამცემ ორგანოს, ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2

საქართველოს საჰაერო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა ან/და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია).

    მუხლი 3

1. საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი ადმინისტრაციას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბუთების გარდა დამატებით წარუდგენს:

ა) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახეობის (სასოფლო-სამეურნეო, სატყეო, პატრულირება, სამშენებლო, აეროგადაღება, აეროვიზუალური ფრენა, საავარიო, ექსპერიმენტული, სამეცნიერო-კვლევითი ან/და სხვა) საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვას მოითხოვს მაძიებელი;

ბ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ გეოგრაფიულ რეგიონში, რა დროიდან, და რა ტიპის საჰაერო ხომალდით (ხომალდებით) შესრულდება საავიაციო სამუშაოები, აგრეთვე მონაცემები ამ საავიაციო სამუშაოთა შესრულების (ეკიპაჟის/ების) კვალიფიკაციის შესახებ;

გ) ნებართვის მაძიებლის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ პოლისებს ან ეკვივალენტურ დოკუმენტებს იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეთ ეკიპაჟის წევრს, მგზავრს, ტვირთს, ბარგს და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის ქმედებით;

დ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის, აგრეთვე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისათვის გამოსაყენებელი საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის ასლებს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვა გაიცემა კონკრეტული სახეობის საავიაციო სამუშაოთა წარმოებაზე უვადოდ.

    მუხლი 4

1. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი ადმინისტრაციას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბუთების გარდა დამატებით წარუდგენს:

ა) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ საჰაერო ხაზზე მოითხოვს ნებართვის მაძიებელი არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების ნებართვას და რა ტიპის საჰაერო ხომალდით (ხომალდებით) უზრუნველყოფს იგი იმ საჰაერო ხაზის ექსპლუატაციას, ასევე რა პერიოდში შესრულდება გადაყვანა-გადაზიდვა;

ბ) ნებართვის მაძიებლის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ პოლისებს ან შესაბამის ეკვივალენტურ დოკუმენტებს იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეთ ეკიპაჟის წევრს, მგზავრს, ტვირთს, ბარგს და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის ქმედებით;

გ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის, აგრეთვე გამოსაყენებელი საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის/მოწმობის ასლებს;

დ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების (სამგზავრო ბილეთი, საბარგო ქვითარი, ავიასატვირთო ზედნადები) ნიმუშებს (მრავალჯერადი ნებართვის მოთხოვნის შემთხვევაში).

2. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა გაიცემა:

ა) იმ ვადით, რა ვადაშიც უნდა განხორციელდეს მრავალჯერადი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა;

ბ) ერთჯერადად, არარეგულარული გადაყვანა-გადაზიდვის განხოციელების კონკრეტული ვადით.

    მუხლი 5

1. ადმინისტრაცია ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2. ადმინისტრაცია 3 სამუშაო დღეში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების მოთხოვნებთან.

3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაცია ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში.

    მუხლი 6

საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ან/და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სანებართვო მოწმობის ფორმა მტკიცდება ადმინისტრაციის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

    მუხლი 7

სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.