დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის №196 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 471 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.10.003.021491 |
|
„საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის №196 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის №196 დადგენილებაში (სსმ, №132, 21/09/2007) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა ან/და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების“:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს საჰაერო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ან/და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 1. საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებელი სააგენტოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, დამატებით წარუდგენს: ა) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახეობის (სასოფლო-სამეურნეო, სატყეო, პატრულირება, სამშენებლო, აეროგადაღება, აეროვიზუალური ფრენა, საავარიო, ექსპერიმენტული, სამეცნიერო-კვლევითი ან/და სხვა) საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვას მოითხოვს მაძიებელი; ბ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ გეოგრაფიულ რეგიონში, რა დროიდან და რა ტიპის საჰაერო ხომალდ(ებ)ით შესრულდება საავიაციო სამუშაოები, აგრეთვე მონაცემებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების კვალიფიკაციის შესახებ; გ) სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ნებართვის მაძიებლის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტებს (სადაზღვევო პოლისებს) ან ეკვივალენტურ დოკუმენტებს იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება, მიადგეს მგზავრს, ტვირთს, ბარგსა და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის ქმედებით; დ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ან საავიაციო სამუშაოების განხორციელების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი ეკვივალენტური დოკუმენტის, აგრეთვე სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის ასლსა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ხმაურის სერტიფიკატის ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პერიოდში სურს ნებართვის მაძიებელს საავიაციო სამუშაოების შესრულება; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობას (იმ სახეობის საავიაციო სამუშაოებისათვის, რომლებიც საჭიროებენ საჰაერო ხომალდიდან ფოტო და ვიდეოგადაღებას). 2. საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვა გაიცემა კონკრეტული სახეობის საავიაციო სამუშაოთა წარმოებაზე, მაძიებლის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 1. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად, ნებართვის მაძიებელი სააგენტოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, დამატებით წარუდგენს: ა) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ საჰაერო ხაზზე მოითხოვს ნებართვის მაძიებელი არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების ნებართვას და რა ტიპის საჰაერო ხომალდ(ებ)ით უზრუნველყოფს იგი იმ საჰაერო ხაზის ექსპლუატაციას, ასევე რა პერიოდში შესრულდება გადაყვანა-გადაზიდვა; ბ) სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ნებართვის მაძიებლის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტებს (სადაზღვევო პოლისებს) ან შესაბამის ეკვივალენტურ დოკუმენტებს იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება, მიადგეს მგზავრს, ტვირთს, ბარგსა და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის ქმედებით; გ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ასლს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საკუთარი მიზნებისთვის ახორციელებს); დ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის ასლსა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ხმაურის სერტიფიკატის ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 1. სააგენტო ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 2. სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ დებულების მოთხოვნებთან.“. 5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოების ნებართვა და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) ნებართვის მფლობელი ექსპლუატანტის დასახელებას; ბ) ნებართვის ნომერს; გ) აეროპორტების დასახელებას, სადაც უნდა განხორციელდეს ფრენა; დ) რეისის ნომერს; ე) საჰაერო ხომალდის ტიპსა და მის სარეგისტრაციო ნომერს; ვ) ფრენის მარშრუტს; ზ) ფრენის შესრულების თარიღს/პერიოდს; თ) ფრენის მიზანს/საავიაციო სამუშაოების სახეობას.“. 6. მე-7 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი: „მუხლი 8 1. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი ფრენების განხორციელებას ესაჭიროება სააგენტოს თანხმობა. 2. თანხმობის მისაღებად ავიაკომპანიამ სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები