„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“

  • Word
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 28/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 31/03/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 27/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.43.048.011.686
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
20
28/03/2008
სსმ, 48, 31/03/2008
010.320.010.43.048.011.686
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/2008 - 29/09/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.43.048.011.686

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება №20

2008 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის და ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის 146 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთათვის (სამხედრო მოსამსახურე ან სამოქალაქო პირი) სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის მიზნით, ვბრძანებ:

1. სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს, დადგენილი ნორმით, წლიური საბიუჯეტო კანონით სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან ეძლევათ სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, რომლის ყოველთვიური ოდენობა განისაზღვრება 70 ლარით.

2. სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს წოდებრივი სარგო განესაზღვროთ დანართი 1-ის მიხედვით.

3. სამსახურის მოსამსახურეებს წლიური საბიუჯეტო კანონით სამსახურისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე ერთჯერადი დახმარება, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

4. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს შეუნარჩუნდეთ თანამდებობრივი სარგო, ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, არა უმეტეს ერთი თვისა.

5. სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევისას, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ეძლევათ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება თანამდებობრივი სარგოს ერთმაგი ოდენობით.

6. სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან პირადი განცხადების (სურვილის) საფუძველზე და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში (გარდა სამოქალაქო თანამდებობისა) ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ეძლევათ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება თანამდებობრივი სარგოს არა უმეტეს ორმაგი ოდენობისა.

7. სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სახელმწიფო ან პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას და მობილურ ტელეფონს, საწვავითა და სასაუბრო დროით სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახური.

8. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკვიდრეს) დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ანაზღაურების მიზნით ეძლევა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

9. სამსახურის მოსამსახურეებს აქვთ პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო და სხვა სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება. სწავლების ღირებულების ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს ნაწილობრივ ან მთლიანად წლიური საბიუჯეტო კანონით სამსახურისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

10. სამსახურის მოსამსახურე და მისი ოჯახი (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები) ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას, რომლის ხარჯებიც ანაზღაურდება სამსახურისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებით. ამასთან, გამონაკლის შემთხვევებში, მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესის მიხედვით შეიძლება მიეცეთ უფლება ინდივიდუალურად გააფორმონ ხელშეკრულება შესაბამის სადაზღვევო კომპანიასთან, რომლის ფინანსური უზრუნველყოფაც განხორციელდება სამსახურისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებით.

11. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 20 აგვისტოს 23 ბრძანება ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“.

12. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.

გ. ბეჟუაშვილი

დანართი 1

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები

 

სამხედრო წოდება

წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი (ლარებში)

1

გენერალ-ლეიტენანტი

480

2

გენერალ-მაიორი

360

3

პოლკოვნიკი

290

4

ვიცე-პოლკოვნიკი

220

5

მაიორი

150

6

კაპიტანი

80

7

უფროსი ლეიტენანტი

60

8

ლეიტენანტი

50

9

უმცროსი ლეიტენანტი

30

10

მასტერ-სერჟანტი, ზემდეგი

25

11

უფროსი სერჟანტი

20

12

სერჟანტი

15

13

უმცროსი სერჟანტი

12

14

კაპრალი

8