საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ

  • Word
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 16/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 27/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 03/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 280120000.43.048.014889
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
47
16/07/2010
სსმ, 91, 27/07/2010
280120000.43.048.014889
საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/07/2010 - 14/02/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.43.048.014.889

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის

ბრძანება  №47

2010 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების და „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთათვის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი (შემდგომში – სპეციალური წოდება) სარგოს ყოველთვიური განაკვეთები განისაზღვროს თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.

2. სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო (პრემია), აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთჯერადი დახმარება, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის მოსამსახურეებს შეუნარჩუნდეთ თანამდებობრივი სარგო, ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, არა უმეტეს ორი თვისა.

4. სამსახურის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევისას, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, კომპენსაციის სახით ეძლევათ 2 თვის თანამდებობრივი სარგო.

5. სამსახურის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან სამსახურიდან პირადი განცხადების (სურვილის) საფუძველზე და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში (გარდა სამოქალაქო თანამდებობისა) ნამსახურები აქვთ არანაკლებ 10 წლისა, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ეძლევათ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება ბოლო დაკავებული თანამდებობრივი სარგოს არა უმეტეს ორმაგი ოდენობისა.

6. სამსახურის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებს, სპეციალური ან სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით დაუწესდეთ ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე – 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე – 15%;

დ) 10 წელი და მეტი – 20%.

7. სამოქალაქო პირისათვის სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას, სამსახურის უფროსის თანხმობით, განსაკუთრებულ შემთხვევებში ნამსახურობაში ჩაითვლება სამოქალაქო პირის სამსახურში მუშაობის პერიოდი.

8. სამსახურის მოსამსახურეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდების ან/და დასახიჩრების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) სხეულის მძიმე დაზიანების და/ან დაინვალიდების შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 7000 (შვიდი ათასი) ლარი;

გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 3 000 (სამი ათასი) ლარი.

9. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის მოსამსახურის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკვიდრეს) დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ანაზღაურების მიზნით, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

10. სამსახურის მოსამსახურეებს აქვთ პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო და სხვა სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლის უფლება. სწავლების ღირებულების ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს ნაწილობრივ ან მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

11. სამსახურის მოსამსახურე და მისი ოჯახი (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები) ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას, რომლის ხარჯებიც ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, გამონაკლის შემთხვევებში, მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესის მიხედვით შეიძლება მიეცეთ უფლება ინდივიდუალურად გააფორმონ ხელშეკრულება შესაბამის სადაზღვევო კომპანიასთან, რომლის ფინანსური უზრუნველყოფაც განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

12. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2008 წლის 28 მარტის №20 ბრანება.

13. ეს ბრძანება, გარდა მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

14. ბრძნების მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

გ. ბეჟუაშვილი

დანართი №1

საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები

სამხედრო წოდება

სახელმწიფო სპეციალური წოდება

სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი

(ლარებში)

1.

დაზვერვის გენერალ-პოლკოვნიკი

600

2.

გენერალ-ლეიტენანტი

დაზვერვის გენერალ-ლეიტენანტი

550

3.

გენერალ-მაიორი

დაზვერვის გენერალ-მაიორი

430

4.

ბრიგადის გენერალი

400

5.

პოლკოვნიკი

დაზვერვის პოლკოვნიკი

360

6.

ვიცე-პოლკოვნიკი

დაზვერვის ვიცე-პოლკოვნიკი

290

7.

მაიორი

დაზვერვის მაიორი

220

8.

კაპიტანი

დაზვერვის კაპიტანი

150

9.

უფროსი ლეიტენანტი

დაზვერვის უფროსი ლეიტენენტი

130

10.

ლეიტენანტი

დაზვერვის ლეიტენანტი

120

11.

დაზვერვის უმცროსი ლეიტენანტი

100

12.

მთავარი სერჟანტი (მიჩმანი)

დაზვერვის ზემდეგი

95

13

მასტერ სერჟანტი

დაზვერვის ზემდეგი

95

14

უფროსი სერჟანტი (მიჩმანი)

დაზვერვის უფროსი სერჟანტი

90

15

სერჟანტი

დაზვერვის სერჟანტი

85

16

უმცროსი სერჟანტი (მიჩმანი)

დაზვერვის უმცროსი სერჟანტი

82

17

რიგითი, კაპრალი

დაზვერვის რიგითი

78