დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 276 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/02/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 04/03/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.22.034.011.563 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.011.563
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №276
2008 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილისი
,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისა და მძღოლის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 10 აგვისტოს №1098 ბრძანებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის შენიშვნის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. სოფლის ან/და დაბის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მძღოლ-კანდიდატებს უფლება აქვთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,T1“, ,,T2“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთის ნაცვლად წარმოადგინონ გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ გაცემული სარეკომენდაციო ბარათი (დანართი №7). “.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №7
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
სარეკომენდაციო ბარათი
------------------------------------------------------------------ გამგეობის (მერიის) რწმუნებული (სახელი, გვარი), ვიძლევი რეკომენდაციას მასზედ, რომ შესაძლებლად მიმაჩნია --------------------------------------------------------------------------------------- (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი) დაშვებულ იქნეს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა ,,A“, ,,B“, ,,C“, ,,T1“, ,,T2“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე.
უფლებამოსილი პირის -------------------------- / /
ხელმოწერა
---- ---------------------200 წ.
დოკუმენტის კომენტარები