დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 398 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 181, 21/12/2007 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 07/12/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.070.000.22.027.011.263 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/12/2007 - 21/09/2020)
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.011.263
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №398
2007 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 საპყრობილეში (ქ. თბილისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, მსჯავრდებულ და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა განცალკევების მიზნით, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 საპყრობილეში (ქ. თბილისი) შეიქმნას სპეციალური საპატიმრო განყოფილება.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (ბ. ახალაია) დაევალოს უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსჯავრდებულთა და პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მსჯავრდებულთა და პატიმართა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
3. ეს ბრძანება გაეცნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და ამავე დეპარტამენტის №8 საპყრობილის (ქ. თბილისი) პირად შემადგენლობას.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გ. მიქანაძეს.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 7 დეკემბრიდან.
ე. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები