დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 145 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 16/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.000.786 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/07/2007 - 17/04/2008)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №145
2007 წლის 13 ივლისი
�ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე
1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ� ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,პროფესიული განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის, მე-40 მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყოს ზუგდიდის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი � ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს � ზუგდიდის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები � სენაკის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯი და ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმი.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი � ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე ზუგდიდის ფილიალის ნაწილში, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების � სენაკის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯისა და ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმის უფლებამონაცვლე.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნად განისაზღვროს ,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ბაკალავრიატის 240-კრედიტიანი აკადემიური უმაღლესი, პროფესიული უმაღლესი და სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
5. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ქ. ზუგდიდში, ბესარიონ ჯანაშიას ქ. №30-ში და ქ. სენაკში, მშვიდობის ქ. №194-ში მდებარე უძრავი ქონებისა და შესაბამისი მოძრავი ნივთების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე� საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადების საფუძველზე.
7. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია), ,,უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების დამტკიცება.
9. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები