დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 106 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 21/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.001.050 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №106
2008 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №101, მუხლი 1108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების თაობაზე“;
ბ) დადგენილების პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის, მე-40 მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, გამოეყოს ზუგდიდის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი.
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტს შეუერთდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სენაკის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯი და ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმი.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლე ზუგდიდის ფილიალის ნაწილში, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სენაკის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯისა და ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმის უფლებამონაცვლე.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის მიზნად განისაზღვროს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ბაკალავრიატის 240-კრედიტიანი აკადემიური უმაღლესი, პროფესიული უმაღლესი და სახელობო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტისათვის ქ. ზუგდიდში, ბესარიონ ჯანაშიას ქ.№30-ში და ქ. სენაკში, მშვიდობის ქ. №194-ში მდებარე უძრავი ქონებისა და შესაბამისი მოძრავი ნივთების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
გ) დადგენილების მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,7. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის მართვის ორგანოების არჩევამდე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.
8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (გ. ნოდია), ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის წესდების დამტკიცება.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები