დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის N1048 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 799 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 137, 25/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200110000.22.033.016025 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №799
2010 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1048 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1048 ბრძანებაში (სსმ III, 17.09.07წ., №130, მუხლი 1417) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანებით დამტკიცებული „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმის“ (დანართი №1) მე-III განაყოფი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „გსნ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| გვერდი |
|
|
|
განაყოფი III. დღგ-ის საერთო თანხის გაანგარიშება
|
დასაბეგრი ოპერაციები | დღგ-ის გადასახდელი თანხა | დღგ-ის შესამცირებელი თანხა | ||||
| 1 | 2 | 3 | ||||
| დღგ, დარიცხული საგადასახადო პერიოდში განხორციელებულ ბრუნვაზე | 1 |
|
| |||
| 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა | 2 |
|
| |||
| ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა | 3 |
|
| |||
| ბრუნვა, რომელიც არ იბეგრება ან არ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად ან საქონლის/მომსახურების მიწოდებად და რომელზეც ჩათვლილი დღგ არ ექვემდებარება გაუქმებას | 4 |
|
| |||
| დღგ-ისაგან გათავისუფლებული ბრუნვა ან/და ბრუნვები, რომლებიც არ განიხილება (განეკუთვნება) დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, მიწოდებად (გარდა მე-4 სტრიქონზე აღნიშნულისა) | 5 |
|
| |||
| დღგ ბრუნვის კორექტირებაზე | 6 |
| 7 |
| ||
| დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი) თანხა |
| 8 |
| |||
| დღგ, გადახდილი ადგილობრივი მომწოდებლებისათვის | 9 |
|
| |||
| დღგ, გადახდილი საბაჟო ოპერაციებზე | 10 |
|
| |||
| დღგ, გადახდილი უკუდაბეგვრის წესით | 11 |
|
| |||
| დღგ, გადახდილი საქართველოს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეულ მომსახურებაზე განსაზღვრული საფასურით | 12 |
|
| |||
| დღგ ჩასათვლელი თანხის კორექტირებით | 13 |
| 14
|
| ||
| დღგ-ის თანხა საქონელზე/მომსახურებაზე, რომელიც ჩათვლილი იყო ადრე და ექვემდებარება აღდგენას | 15 |
|
| |||
| ჯამი | 16 |
| 17 |
| ||
| სულ გამოანგარიშებულია ბიუჯეტში გადასახდელად (სტ.16-სტ.17, როცა სტ.16>სტ.17) | 18 |
|
| |||
| სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად (სტ.17-სტ.16, როცა სტ.17>სტ.16) |
| 19 |
| |||
| ივსება დეკემბრის თვის დეკლარაციაში:
| ||||||
| დღგ, საერთო ბრუნვის თანხაში გათავისუფლებული ან/და იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად, ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით აღსადგენი თანხის დაზუსტებით | 20 |
| 21 |
| ||
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ
საწარმოს ხელმძღვანელი
/ინდმეწარმე (წარმომადგენელი) --------- ---------- ---- --- --- --- ---- ---- --- ----
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა) თარიღი“.
2. ბრძანებით დამტკიცებული „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2):
ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“-„მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მე-12 სტრიქონზე აისახება საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეულ მომსახურებაზე საქართველოს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდისას გადახდილი დღგ;
კ) მე-13 სტრიქონზე აისახება შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის კორექტირების შედეგად ბიუჯეტში გადასახდელი დღგ (ჩათვლილი თანხის შემცირების შემთხვევაში), ხოლო მე-14 სტრიქონზე – ბიუჯეტში შესატანი დღგ-ის შესამცირებელი დღგ-ის თანხა (ჩათვლილი თანხის გაზრდის შემთხვევაში);
ლ) მე-15 სტრიქონზე აისახება დღგ-ის თანხა საქონელზე/მომსახურებაზე, რომელიც ჩათვლილი იყო ადრე და ექვემდებარება აღდგენას, რადგან არ იქნა გამოყენებული დასაბეგრ ოპერაციაზე;
მ) მე-16-მე-19 სტრიქონები გაანგარიშებითია. მე-18 და მე-19 სტრიქონებზე მოცემული თანხა ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას;“;
ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) მე-20 და 21-ე სტრიქონები ივსება მხოლოდ დეკემბრის თვის დეკლარაციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად ხდება წლის განმავლობაში თვეების მიხედვით საერთო ბრუნვის თანხაში გათავისუფლებული ან/და იმ ოპერაციების, რომლებიც დღგ-ის მიზნებისათვის არ ითვლება დასაბეგრ ოპერაციად (გარდა საქონლის/მომსახურების გამოყენებისა საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის, საწარმოს მიწოდებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილსა და 225-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა) ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით დღგ-ის აღსადგენი თანხის დაზუსტება. თუ დაზუსტებული აღსადგენი თანხა მეტია წლის განმავლობაში აღდგენილ თანხაზე, სხვაობა აისახება მე-20 სტრიქონზე, ხოლო თუ დაზუსტებული თანხა ნაკლებია წლის განმავლობაში განხორციელებულ აღდგენილ თანხაზე, სხვაობა აისახება 21-ე სტრიქონზე. აღნიშნული თანხები აისახება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.“;
გ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დანართის მესამე ნაწილში აისახება ჩათვლაში გამოყენებულ განხორციელებულ იმპორტზე „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების მიხედვით გამოწერილი სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მონაცემები: სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის „B“ გრაფაში მითითებული შეფასების ნომერი (მხოლოდ ციფრები), თარიღი და დღგ-ის თანხა, ხოლო, თუ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციას არ გააჩნია „B“ გრაფა – სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ნომერი (მხოლოდ ციფრები), თარიღი და დღგ-ის თანხა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები