ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთის გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთის გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 06/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.010.545
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
190
05/07/2007
სსმ, 96, 06/07/2007
100.110.000.22.027.010.545
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთის გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/07/2007 - 28/06/2012)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.010.545

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №190

2007 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთის გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გასაჩივრების უფლების უზრუნველყოფისა და დაცვის მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21  პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთის გამოყენების თანდართული ინსტრუქცია.

2. ბრძანებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (ბ. ახალაია).

3. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (გ. მიქანაძე).

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთის გამოყენების ინსტრუქცია

ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია წერილობითი საჩივარი გააგზავნოს როგორც ადმინისტრაციის საშუალებით, ასევე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად, საჩივრის ყუთის მეშვეობით, რომლის გამოყენების პირობები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ წესებს:

1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთი უნდა განთავსდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე, ყველა ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

2. დაწესებულების სარეჟიმო პირობების გათვალისწინებით დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს რამდენიმე საჩივრის ყუთი.

3. საჩივრების ყუთის წინა ნაწილზე უნდა გაკეთდეს აბრა წარწერით: ,,საჩივრების ყუთი“.

4. საჩივრების ყუთი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში.

5. საჩივრების ყუთი იკეტება და ილუქება დაწესებულების დირექტორის ან მისი მოადგილის თანდასწრებით, სოციალური განყოფილების წარმომადგენლის მიერ.

6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებული საჩივრების ყუთის მეშვეობით, შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს საჩივრები.

7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ კონვერტში მოთავსებული საჩივარი უნდა განთავსდეს საჩივრების ყუთში. საჩივრის ავტორი ვალდებულია კონვერტზე მიუთითოს საჩივრის ადრესატი.

8. საჩივრების ყუთი იხსნება ყოველი დღის ბოლოს, სასჯელაღსრულების დაწესებულების სოციალური განყოფილების წარმომადგენლის მიერ, დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.

9. საჩივრის ადრესატის გარდა, დაუშვებელია სხვა პირის მიერ კონვერტის გახსნა და საჩივრის შინაარსის გაცნობა.

10. ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება, დანომვრა და სპეციალურ ჟურნალში აღრიცხვა.

11. სპეციალურ ჟურნალში საჩივრების რეგისტრაციის წარმოების წესსა და დაცვას უზრუნველყოფს დაწესებულების სოციალური განყოფილება.

12. საჩივრების აღრიცხვა ხდება დაწესებულების სოციალური განყოფილების წარმომადგენლის მიერ.

13. საჩივრების ყუთის გახსნიდან არა უგვიანეს 3 დღეში ხდება საჩივრების გაგზავნა შესაბამის ადრესატებთან. საჩივრების გაგზავნა აღირიცხება სოციალური განყოფილების მიერ სპეციალურ ჟურნალში.

14. საჩივრების ყუთის ვადამდე შევსების შემთხვევაში ხდება ყუთის ვადამდე გახსნა.

15. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღეში უნდა შეკეთდეს ან განთავსდეს ახალი საჩივრების ყუთი.