„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016534
17
31/08/2026
ვებგვერდი, 02/09/2026
010250050.35.165.016534
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2026 წლის 31 აგვისტო 

ქ. საგარეჯო

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ"" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის №12 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო www.matsne.gov.ge, 01/10/2019; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.165.016372) და დადგენილების დანართში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის 1-ლი მუხლის პირველი    პუქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის სამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურას.“

2.   დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„მუხლი 3. რეაგირების საფუძველი

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771​ და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება;

ბ) ზედამხედველობის სამსახურის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტი.

2. ზედამხედველობის სამსახურის  მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“

3.  დანართის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„1. საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში ხმაურის დონის გაზომვა ზედამხედველობის  სამსახურის  მიერ ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტის – „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილების შესაბამისად, ხმაურმზომის მეშვეობით. ხმაურის დონის გაზომვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ხმაურმზომის ექსპლუატაციის ინსტრუქციას.“

4. დანართის  მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77​1 და 77​2 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. დანართის  მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„1. დაჯარიმების თაობაზე ზედამხედველობის სამსახურის  მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან. საჩივრის განხილვის პროცესში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართალდამრღვევი პირის მონაწილეობა სავალდებულოა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი