„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016543
26
30/10/2026
ვებგვერდი, 02/11/2026
010250050.35.165.016543
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2026 წლის 30 ოქტომბერი

ქ. საგარეჯო

„„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 სექტემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 აგვისტოს №17 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო www.matsne.gov.ge, 02/09/2026; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.165.016534) დადგენილების პირველი  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. დანართის 1-ლი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობის სამსახურის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურას.“

2.  დანართის  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„მუხლი 3. რეაგირების საფუძველი

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია:

ა) დაინტერესებული პირის განცხადება;

ბ) ზედამხედველობის სამსახურის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილი შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტი.“

3. დანართის  მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი