დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 388 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.025937 |
|
ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 აგვისტოს №1252 განკარგულებით ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე. 2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კომისიაში მონაწილეობის მიღება კომისიის თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით. 3. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − კომისიის წევრი. 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − კომისიის წევრი. 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი. 7. საქართველოს კულტურის მინისტრი − კომისიის წევრი. 8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − კომისიის წევრი. 9. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი − კომისიის წევრი. 10. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − კომისიის წევრი. 11. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი. 12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი. 13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი − კომისიის წევრი. 14. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი. 15. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი − კომისიის წევრი. 16. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი − კომისიის მდივანი.
|
| მუხლი 2 |
კომისიას უფლებამოსილება უწყდება „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 აგვისტოს №1252 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების სრულად განხორციელებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს თანდართული „ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის დებულება“.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის დებულება
|
მუხლი 1. რეგულირების საგანი
„ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის დებულება“ (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს კომისიის მიზნებს, ძირითად ამოცანებს, უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს. მუხლი 2. კომისიის მიზანი 1. კომისიის შექმნის მიზანია სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 აგვისტოს №1252 განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტ(ებ)ის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშეწყობა. 2. კომისია თავისი საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 3. კომისიის ძირითადი ამოცანები და განსახილველი საკითხები ქალაქ თბილისში, სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში განსახორციელებელი/მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების/ხელშეწყობის მიზნით, კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში პრიორიტეტებისა და მშენებლობის რიგითობის განსაზღვრა; ბ) პროექტების შერჩევისა და საპროექტო გადაწყვეტების, მათ შორის, დიზაინის, შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება; გ) საჭიროების შემთხვევაში პროექტების განხორციელების პროცესში წარმოშობილი საკითხების გადაწყვეტა; დ) საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შედეგად გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე რეკომენდაციების გაცემა. მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილებები კომისია უფლებამოსილია: ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ყველა სახის ინფორმაცია/ დოკუმენტაცია; ბ) ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები შესაბამისი ორგანოებისთვის; გ) საჭიროების შემთხვევაში სხდომაზე მიიწვიოს სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე დარგის სპეციალისტები; დ) საჭიროების შემთხვევაში, კომისიის ცალკეული ამოცანებისა და საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფ(ებ)ი და განსაზღვროს მისი/მათი შემადგენლობა და საქმიანობის წესი; ე) განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც ამ დებულებაში პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ აუცილებელია კომისიის მიზნისა და ამოცანების შესასრულებლად. მუხლი 5. კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი 1. კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს კომისიის დღის წესრიგსა და სამუშაო განრიგს; გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს; დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირ(ებ)თან ურთიერთობაში. 2. კომისიის მდივანი: ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვისა და სხვა სახის პროცედურული საკითხების ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და სხდომათა მასალების შენახვაზე. მუხლი 6. კომისიის სხდომის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით. 2. საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომა შეიძლება გაიმართოს ელექტრონულად. 3. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად – კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 4. სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. 6. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე. 7. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ თავშეკავების ან უარის თქმის მიზეზი (თუ კომისიის წევრი ამის შესახებ სხდომაზე განაცხადებს), აგრეთვე სხდომაზე გამოთქმული ყველა განსხვავებული აზრი. მუხლი 7. დასკვნითი დებულებები კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები