„ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.026063
513
02/11/2026
ვებგვერდი, 03/11/2026
010220020.10.003.026063
„ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №513

2026 წლის 2 ნოემბერი

   ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 14 აგვისტოს №388 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/08/2026, 010220020.10.003.025937) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 აგვისტოს №1252 განკარგულებით ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას ქალაქ თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტ(ებ)ის განხორციელების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კომისიაში მონაწილეობის მიღება კომისიის თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − კომისიის წევრი.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − კომისიის წევრი.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი.

7. საქართველოს კულტურის მინისტრი − კომისიის წევრი.

8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − კომისიის წევრი.

9. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი − კომისიის წევრი.

10. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი − კომისიის წევრი.

11. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი.

12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი.

13. ეთხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კომისიაში მონაწილეობის მიღება − კომისიის წევრის სტატუსით.

14.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი − კომისიის წევრი.

15. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.

16. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი − კომისიის წევრი.

17. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი − კომისიის მდივანი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე