თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 497
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 18/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016600
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
497
07/07/2026
ვებგვერდი, 14/07/2026
010250020.35.157.016600
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/07/2026 - 31/07/2026)

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №497

2026 წლის 7 ივლისი

ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19, 25-ე მუხლების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-მუნიციპალური ინსპექციის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №206 დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 05.02.2018წ., სარეგ. კოდი 010250020.35.157.016310).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 8 აგვისტოდან.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – მუნიციპალური ინსპექციის დებულება

მუხლი 1. სამსახურის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (შემდგომში – მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მშენებლობის, იერსახის, რეკლამის, აბრის, ნარჩენებით დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში და ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრულ სხვა სამართალდარღვევებზე ინსპექტირებას და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, ერთგულების, მიუკერძოებლობის, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების შესაბამისად.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისგან და თანამშრომლებისგან.

5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

6. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში.

7. სამსახური ანგარიშვალდებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) წინაშე.

8. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

9. სამსახურს აქვს ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები და მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მერიას.

10. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თეთრიწყარო, თამარ მეფის ქ. №34.

მუხლი 2. მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები

1. მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციებია:

ა) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერება, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის განხორციელება და შესაბამისი საჯარიმო სანქციების გამოყენება;

ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლი;

გ) იერსახის, ნარჩენებით დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე ზედამხედველობა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულება;

დ) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების ან/და ნებართვის გარეშე განთავსების, რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა. მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლი;

ე) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უნებართვო გარე ვაჭრობის გამოვლენა და კონტროლი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 1533 მუხლის შესაბამისად სამართალდარღვევის საქმისწარმოების ღონისძიების განხორციელებას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შედგენას, პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას;

ვ) იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანების ან განადგურების გამოვლენა და კონტროლი;

ზ) პლასტიკისა ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციისას დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

თ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონე მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა;

ი) სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების საეტაპო ოქმების შემოწმება, დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის პროექტის მომზადება და მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

კ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი სამართალწარმოებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების განხორციელება, აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების შედგენა;

ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირებიდან გადასახადის ამოღების ადმინისტრირება და მათ მიერ დაგვიანებით გადახდაზე ან/და გადაუხდელობაზე კონტროლი;

მ) ადგილობრივ მოსაკრებელებს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების/დოკუმენტაციის შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების, მერიის დებულებით, მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 3. მუნიციპალური ინსპქციის უფლებები და ვალდებულებები

1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას, მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაუბრკოლებლად განახორციელოს კონტროლი სამშენებლო და სხვა სახის ნორმების, წესების დაცვასა და შესრულებაზე. შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან;

ბ) გასცეს მითითება, განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ვადები და დააწესოს კონტროლი მათ შესრულებაზე;

გ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;

დ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები: რაცია, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვების, ასევე, სპეციალური მაშუქი და ხმოვანი მოწყობილობები, დასალუქი საშუალებები. ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით, ლოგოთი და ავტოსატრანსპორტო საშუალებით;

ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის ნებისმიერ დროს განახორციელოს ინსპექტირება;

ვ) სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე და მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მიიღოს და დაამუშაოს მონაცემეთა ბაზა შესაბამის დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობით;

ზ) მუნიციპალური ინსპექციის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ.

2. კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია:

ა) მოახდინოს სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;

ბ) მოახდინოს სწრაფი და დროული რეაგირება სამსახურის უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევების გამოვლენა/აღმოფხვრაზე და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;

გ) აწარმოოს კონტროლი ნარჩენებით დანაგვიანებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, სამშენებლო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერს ან/და საკრებულოს;

ე) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ვალდებულებების;

ვ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან. განყოფილება შედგება სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.

3. სამსახურის განყოფილებებია:

ა) ინსპექტირების განყოფილება;

ბ) ნარჩენების მართვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება;

მუხლი 5. სამსახურის განყოფილებები და მათი ფუნქციები

1. განყოფილება იქმნება სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ერთგვაროვანი საკითხების (მიმართულებების) დაჯგუფებისა და მათი კოორდინირებულად წარმართვის მიზნით.

2. ინსპექტირების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ნარჩენებით დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხების გამოვლენას და ზედამხედველობას, აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების შესრულებას;

ბ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას;

გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საქართველოს საარჩევნო კოდექსითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე კონტროლს;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდაღვევების საქმისწარმოებას, ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმის შედგენა/წარმოებას, შესაბამისი სახდელის დადების მიზნით, კანონით დადგენილ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით;

ე) პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნიმუშის დალუქვის ღონისძიებების გატარებას და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას;

ვ) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად, მხოლოდ უნებართვო მშენებლობის და ნებართვას დაქვემდებარებული ობიექტების სამშენებლო საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე კონტროლს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ღონისძიებების განხორციელებას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შედგენას და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის/რეკონსტრუქციის ან/და უნებართვო დემონტაჟის შეჩერებასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას, დარღვევით მიმდინარე მშენებლობის/რეკონსტრუქციის ან/და უნებართვო დემონტაჟის მთლიან ან ნაწილობრივ შეჩერებას, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების მთლიან ან ნაწილობრივ დემონტაჟს;

ი) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად I,II კლასს დაქვემდებარებული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვას (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა);

კ) ზედამხედველობის განხორციელებას მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მის საზედამხედველო ობიექტებზე დაუბრკოლებლად შესვლას შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესში სამშენებლო ნორმების დაცვისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შემოწმების მიზნით; მშენებლობისთვის პასუხისმგებელი ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის მოთხოვნას, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების;

მ) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის: მშენებლობის მონაწილეებზე მითითებების გაცემას და გონივრული ვადების განსაზღვრას, როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე და შესაბამისი კონტროლის დაწესებას მათ ხარისხიან შესრულებაზე;

ნ) მშენებლობის ობიექტზე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;

ო) სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების საეტაპო ოქმების შემოწმებას, დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე შესაბამისი აქტის პროექტების მომზადებას.

პ) განყოფილების კომპეტენციას განკუთვნილ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების განხილვას და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას;

რ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

ს) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალური ინსპექციისა და მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან;

ტ) მერისა და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის დავალებების შესრულებასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას.

3. ნარჩენების მართვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრულ აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის წარმოებას, სისტემურ განახლებას და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

ბ) ადგილობრივი მოსაკრებლის სატარიფო სისტემის მეთოდოლოგიის შემუშავებას, მის ეტაპობრივ დანერგვაში მონაწილეობას და ხელმძღვანელთან შესაბამისი წინადადებების წარდგენას.

გ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვისთვის მათ რეგისტრაციას;

დ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების და დოკუმენტაციის შედგენას;

ე) ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;

ვ) საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას;

ზ) მუნიციპალიტეტის მიერ ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემით ან/და განკარვით დაგეგმილი შემოსავლების (ხელშეკრულებების) კონტროლი და სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

თ) საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების განთავსებასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე კონტროლს;

ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119​1, 146​1​, 148-ე მუხლის მე-4 პუნქტით, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას და ადმინისტრაციულ სახდელის შეფარდებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითარი) გამოყენებით;

კ) განყოფილების კომპეტენციას განკუთვნილ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების განხილვას და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას;

მ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

4. განყოფილებები მათზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

მუხლი 6. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, ისმენს მათ ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

ზ) კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას;

თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარვეზების დადგენის შესახებ შესაბამის წერილებს;

კ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ლ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, მერის მოადგილე(ებ)ს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;

 მ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ნ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ო) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სამუშაო ჯგუფებში და კომისიებში;

პ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის ცალკეულ დავალებებს;

რ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრულება და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება.

 5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების შემთხვევაში სამსახურის უფროსის ფუნქციებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 7. განყოფილების უფროსი და მისი უფლებამოსილებები

1. სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულს, განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეციალისტი.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 8. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები

1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

მუხლი 9. სამსახურის დაფინანსება და ქონება

1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

მუხლი 10. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

მუხლი 11. დასკვნითი დებულებები

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. იმ საკითხის დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.

4. თუ ამ დებულების ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.