დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის №497 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 529 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.157.016632 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის №497 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის №497 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 14.07.2026, სარეგ. კოდი 010250020.35.157.016600) დამტკიცებულ დანართში – „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – მუნიციპალური ინსპექციის დებულებაში“:
1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ძირითად ფუნქციებსა და მიმართულებებს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) ზედამხედველობის განხორციელებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე იმ ინფრასტრუქტურულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოებზე, რომელთა ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს. დასრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღება.“. 2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს მონიტორინგის განხორციელება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ ინფრასტრუქტურულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოებზე, რომელთა ღირებულება არ აღემატება 50000 ლარს. დასრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღება.“. 3. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.სამსახურის განყოფილებებია: ა) მუნიციპალური ინსპექტირებისა და მონიტორინგის განყოფილება;“ ბ) ნარჩენების მართვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება.“. 4. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციპალური ინსპექტირებისა და მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ნარჩენებით დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხების გამოვლენას და ზედამხედველობას, აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების შესრულებას; ბ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას; გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საქართველოს საარჩევნო კოდექსითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე კონტროლს; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდაღვევების საქმისწარმოებას, ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმის შედგენა/წარმოებას, შესაბამისი სახდელის დადების მიზნით, კანონით დადგენილ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით; ე) პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნიმუშის დალუქვის ღონისძიებების გატარებას და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას; ვ) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად, მხოლოდ უნებართვო მშენებლობის და ნებართვას დაქვემდებარებული ობიექტების სამშენებლო საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე კონტროლს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ღონისძიებების განხორციელებას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შედგენას და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის/რეკონსტრუქციის ან/და უნებართვო დემონტაჟის შეჩერებასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას, დარღვევით მიმდინარე მშენებლობის/რეკონსტრუქციის ან/და უნებართვო დემონტაჟის მთლიან ან ნაწილობრივ შეჩერებას, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების მთლიან ან ნაწილობრივ დემონტაჟს; ი) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად I,II, III და IV (გარდა V კლასისა) კლასს დაქვემდებარებული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვას (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა- მოწესრიგება და სხვა); კ) ზედამხედველობის განხორციელებას მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; ლ) ზედამხედველობის განხორციელებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე იმ ინფრასტრუქტურულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოებზე, რომელთა ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს. დასრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღება; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მის საზედამხედველო ობიექტებზე დაუბრკოლებლად შესვლას შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესში სამშენებლო ნორმების დაცვისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შემოწმების მიზნით; მშენებლობისთვის პასუხისმგებელი ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის მოთხოვნას, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების; ნ) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის: მშენებლობის მონაწილეებზე მითითებების გაცემას და გონივრული ვადების განსაზღვრას, როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე და შესაბამისი კონტროლის დაწესებას მათ ხარისხიან შესრულებაზე; ო) მშენებლობის ობიექტზე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას; პ) სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების საეტაპო ოქმების შემოწმებას, დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე შესაბამისი აქტის პროექტების მომზადებას. ჟ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების განხილვას და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას; ს) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას. ტ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალური ინსპექციისა და მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან; უ) მერისა და მუნიციპალური ინსპექციის ხელმღვანელის დავალებების შესრულებასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები