დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 492 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.157.016595 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/07/2026 - 31/07/2026)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19, 25-ე მუხლების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №201 დადგენილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge; 05.02.2018 წ., სარეგ. კოდი: 010250020.35.157.016305).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 8 აგვისტოდან.
|
|
დანართი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის
დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; ადამიანური რესურსების მართვას, მუნიციპალიტეტის ორგანოებში ახალი ელექტრონული კომპიუტეტული პროგრამების დანეგვას და ადმინისტრირებას; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლას; ერთიან საქმისწარმოებას და ამ მიზნებისთვის, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფას, მოსამსახურეთა საქმიანობის ხელშეწყობას, მერიის კავშირურთიერთობების ორგანიზებას საზოგადოებასთან და დაწესებულებებთან. 2. სამსახური წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. 4. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავეს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, ერთგულების, მიუკერძოებლობის, ეკონომიურობისა და ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების შესაბამისად. 5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 6. სამსახურს აქვს ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები. 7. სამსახურის მისამართი: საქართველო, ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა №34. მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მერიის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხთა მოგვარებას და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნას; ბ) მერიაში ერთიან საქმისწარმოებას და ამ მიზნებისთვის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მართვას; მერიისა და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით; კორესპონდენციის განსახილველად კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების დამუშავებას და არქივის წარმოებას; გ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს; ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადებას; მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მერიის საჯარო მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; სამსახურებისთვის სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას; მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასებების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; თანამშრომელთა საჭიროებათა შესწავლას და მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ორგანიზებას; დ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; სამართლებრივი აქტის პროექტის მერიის სამსახურის მიერ მომზადების შემთხვევაში, ასევე, მათ შედგენაში მონაწილეობის მიღებას და სამართლებრივი აქტების პროექტების წინასწარ იურიდიულ ექსპერტიზას; განსახილველ საკითხებზე შესაბამისი დასკვნების მომზადებას; მერიის ინტერესების დაცვას სასამართლოში; ე) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) ხელშეწყობას ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებების განხორციელებისას და სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით – სათანადო ხელშემწყობი პირობების შექმნას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობისთვის; ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შეწყვეტის შეჩერება და აღდგენის საკითხის განხილვა; მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე მონიტორინგის განხორციელება, რომლის განხორციელებაც ევალება უფლებამოსილ პირს; ზ) მერიის კავშირურთიერთობების ორგანიზებას სახელმწიფო და ადგილობრივითვი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; თ) მერიაში დაგეგმილი შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას; ი) საზოგადოების ჩართულობას და მოქალაქეთა თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში; ამ მიზნებისთვის მერის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის დასახლებებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით; დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – საკრებულო) მიერ დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით“ დადგენილი წესით; კ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების წარმოჩენას, მათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდებას; ლ) მერის საქმიანობის ანგარიშების, პრესრელიზების მომზადებასა და გამოქვეყნებას; მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირებას; მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვას; მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას; მ) სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულებების, არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების მიზნობრიობის შესწავლას და ანალიზს; სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზსა და შეფასებას; ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50% მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის შიდა კონტროლის, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას. ნ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან თანამშრომლობის ორგანიზებას; ო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, სამსახურის უფროსი. 2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან. განყოფილება შედგება სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის, განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან. 3. სამსახურის განყოფილებებია: ა) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ბ) საზოგადოებასა და მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება; გ) საქმისწარმოების განყოფილება; დ) შიდა აუდიტის განყოფილება. მუხლი 4. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები 1. განყოფილება იქმნება მერიის სამსახურებში, სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ერთგვაროვანი საკითხების (მიმართულებების) დაჯგუფებისა და მათი კოორდინირებულად წარმართვის მიზნით. 2. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერის, მერიის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარსადგენი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება, დამტკიცებული სამართლებრივი დოკუმენტების ცვლილებების პროექტების მომზადება დარგობრივი სამსახურების წარდგინებების საფუძველზე; გ) მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების, ადმინისტრაციული ხასიათის გარიგება/ხელშეკრულებათა პროექტების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ცალკეული საკითხების სამართლებრივ განხილვას, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და მერიის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის სამართლებრივ ინტერესებთან შესაბამისობის საკითხების შეთანხმებას; ე) მერის დავალებით მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; ვ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ზ) მოქალაქეთა წერილებისა და საჩივრების განხილვას; თ) მუნიციპალიტეტის მიერ დასაფუძნებელი/დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება, მათში შესატანი ცვლილებების მომზადება; ი) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასა და სადამფუძნებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ინსპექტირების განხორციელება; კ) მერიის სტრუქტურული ერთეულების საკადრო პოტენციალის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების ოპტომიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ლ) წინადადებების მომზადებას მერიის სტრუქტურული ერთეულის მართვის სისტემური ოპტიმიზაციისა და საშტატო ნუსხების თაობაზე; მ) მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობის მომზადების, სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმებისა და ანგარიშების ფორმების დადგენის შესახებ შესაბამისი კომპეტენტური წინადადებებისა და პროექტების მომზადებას; უფლებამოსილების ფარგლებში კონტროლს მათ შესრულებაზე; ნ) მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ო) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისებისა და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; პ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შედგენას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს; ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულისა და შესაბამისობის შემოწმებას; რ) ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოება (eHRMS); ს) მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; ტ) არამუდმივ და დამხმარე ამოცანათა შესრულების მიზნით აყვანილ მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; უ) მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; ფ) მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ქ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების შესახებ წინადადებების მომზადებას; მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას; ღ) მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს; საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულების გამო შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხის შესწავლას; მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლის სხვა საკითხებზე; ყ) მერიის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, რეორგანიზაციის პროცესის ორგანიზებას; შ) კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა რაოდენობისა და გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას, მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას,კონტროლს მოსამსახურეთა მიერ სწავლების ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტიანობის შემოწმებას; ჩ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; ძ) სტაჟირების და პრაქტიკის გავლის საკითების გადაწყვეტას; სასწავლო დაწესებულებების შერჩევისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ სათანადო წინადადებების უზრუნველყოფას; 3. საზოგადოებასა და მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას და მოქალაქეთა თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და ამ მიზნებისთვის მერის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის დასახლებებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით; ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობას სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით; გ) ორგანიზებას უწევს მერიის თანამდებობის პირების შეხვედრებს მოსახლეობასთან; დ) უზრუნველყოფს დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებას საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით დადგენილი წესით, სამსახურისთვის დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში; ე) მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან და მერიასთან; ვ) აწარმოებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრებისა და საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტის დადასტურების მიზნით ინფორმაციის მოკვლევას და შესაბამისი დოკუმენტის (აქტი) შედგენას; ზ) იხილავს და მერს წარუდგენს მოსაზრებას მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შეწყვეტის, შეჩერების და აღდგენის საკითხებტან დაკავშირებით; ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე მონიტორინგს რომლის განხორციელებაც ევალება უფლებამოსილ პირს; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: თ.ა) მერის სამუშაო თათბირების ორგანიზებას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას; თ.ბ) მერიის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას; თ.გ) მერიის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამულ უზრუნველყოფას; მერიის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზებას; თ.დ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას; თ.ე) მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრეს-რელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას; ი) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით მერიის საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებასა და კონტროლს; კ)მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი მასალებისმომზადებას, ადმინისტრირებასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას; ლ) მერიის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების მომზადებას; მ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაციას; ნ) პიარის დაგეგმვას და მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვას; მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაშუქებით დაინტერესებული ნებისმიერი ჟურნალისტისათვის ინფორმაციის მიწოდებას; ო) მერიის თანამდებობის პირებისაგან ინფორმაციის ან კომენტარის მოპოვებაში ჟურნალისტებისათვის ოპერატიული დახმარების გაწევას; პ) მერის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და გამოქვეყნებას; ჟ) მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას; 4. სამსახურის საქმისწარმოების, მოქალაქეთა მომსახურებისა და ანალიტიკური განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერიაში ერთიან საქმისწარმოებას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს წინადადებებს საქმისწარმოების პროცესში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით; ბ) მერიაში შექმნილი და მერიისა და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის მიღება/დამუშავებას ავტომატიზებული პროგრამების მეშვეობით და შემსრულებლებისთვის გადაცემას, კორესპონდენციის მოძრაობას და კორესპონდენციის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას; გ) მერიის მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესების გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; დ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ზ) საქმისწარმოებაში ბეჭდების და ბლანკების სათანადო გამოყენებას; თ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით, „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა მიღებას, საინფორმაციო მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართებას ქვემდებარე სტრუქტურაში ან უფლებამოსილ პირთან; ი) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; კ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ლ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; მ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; ნ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; ო) მუნიციპალიტეტის კომპიუტერული ქსელების და სისტემების გამართულად მუშაობას; პ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნას; ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მხარდაჭერას მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის, ქსელური მოწყობილობების და სერვისების საკითხებში; რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, ადმინისტრაციული ერთეულებიდან მიღებული მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზს და მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნას; ს) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საინფორმაციო სისტემის ზოგად პარამეტრების, სისტემით სარგებლობის ზოგადი წესების და სისტემის გამოყენების პერიოდულობის განსაზღვრას; ტ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. 5. შიდა აუდიტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების დადგენასა და შეფასებას; ბ) მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას; გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავებას და საანგარიშო წლის დაწყებამდე მერისთვის დასამტკიცებლად წარდგენას; დ) დამტკიცებული წლიური და სტრატეგიული გეგმის წარდგენას საქართველოს ფინანსთასამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრში; ე) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებას; ვ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სიტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას; ზ) მერიის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგს, შეფასებას შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრას; თ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენას; ი) მუნიციპალიტეტის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას; კ) ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა; ლ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მასალების მერთან წარდგენას შემდგომი რეაგირებისათვის; მ) სამსახურის მიერ შემუშავებული და შიდა აუდიტორული ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების დროულ და შესაბამის შესრულებაზე მონიტორინგსა და კონტროლს; ნ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. ო) მერის დავალებით მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტს; პ) მიმდინარე შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა/ანალიზის პროცესში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებიდან საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაციის შეუზღუდავად მოთხოვნას, ნებისმიერი თანამშრომელის გასაუბრებაზე გამოძახებასა და შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღებას. ჟ) შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. რ) იმ საქმიანობების განხორციელებას, რომლებიც გამომდინარეობს მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. 6. განყოფილებები, გარდა შიდა აუდიტის განყოფილებისა, მათზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 7. შიდა აუდიტის განყოფილება თავის საქმიანობაში ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე; მერი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში; დაუშვებელია განყოფილების საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 5. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, ისმენს მათ ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე; ზ) კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას; თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს; ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარვეზების დადგენის შესახებ შესაბამის წერილებს; კ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ლ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, მერის მოადგილე(ებ)ს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; მ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ნ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ო) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სამუშაო ჯგუფებში და კომისიებში; პ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის ცალკეულ დავალებებს; რ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრულება და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე. 4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება. 5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების შემთხვევაში სამსახურის უფროსის ფუნქციებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე. 7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 6. განყოფილების უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურის მეორად სტრუქტურულ ერთეულს, განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან/და გათავისუფლების შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეციალისტი. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე, გარდა შიდა აუდიტის განყოფილების უფროსისა, ეს უკანასკნელი თავის საქმიანობას ახორციელებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მერის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 3. შიდა აუდიტის განყოფილების საჯარო მოსამსახურეს, რომელიც ახორციელებს შიდა აუდიტორულ შემოწმებებს, უფლება არ აქვს, დაწესებულებაში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა: ა) განყოფილების საჯარო მოსამსახურე შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში; ბ) განყოფილების საჯარო მოსამსახურის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ, ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მუხლი 8. სამსახურის დაფინანსება და ქონება 1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით. 2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მუხლი 9. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. მუხლი 10. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. იმ საკითხის დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები. 4. თუ ამ დებულების ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები