„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 524
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016627
524
27/08/2026
ვებგვერდი, 03/09/2026
010250020.35.157.016627
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №524

2026 წლის 27 აგვისტო

ქ. თეთრიწყარო

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის №492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის №492 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 14.07.2026, სარეგ. კოდი: 010250020.35.157.016595) დამტკიცებულ დანართში  „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულებაში:

1.  მე-3  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის განყოფილებებია:

ა) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება;

გ) საქმისწარმოების, მოქალაქეთა მომსახურებისა და ანალიტიკური განყოფილება;

დ) შიდა აუდიტის განყოფილება.“.

2. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილევალერიან სუხიტაშვილი