„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 15/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.148.016873
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
29/06/2026
ვებგვერდი, 02/07/2026
010260010.35.148.016873
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/07/2026 - 07/07/2026)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2026 წლის 29 ივნისი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017, 010260010.35.148.016397) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახური შედგება ორი განყოფილებისგან:

ა) განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული განყოფილება;

ბ) სპორტის განყოფილება.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. სამსახურის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული განყოფილების  ფუნქციები

1. სამსახურის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას;

ბ) განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას;

გ) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობას;

დ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების ფუნქციონირებაში ხელშეწყობას;

ე) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 და მე-10 მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს  2026 წლის 15 აგვისტოს.

საკრებულოს თავმჯდომარემარლენ ნადირაძე