დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.148.016882 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 ივნისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/07/2026, 010260010.35.148.016873) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახური შედგება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდული განყოფილებისგან.“. ბ) დადგენილებას დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ა1) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს სპორტის სფეროს განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას; ბ) უზრუნველყოფს სპორტის სფეროს განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების განხორციელებას, მონიტორინგს და შეფასებას; გ) უზრუნველყოფს მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების ფუნქციონირების ხელშეწყობას; დ) უზრუნველყოფს სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას და რეალიზებას; ე) უზრუნველყოფს წინადადებების შემუშავებას გორის მუნიციპალიტეტის სპორტული პოტენციალის გაზრდის მიზნით; ვ) უზრუნველყოფს მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას; ზ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, წარმართავს და ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; თ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.“. გ) დადგენილების 1-ლი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები ამოღებულ იქნეს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები