„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 24 ივნისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 24 ივნისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 518
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.026068
518
03/11/2026
ვებგვერდი, 03/11/2026
340170000.10.003.026068
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 24 ივნისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №518

2026 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 24 ივნისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 24 ივნისის №285 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2026, 340170000.10.003.025834) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-6 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბენეფიციარის მიერ პროექტით გათვალისწინებული ნებისმიერი შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ხელშეკრულების/ თანადაფინანსების შეთანხმების გაფორმების შემდეგ (გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან ან/და იმპორტის გზით, ხოლო მომსახურების (გარდა გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტისა) ან/და შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის კომპონენტის ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ქვეკომპონენტის, ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეიძენენ საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით ქვეკომპონენტის ფარგლებში ყურძნის, ხოლო არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის ქვეკომპონენტის ფარგლებში ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, დასაშვებია შესყიდვა განხორციელდეს ფიზიკური პირისგანაც.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ კომპონენტის ფარგლებში, ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეიძენენ საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით და არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის განსაზღვრული ქვეკომპონენტებით სარგებლობის შემთხვევაში, დასაშვებია პროექტით გათვალისწინებული შესყიდვის განხორციელება თანადაფინანსების შეთანხმების გაფორმებამდე, თუ პოტენციური ბენეფიციარი/ბენეფიციარი, შესაბამისი ქვეკომპონენტის მიხედვით, რეგისტრირებულია პროგრამის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით და/ან 38¹ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. პოტენციური ბენეფიციარის/ბენეფიციარის მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ კომპონენტით (გარდა ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის ქვეკომპონენტისა) სარგებლობის შემთხვევაში, თუ სესხით დაფინანსებულ მიზნობრიობაზე ბენეფიციარის მიერ მიღებულია სახელმწიფო სუბსიდია, სააგენტოს მიერ სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების გაანგარიშებისას სესხის ძირითადი თანხა მცირდება მიღებული სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობით და საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება ხორციელდება სესხის ძირითადი თანხის დარჩენილ ნაწილზე.“.

2. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის ქვეკომპონენტს.“.

3. 38-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:

„მუხლი 381. არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის ქვეკომპონენტი

1. არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა ბენეფიციარებზე ვაშლის შეძენისა და მისი გადამუშავების მიზნობრიობით. ამასთანავე, ვაშლის  გადამუშავებისთვის განკუთვნილი სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 0.09 ლარს, ყოველ შეძენილ ერთ კილოგრამ ვაშლზე გადაანგარიშებით. სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იქნებიან შესაბამისი წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში.

2. საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე კრედიტის გაცემა დასაშვებია ყოველი წლის 1 სექტემბრიდან ამავე წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

3. ბენეფიციარზე გასაცემი სესხის თანხა განისაზღვრება არანაკლებ 500 000 ლარიდან არაუმეტეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ჩათვლით, ხოლო სესხის ვადა არაუმეტეს 9 თვე.

4. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შესაძენად და გადასამუშავებლად აღებული სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული სესხის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს არასტანდარტული ვაშლის შეძენას და/ან გადამუშავებას.

5. ბენეფიციარი ვალდებულია, სესხის (გარდა რეფინანსირებული სესხებისა) გაცემიდან 9 (ცხრა) თვის ვადაში სესხის ხარჯვის მიზნობრიობის დასადასტურებლად საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს  აუდიტორული დასკვნა. თუ აღნიშნულ ვადაში ბენეფიციარმა არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტოს მხრიდან შეწყდება თანადაფინანსების შეთანხმება.

6. აუდიტორული დასკვნით წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე.

7. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლებელია იყოს ფიქსირებული ან მცურავი (ცვლადი):

ა) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები: 

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

500 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით 

არაუმეტეს 14%-ისა

1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით 

არაუმეტეს 13%-ისა;

 

ბ) მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები: 

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

500 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით 

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ 

დადგენილი რეფინანსირების 

განაკვეთს დამატებული 6%-ისა

1 500 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით 

არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ 

დადგენილი რეფინანსირების 

განაკვეთს დამატებული 5%-ისა.

 

8. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, ბენეფიციარის მიერ სესხის გადახდის პარალელურად. ამასთან, სესხის თანადაფინანსება გაიცემა მას შემდეგ, რაც ბენეფიციართან გაფორმდება შედარების აქტი და განისაზღვრება სესხის გადახდის საბოლოო გრაფიკი.

9. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საშეღავათო პერიოდს, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, განსაზღვრავს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტი.

10. სესხის ის პირობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლით, დარეგულირდება პროგრამის 35-ე მუხლით განსაზღვრული პირობებით.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები გავრცელდეს ამავე დადგენილების ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე