დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 196 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.018032 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 28-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირი, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესი (შემდგომში – გამარტივებული აღრიცხვის წესი) აწარმოებს შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნს (შემდგომში – აღრიცხვის წიგნი) №II-02 დანართის მიხედვით, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით პირველადი საღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე აისახება საანგარიშო (საგადასახადო) პერიოდის ყველა სამეურნეო ოპერაცია, აღნიშნული წიგნი შესაძლებელია იყოს როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმის.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირს, საგადასახადო წლის მიხედვით, როგორც წესი, უნდა ჰქონდეს ერთი აღრიცხვის წიგნი. ამასთან, გადამხდელს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით (რამდენიმე სტაციონარული ობიექტების არსებობა და მათი რეგიონების მიხედვით განთესვა და სხვა), შესაძლებელია ჰქონდეს ერთზე მეტი აღრიცხვის წიგნი.“; დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პირი, რომელიც აღარ არის ვალდებული ან/და აღარ აქვს უფლება გამოიყენოს გამარტივებული აღრიცხვის წესი, ვალდებულია შეწყვიტოს აღრიცხვის წიგნის წარმოება.“; ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. აღრიცხვის წიგნი იხსნება ერთ კალენდარულ წელზე, იგი უნდა იყოს ზონარგაყრილი და დანომრილი (გარდა ელექტრონული ფორმისა). ზონარგაყრილი და დანომრილი წიგნის ბოლო გვერდზე აღინიშნება მასში არსებული ფურცლების რაოდენობა, რაც დამოწმებული უნდა იქნეს გადამხდელის ხელმოწერით და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში).“; ზ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს; თ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. წიგნში შეცდომების შესწორება უნდა იყოს დასაბუთებული შესწორების თარიღის მითითებით, ქაღალდზე ნაბეჭდის შემთხვევაში, ასევე დამტკიცებული გადამხდელის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“; ი) მე-13 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მე-4 სვეტში – საქონლის (მომსახურების) რეალიზაციიდან, აგრეთვე არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სარგებელი. თუ გადამხდელის საქმიანობა დაკავშირებულია მომხმარებელთა დიდ რიცხოვნობასთან, მას უფლება აქვს წიგნის მე-4 სვეტში მონაცემები ყოველდღიური ჯამური შემოსავლების შესახებ, ასახოს სამუშაო დღის ბოლოს საკონტროლო სალარო აპარატის ყოველდღიური მაჩვენებლის მიხედვით;“; კ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. წიგნის შენახვის ვადაა არანაკლებ 3 წელი.“. 2. დანართი №II-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. დანართი №II-03 ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები