საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ვაკანტურ თანამდებობებზე საკონკურსო წესით დასანიშნი პირებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 26/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 05/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.009.852
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
22
26/01/2007
სსმ, 10, 26/01/2007
010.340.000.22.027.009.852
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ვაკანტურ თანამდებობებზე საკონკურსო წესით დასანიშნი პირებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/01/2007 - 04/06/2015)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.009.852

საქართველოს იუსტიციის

 მინისტრის ბრძანება №22

2007 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ვაკანტურ თანამდებობებზე საკონკურსო წესით დასანიშნი პირებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების“ მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში კონკურსი ჩატარდეს გასაუბრების ფორმით.

2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).

3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

დანართი 1

I. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული) და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

II. ცალკეულ თანამდებობებზე დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის და მოადგილის თანამდებობაზე კანდიდატს მოეთხოვება:

· პირადი შემადგენლობის მართვის პრინციპების ცოდნა;

· კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

· საქართველოს კონსტიტუცია;

· საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

· საქართველოს შრომის კოდექსი;

· საგადასახადო კოდექსი;

· ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

· საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

· საქართველოს კანონი ,,პატიმრობის შესახებ“;

· ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი;

· ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონი;

· საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“;

· საქართველოს კანონი ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“;

· საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“;

· საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება;

· საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 ივნისის №645 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება“;

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს, ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსებისა და მრჩევლების თანამდებობაზე კანდიდატს მოეთხოვება:

· სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;

· კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

· საქართველოს კონსტიტუცია;

· საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

· საქართველოს შრომის კოდექსი;

· საგადასახადო კოდექსი;

· ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

· საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

· საქართველოს კანონი ,,პატიმრობის შესახებ”;

· ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი;

· ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონი;

· საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“;

· საქართველოს კანონი ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“;

· საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №706 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ“;

· საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება;

· საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 ივნისის №645 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება“.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საფინანსო-სარევიზიო სამმართველოს უფროსისა და მრჩევლების თანამდებობაზე კანდიდატს მოეთხოვება:

· სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;

· კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

· საქართველოს კონსტიტუცია;

· საგადასახადო კოდექსი;

· საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

· საქართველოს კანონი ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“;

· საქართველოს კანონი ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“;

· საქართველოს კანონი ,,ნოტარიატის შესახებ”;

· ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;

· საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება;

· საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 ივნისის №645 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება“.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალისტის თანამდებობაზე კანდიდატს მოეთხოვება: