დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქ. თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მდედრობითი სქესის არასრულწლოვან პატიმართა განყოფილების შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 10/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.070.000.22.027.009.798 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/01/2007 - 21/09/2020)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.009.798
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №6
2007 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მდედრობითი სქესის არასრულწლოვან პატიმართა განყოფილების შექმნის შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, მდედრობითი სქესის არასრულწლოვან პატიმართა განცალკევების მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ქ. თბილისის ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიქმნას მდედრობითი სქესის არასრულწლოვან პატიმართა განყოფილება.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (ბ. ახალაია) დაევალოს უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მდედრობითი სქესის არასრულწლოვან პატიმართა განთავსება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
3. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას.
4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (გ. მიქანაძე).
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები