„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1771
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 22/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.684
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1771
20/12/2006
სსმ, 172, 22/12/2006
200.250.000.22.033.009.684
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/12/2006 - 23/04/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.009.684

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 1771

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველ­ზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს საბაჟო ტერიტო­რიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ” ინსტრუქცია.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

ინსტრუქცია

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთა საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით ნებადარ­თუ­ლია საბაჟო ორგანოების სამუშაო დროს და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზ­ღვრულ ადგილებში.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს, დაიშვება ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა კანონმდებლობით განუსაზღვრელ ადგილებში

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა და საბაჟო პროცედურების განხორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზ­ღვრელ ადგილებში (განსაკუთრებულ შემთხვევებში სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების, ავარიების, დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგების სალიკვიდა­ციო, აგრეთვე სამაშველო სამუშაოების შესასრუ­ლებ­ლად ტექნიკის შემოტანის, პირუტყვის ჯოგის შემოყვანისა და სხვა ადგილები) დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით და საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ტერიტო­რიულ საბაჟო ორგანოში და ასევე, სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში.

2. ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს ენიჭება უფლება­მოსილება განიხილოს და გადაწყვიტოს გან­ცხადე­ბაში დასმული საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

3. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:

ა) ტერიტორიული საბაჟო ორგანოს დასახელებას;

ბ) განმცხადებლის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი) ვინაობას (დასახელებას) და მისამართს;

გ) მოთხოვნას (საქონლის შემოტანის უფლება, შემოტანის ადგილის, ავტოსატრანსპორტო საშუალე­ბების, ტექნიკის, საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით);

დ) განცხადების წარდგენის თარიღს და განმცხა­დებლის ხელმოწერას;

ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

4. განმცხადებელს უფლება აქვს ტერიტორიულ საბაჟო ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ყველა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განცხადებაში დასმული საკითხის გადაწყვეტას და შესაბამისი ადმინისტრციული აქტის გამოცემას.

5. ტერიტორიული საბაჟო ორგანო განცხადების მიღების დღესვე ახდენს მის რეგისტრაციას კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

6. განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან ტერიტორიული საბაჟო იწყებს განცხადებაში დასმული საკითხის განხილვას.

7. თუ ტერიტორიული საბაჟოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფი­ლება შესაძლებელია, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვრავს საბაჟოს პასუხისმგებელ პირებს, რომლებ­საც დაევალებათ საზღვრის გადმოკვეთის ადგილიდან მიზანშეწონილ საბაჟო ორგანომდე საქონლის გადაზიდ­ვის ზედამხედველობა და გაცილება.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ შემთხვე­ვებში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი საბაჟო პრო­ცედურებს დროის უმოკლეს პერიოდში ახორციე­ლებს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო გამტარი პუნ­ქტის (ასეთის არსებობის) წარმომადგენლებთან კოორ­დინა­ციით და კომპეტენციის ფარგლებში მათი მონაწილეობით.

9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვა­ნელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვ­ნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პო­ლიციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბა­ჟო დეპარტამენტს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.

10. საბაჟო ორგანოების ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის გარეშე ყველა სხვა ადგილებში საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზ­ღვრის გადაკვეთა განიხილება როგორც საბაჟო წესების დარღვევა და ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის შემომტანი პირის წერი­ლო­­ბითი განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯე­ბით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით.

2. საბაჟო ორგანოს მიერ პირის განცხადების გან­ხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული წესით.