დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 404 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 30/04/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.010.276 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.276
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №404
2007 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1771 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1771 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს საქონლის შემოტანის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2337) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ტერიტორიული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელობა თავისი გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და უგზავნის მათ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დადგენილი წესით დამოწმებულ ასლებს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები