ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ

ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 410010020.10.003.025643
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
94
27/02/2026
ვებგვერდი, 02/03/2026
410010020.10.003.025643
ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/03/2026 - 17/08/2026)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №94

2026 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ

მუხლი 1
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში, გამოცხადდეს ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი, პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის, აგრეთვე სხვა ჯიშის ძაღლის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა გავრცელდეს:

ა) მომეტებული რისკის მქონე ისეთ ძაღლებზე, როგორიცაა: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი; ფილა ბრაზილეირო; სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; კანე კორსო და სტაფორდშირ ბულ ტერიერი;

ბ) სხვა ჯიშის ძაღლებზე, კერძოდ: ჰასკი; მალამუტი და ლაიკა.

მუხლი 3
მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მორატორიუმზე კონტროლს განახორციელებენ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე