დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №94 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 395 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410010020.10.003.025944 |
|
„ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №94 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №94 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/03/2026, 410010020.10.003.025643) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა გავრცელდეს: ა) პოტენციურად მომეტებული რისკის მქონე ისეთ ძაღლებზე, როგორიცაა: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი (American Pit Bull Terrier); ფილა ბრაზილეირო (Fila Brasileiro); ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი (American Staffordshire Terrier); არგენტინული დოგი (Dogo Argentino); ტოსა ინუ (Tosa Inu); კანე კორსო (Cane Corso) და სტაფორდშირ ბულ ტერიერი (Staffordshire Bull Terrier); ბ) სხვა ჯიშის ძაღლებზე, კერძოდ: ციმბირული ჰასკი (Siberian Husky) და ალასკური მალამუტი (Alaskan Malamute).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები