დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2027 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410010020.10.003.025641 |
|
| მუხლი 1 |
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესი (პროგრამა)“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესით (პროგრამით)“ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის“ (პროგრამული კოდი: 31 02) პროგრამის „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 31 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში. |
| მუხლი 3 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. |
|
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესი (პროგრამა)
|
მუხლი 1. პროგრამის ამოცანები და მიზნები
1. „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესი (პროგრამა)“ (შემდგომში – პროგრამა) წარმოადგენს 2027-2028 წლების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ძაღლების მიკვლევადობას და ცოფის პრევენციას, ძაღლების პოპულაციის მართვის ღონისძიებების განხორციელებით. 2. პროგრამა მოიცავს ჰუმანური მეთოდებით ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვაში პროგრამით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის ღონისძიებებს (დანართი №1 – 2027 წლის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები; დანართი №2 – 2028 წლის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები) და ითვალისწინებს: ა) უპატრონო/მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ანტირაბიულ ვაქცინაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, საჭიროების შემთხვევაში, ლეიშმანიოზზე და ჭირზე ტესტირებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ ღონისძიებებს; ბ) პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას და ძუ ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას და სტერილიზაციას. 3. პროგრამის მიზანია: ა) ცხოველებში ჰიპერპოპულაციის მართვა, დაავადების გადაცემის პრევენცია, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდების პოპულარიზაცია. მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი 1. პროგრამას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და მუნიციპალიტეტები, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინირებით. 2. ქ. თბილისში უპატრონო/მიკედლებული ძაღლების პოპულაციის მართვას, სააგენტოსთან კოორდინაციით, ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, მის მიერ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. 3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უპატრონო/მიკედლებული ძაღლების პოპულაციის მართვას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, ახორციელებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები, მათ მიერ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. 4. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს ამ პროგრამით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მხარდაჭერას. 5. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მუხლი 3. 2027 წლის პროგრამის პირობები 1. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, სააგენტოს მიერ განხორციელდება: ა) კარდაკარ პრინციპით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებული ანტირაბიული ვაქცინაციის პარალელურად, სავარაუდოდ 102 092 პატრონიანი ძაღლის იდენტიფიკაცია (მიკროჩიპის გამოყენებით) და მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია; ბ) პატრონიანი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდების პოპულარიზაციის მიზნით, სავარაუდოდ 13 619 ძუ ძაღლის სტერილიზაცია (მომსახურების შესყიდვით) და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. 2. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ანტირაბიული ვაქცინაციის, კასტრაციის/სტერილიზაციისა და საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების (ლეიშმანიოზი, ჭირი) ჩატარების მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელდება სავარაუდოდ 37 500 უპატრონო/მიკედლებული ძაღლის დაჭერა და შემდეგ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანა: ა) მცხეთა-მთიანეთის მხარიდან – ქ. თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში; ბ) კახეთის მხარიდან – გურჯაანის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში; გ) ქვემო ქართლის მხარიდან – გურჯაანის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან ქვემო ქართლის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში; დ) შიდა ქართლის მხარიდან – გორის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში; ე) სამცხე-ჯავახეთის მხარიდან – გორის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან სამცხე-ჯავახეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში; ვ) იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარიდან – ქ. ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში; ზ) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიდან – ქ. ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში; თ) გურიის მხარიდან – ქ. ბათუმის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების შემდგომ, სააგენტოს მიერ განხორციელდება ძაღლების გარემოში დაბრუნება. აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია. 4. სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტების შერჩევით, სააგენტოს მიერ განხორციელდება თავშესაფრების მშენებლობა/მოწყობა. 5. ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, გურჯაანის, გორის მუნიციპალიტეტებისთვის და სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის შესაბამისი მუნიციპალიტეტებისთვის დანართ №1-ის შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელდება: ა) საჭირო ვაქცინების, საყურე ნიშნებისა და სხვა აუცილებელი მატერიალური ფასეულობის შესყიდვა და გადაცემა; ბ) თავშესაფრის სპეციალისტების შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად და შესყიდვების განსახორციელებლად თანხების გადარიცხვა. 6. ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, გურჯაანის, გორის და სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის შესაბამისი ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრების მიერ განხორციელდება: ა) სააგენტოს მიერ მიყვანილი ძაღლების კასტრაცია/სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ანტირაბიული ვაქცინაცია, საჭიროების შემთხვევაში, ჭირზე და ლეიშმანიოზზე გამოკვლევა, პოსტოპერაციული დაყოვნების შემდგომ, ძაღლების სააგენტოსთვის გადაცემა, მათ გარემოში დაბრუნების მიზნით და შესრულებული სამუშაოების შესახებ მონაცემების აღრიცხვა (მათ შორის, მონაცემთა ერთიან ბაზაში); ბ) დამატებით შესაბამისი რაოდენობის სპეციალისტების (ვეტერინარი, ვეტერინარი ტექნიკოსი, კინოლოგი, სანიტარი) აყვანა. 7. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდების პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტოს მიერ, განხორციელდება საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია: ა) პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება; ბ) ძაღლების სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, კასტრაციის/სტერილიზაციის და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობის თაობაზე მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება; გ) ქუჩაში მიტოვებული ძაღლებისგან გამოწვეულ საფრთხეებზე და პასუხისმგებლობის ზომებზე ინფორმაციის მიწოდება. 8. სააგენტოს მიერ საინფორმაციო კამპანიის განხორციელების მხარდაჭერას, უფლებამოსილების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და მუნიციპალიტეტები. 9. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს უცხოელი ან/და ადგილობრივი ექსპერტების/სპეციალისტების პროგრამაში ჩართვას. მუხლი 4. 2028 წლის პროგრამის პირობები 1. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, სააგენტოს მიერ განხორციელდება: ა) კარდაკარ პრინციპით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პარალელურად, სავარაუდოდ 40 837 პატრონიანი ძაღლის იდენტიფიკაცია (მიკროჩიპის გამოყენებით) და მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია; ბ) პატრონიანი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდების პოპულარიზაციის მიზნით, სავარაუდოდ 13 619 ძუ ძაღლის სტერილიზაცია (მომსახურების შესყიდვით) და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. 2. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ანტირაბიული ვაქცინაციის, კასტრაციის/სტერილიზაციისა და საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების (ლეიშმანიოზი, ჭირი) ჩატარების მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელდება სავარაუდოდ 38 401 უპატრონო/ მიკედლებული ძაღლის დაჭერა და შემდეგ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანა: ა) მცხეთა-მთიანეთის მხარიდან – ქ. თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში; ბ) კახეთის მხარიდან – გურჯაანის მუნიციპალურ თავშესაფარში; გ) შიდა ქართლის მხარიდან – გორის მუნიციპალურ თავშესაფარში; დ) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარიდან – ქ. ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში; ე) გურიის მხარიდან – ქ. ბათუმის მუნიციპალურ თავშესაფარში; ვ) ქვემო ქართლის მხარიდან – ქვემო ქართლის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში; ზ) სამცხე-ჯავახეთის მხარიდან – სამცხე-ჯავახეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში; თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიდან – სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების შემდგომ სააგენტოს მიერ განხორციელდება ძაღლების გარემოში დაბრუნება. აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია. 4. შესაბამისი მუნიციპალიტეტებისთვის დანართი №2-ის შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელდება: ა) საჭირო ვაქცინების, საყურე ნიშნებისა და სხვა აუცილებელი მატერიალური ფასეულობის შესყიდვა და გადაცემა; ბ) თავშესაფრის სპეციალისტების შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად და შესყიდვების განსახორციელებლად თანხების გადარიცხვა. 5. ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრების მიერ განხორციელდება: ა) სააგენტოს მიერ მიყვანილი ძაღლების კასტრაცია/სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ანტირაბიული ვაქცინაცია, საჭიროების შემთხვევაში ჭირზე და ლეიშმანიოზზე გამოკვლევა, პოსტოპერაციული დაყოვნების შემდგომ, ძაღლების სააგენტოსთვის გადაცემა, მათ გარემოში დაბრუნების მიზნით და შესრულებული სამუშაოების შესახებ მონაცემების აღრიცხვა (მათ შორის, მონაცემთა ერთიან ბაზაში); ბ) დამატებით შესაბამისი რაოდენობის სპეციალისტების (ვეტერინარი, ვეტერინარი ტექნიკოსი, კინოლოგი, სანიტარი) აყვანა. 6. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდების პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტოს მიერ, განხორციელდება საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია: ა) პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება; ბ) ძაღლების სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, კასტრაციის/სტერილიზაციის და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობის თაობაზე მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება; გ) ქუჩაში მიტოვებული ძაღლებისგან გამოწვეულ საფრთხეებზე და პასუხისმგებლობის ზომებზე ინფორმაციის მიწოდება. 7. სააგენტოს მიერ საინფორმაციო კამპანიის განხორციელების მხარდაჭერას, უფლებამოსილების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და მუნიციპალიტეტები. 8. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს უცხოელი ან/და ადგილობრივი ექსპერტების/სპეციალისტების პროგრამაში ჩართვას. მუხლი 5. მონიტორინგი 1. სააგენტოს მოთხოვნით, პროგრამაში ჩართული მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებას საანგარიშო წლის მიხედვით. 2. საანგარიშო წელს დარჩენილი გაუხარჯავი ფულადი თანხები მუნიციპალიტეტების მიერ ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას. მუხლი 6. განხორციელების ვადები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება 2027 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
დანართი №1 2027 წლის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები
მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული თანხები
დანართი №2 2028 წლის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები
მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული თანხები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები