დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 242 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410010020.10.003.025791 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №92 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/03/2026, 410010020.10.003.025641) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის)“:
1. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ანტირაბიული ვაქცინაცია, კასტრაცია/სტერილიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, ტესტირება (ლეიშმანიოზი, ჭირი) ჩაუტარდება, სავარაუდოდ, 37 500 უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს, საიდანაც: ა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ანტირაბიული ვაქცინაციის, კასტრაციის/სტერილიზაციის და, საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების (ლეიშმანიოზი, ჭირი) ჩატარების მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელდება არაიდენტიფიცირებული უპატრონო/მიკედლებული ძაღლის დაჭერა და შემდეგ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანა: ა.ა) მცხეთა-მთიანეთის მხარიდან – ქ. თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში; ა.ბ) კახეთის მხარიდან – გურჯაანის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში; ა.გ) ქვემო ქართლის მხარიდან – გურჯაანის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან ქვემო ქართლის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში; ა.დ) შიდა ქართლის მხარიდან – გორის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში; ა.ე) სამცხე-ჯავახეთის მხარიდან – გორის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან სამცხე-ჯავახეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში; ა.ვ) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარიდან – ქ. ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში; ა.ზ) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიდან – ქ. ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში; ა.თ) გურიის მხარიდან – ქ. ბათუმის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში; ბ) საყურე ნიშნით იდენტიფიცირებადი უპატრონო/მიკედლებული ძაღლების ანტირაბიული ვაქცინაცია სააგენტოს მიერ განხორციელდება დაჭერის ადგილზე, თავშესაფარში გადაყვანის გარეშე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების შემდგომ, სააგენტოს მიერ განხორციელდება ძაღლების იმავე ლოკაციაზე დაბრუნება, სადაც მოხდა თავდაპირველად მათი დაჭერა.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ანტირაბიული ვაქცინაცია, კასტრაცია/სტერილიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, ტესტირება (ლეიშმანიოზი, ჭირი) ჩაუტარდება, სავარაუდოდ, 38 401 უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს, საიდანაც: ა) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ანტირაბიული ვაქცინაციის, კასტრაციის/სტერილიზაციის და, საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების (ლეიშმანიოზი, ჭირი) ჩატარების მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელდება არაიდენტიფიცირებული უპატრონო/მიკედლებული ძაღლის დაჭერა და შემდეგ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანა: ა.ა) მცხეთა-მთიანეთის მხარიდან – ქ. თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში; ა.ბ) კახეთის მხარიდან – გურჯაანის მუნიციპალურ თავშესაფარში; ა.გ) შიდა ქართლის მხარიდან – გორის მუნიციპალურ თავშესაფარში; ა.დ) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარიდან – ქ. ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში; ა.ე) გურიის მხარიდან – ქ. ბათუმის მუნიციპალურ თავშესაფარში; ა.ვ) ქვემო ქართლის მხარიდან – ქვემო ქართლის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში; ა.ზ) სამცხე-ჯავახეთის მხარიდან – სამცხე-ჯავახეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში; ა.თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიდან – სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში; ბ) საყურე ნიშნით იდენტიფიცირებადი უპატრონო/მიკედლებული ძაღლების ანტირაბიული ვაქცინაცია სააგენტოს მიერ განხორციელდება დაჭერის ადგილზე, თავშესაფარში გადაყვანის გარეშე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების შემდგომ, სააგენტოს მიერ განხორციელდება ძაღლების იმავე ლოკაციაზე დაბრუნება, სადაც მოხდა თავდაპირველად მათი დაჭერა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები