„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1719-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.103116
1719-Vმს-XIმპ
10/06/2026
ვებგვერდი, 11/06/2026
430050000.05.001.103116
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.02.2026, სარეგისტრაციო კოდი: 430050000.05.001.103003) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და ამ სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებული ან/და ამავე სამინისტროსთან შეთანხმებული, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმების წესი და ვადები განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, მე-7 პუნქტის „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 პუნქტებისა და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 15 ივნისიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

10 ივნისი 2026 წ.

N1719-Vმს-XIმპ