დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სიგარა/სიგარეტის და სიგარილას წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2140 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 03/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2026 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016796 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
(ძალადაკარგულია - 29.12.2025, №28828)
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №2140
2011 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
სიგარა/სიგარეტის და სიგარილას წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ
„ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 აპრილის №845 განკარგულების მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. სიგარა/სიგარეტის და წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს 1%-ის ოდენობით.
2. სიგარილას წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური მარკების დაზიანების საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს 2%-ის ოდენობით.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ჯამბულ ებანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები