თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების დანაკარგის ნორმები

თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების დანაკარგის ნორმები
დოკუმენტის ნომერი 28828
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016797
28828
29/12/2025
ვებგვერდი, 06/02/2026
000000000.00.00.016797
თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების დანაკარგის ნორმები
შემოსავლების სამსახური

სსიპ  – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №28828

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების დანაკარგის ნორმები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აგრეთვე, დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი  კომისიის   2025 წლის   5 ნოემბრის  გადაწყვეტილების გათვალისწინებით (ოქმი №1), ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  „თამბაქოსა  და   თამბაქოს  ნაწარმისთვის  განკუთვნილი  აქციზური  მარკების დანაკარგის ნორმები“ ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიგარა/სიგარეტის და სიგარილას წარმოებისას/იმპორტისას გამოყენებული აქციზური   მარკების   დაზიანების   საწარმოო   დანაკარგის   დამტკიცების   შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 3 მაისის №2140 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

სამსახურის უფროსი                 ირაკლი ბერაია