დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული იმ პირების სწავლის დაფინანსების, რომლებმაც ის მოიპოვეს/რომლებიც მას მოიპოვებენ 2026 წლამდე, წესისა და პირობების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.025552 |
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1198-IVმს-XIმპ, 10/12/2025) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
1. 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული იმ პირების სწავლის დაფინანსება, რომლებმაც ის მოიპოვეს/რომლებიც მას მოიპოვებენ 2026 წლამდე, სახელმწიფოს მიერ გაგრძელდეს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით იმავე ოდენობითა და პირობებით, რომლითაც/რომლებითაც ეს დაფინანსება აღნიშნულ პირებს მოპოვებული ჰქონდათ 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების სწავლის დაფინანსება უზრუნველყოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე გამოცემული 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესითა და პირობებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით სახელმწიფოს მიერ სწავლის დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე გამოცემული 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 17 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები