ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 340
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.033.017968
340
29/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
140130000.22.033.017968
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №340 –  №128

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის 62 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
1. შეიქმნას ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა (შემდგომ  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომ  საბაჟო დეპარტამენტი) წარმომადგენლები.

2. შეიქმნას ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით, ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, სახმელეთო და სარკინიგზო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის განკუთვნილ საბაჟო საწყობებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

3. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მიერ.

4.  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საბაჟო დეპარტამენტი წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების წევრების ვინაობას, დაკავებულ თანამდებობას და საკონტაქტო ინფორმაციას.

მუხლი 2
დამტკიცდეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №938/350 ერთობლივი ბრძანება.

 

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე