,,საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“

  • Word
,,საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 30/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 460.080.000.10.003.001.056
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
112
29/04/2008
სსმ, 65, 30/04/2008
460.080.000.10.003.001.056
,,საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/04/2008 - 29/12/2008)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №112

2008 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ

1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის თანდართული სახელმწიფო პროგრამა.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ე. შარაშიძე) და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (ნ. ვაჩეიშვილი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – სპორტისა და ახალგაზრდობის სახელმწიფო დეპარტამენტთან (დ. ნამგალაური) ერთად უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამ დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის დროულად და შეუფერხებლად შესრულების მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში გადასაცემი ქონების სტატუსის დადგენა და მათი სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს რაგბის კავშირისათვის სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის შესასრულებლად უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებების ასახვის მიზნით.

5. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა უზრუნველყოს შესაბამისი თანხის განაწილება ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.

6. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უზრუნველყონ საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში გადასაცემი ქონების სტატუსის დადგენა, რეგიონებში სპეციალიზებული სარაგბო სექციების მოწყობა და მათი ფინანსური მხარდაჭერა.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ვ. გურგენიძე

საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია:

1. საქართველოს საკლუბო რაგბის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და კლუბების ფინანსური მდგრადობა.

2. საერთაშორისო სარაგბო ბაზის მშენებლობა.

3. რეგიონებში სარაგბო კერების შექმნა.

4. მაღალი დონის სარაგბო ჩემპიონატების უზრუნველყოფა.

5. სარაგბო პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება.

6. ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების ფინანსური უზრუნველყოფა.

7. 2011 წელს მსოფლიო თასის მოსაპოვებლად ეროვნული ნაკრების წარმატებული გამოსვლა.

8. საქართველოს დაწინაურება სუბელიტარული სარაგბო ქვეყნების რანგში.

9. 2009 წლიდან ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა (Challenge Cup).  

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანები და განხორციელების მექანიზმი

პროგრამის ამოცანაა:

1. სათამაშო/სავარჯიშო ბაზის შექმნა საქართველოს შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, თელავი, გორი, რუსთავი, ზუგდიდი.

2. საერთაშორისო სარაგბო ბაზის მოწყობა ჩოხატაურში, რომელიც ითვალისწინებს 3 სტანდარტული მოედნის მოწყობას, სასტუმროს მშენებლობას, სპორტული დარბაზისა და საცურაო აუზის მოწყობას.

3. უმაღლესი ლიგის სარაგბო კლუბებისათვის ქ. თბილისში სამართლიანი განაწილების პრინციპით 12 მიწის ნაკვეთის გადაცემა სტანდარტული სათამაშო/სავარჯიშო მოედნების (შესაბამისი ინფრასტრუქტურით) მოსაწყობად, რომელთა გასხვისების უფლებაც ექნებათ კლუბებს სურვილის შემთხვევაში სანაცვლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის პირობით (პროგრამის ფარგლებში გადასაცემი მიწის ნაკვეთების სავარაუდო ნუსხა ქ. თბილისში მოცემულია №4 ცხრილში). კლუბებმა უზრუნველყონ მათ კუთვნილ მოედნებზე სარაგბო ჩემპიონატის თამაშების გამართვა, მათ შორის, პირველი ლიგის თამაშებისაც.

4. სპეციალიზებული სარაგბო სექციის მოწყობა შემდეგი დასახლებული პუნქტების ფარგლებში: ყაზბეგი, დუშეთი, ხაშური, ზესტაფონი, საჩხერე, ლენტეხი, ამბროლაური, თამარაშენი, პატარძეული, სენაკი.

5. მწვრთნელთა, მსაჯთა, მენეჯერთა და სარაგბო პროცესში მონაწილე სხვა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პროფესიული გადამზადების ცენტრის მოწყობა (ქ. თბილისში ან მის მახლობლად).

6. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო იშუამდგომლებს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან რაგბის კავშირისათვის ქონების (მათ შორის, მიწის ნაკვეთების) გამონახვისა და შემდგომში გადაცემისათვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით.

7. პროექტის ფარგლებში რაგბის კავშირს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ქონება (მათ შორის, მიწის ნაკვეთები) გადაეცემა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პირობით.

    მუხლი 3. რაგბის კავშირისა და უმაღლესი ლიგის გუნდების დაფინანსება

1. 2008-2011 წლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს რაგბის კავშირის დაფინანსებას სახელმწიფო პროგ-რამის შეუფერხებელი შესრულებისათვის და გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას 11 828 689 ლარის ოდენობით №1 ცხრილის შესაბამისად.

2. 2008-2012 წლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს უმაღლესი ლიგის გუნდებისა და პირველ ლიგაში გამარჯვებულის დაფინანსებას 6 000 000 ლარის ოდენობით №2 ცხრილში მოცემული გრაფიკის მიხედვით.

                                                                                                                                      ცხრილი №2

 

2008 წ. ივნისი – საბაზო დაფინანსება – 320 000 ლარი;

2009 წ. იანვარი – საბაზო დაფინანსება და საპრიზო თანხა – 1 500 000 ლარი;

2010 წ. იანვარი – საბაზო დაფინანსება და საპრიზო თანხა – 1 500 000 ლარი;

2011 წ. იანვარი – საბაზო დაფინანსება და საპრიზო თანხა – 1 500 000 ლარი;

2012 წ. იანვარი – საპრიზო თანხა – 1 180 000 ლარი.

უმაღლესი ლიგის ყველა გუნდი (8) 4 წლის განმავლობაში მიიღებს საბაზო დაფინანსებას 40 000 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს ყოველწლიურად 320 000 ლარს, ხოლო საპრიზო ფონდი   1 180 000 ლარის ოდენობით გადანაწილდება №3 ცხრილის მიხედვით.

ცხრილი №3

საპრიზო ფონდის განაწილება ჩემპიონატის შედეგების მიხედვით (ლარობით)

უმაღლესი ლიგა

 

I ადგილი

350 000

II ადგილი

250 000

III ადგილი

190 000

IV ადგილი

130 000

V ადგილი

100 000

VI ადგილი

75 000

VII ადგილი

45 000

VIII ადგილი

20 000

პირველი ლიგის I ადგილი

20 000

 

 

                სულ:

1 180 000

 

3. რაგბის კავშირი ნებაყოფლობითობის საფუძველზე უზრუნველყოფს I ლიგის გუნდების საბაზო დაფინანსებას.

ცხრილი №4

საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადასაცემი მიწის ნაკვეთების სავარაუდო ნუსხა ქ. თბილისში:

 

– ნუცუბიძის IV მ/რ-ში ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორია;

– მეტრო სამგორისმიმდებარე ტერიტორია, ე.წ. მერვე ლეგიონის დასახლება, შავი ზღვის  ქ. №37 (უშიშროების ყოფილი ავტოფარეხი);

– თბილისის ზღვის მისასვლელი გზის მიმდებარე ტერიტორია (გლდანი-ნაძალადევის რაიონი);

– ვაზისუბნის დასახლება, მშენებარე მეტროს ტერიტორია;

– ნუცუბიძის ქ. №77, ე.წ. ჯიქებისსტადიონი;

– ვარკეთილის მეურნეობის მოედანი;

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია;

– დიდი დიღომი, ფარნავაზისა და პეტრიწის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორია;

– სს თბილისის საერთაშორისო აეროპორტისბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთი.

 


      ცხრილი 1

 

საქართველოს რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა (2008-2011 წწ.)

 

დასახელება

ღირებულება წლების მიხედვით

სულ (ლარი)

სულ

(დოლარი)

2008

2009

2010

2011

 

 

1

შიდა რაგბი

 

უმაღლესი ლიგა

150000

165000

175000

200000

690000

465273

 

პირველი ლიგა

66000

80000

100000

120000

366000

246797

 

ა“ ლიგა

50000

50000

50000

50000

200000

134862

 

„ბ“ ლიგა

45000

45000

45000

45000

180000

121376

 

საქართველოს თასი

32500

40000

40000

40000

152500

102832

 

შვიდკაცას ჩემპიონატი

25000

25000

25000

25000

100000

67431

 

კლუბების დახმარება

466667

233333

 

 

700000

472016

 

მწვრთნელთა და მსაჯთა მომზადება

41540

41540

41540

41540

166160

112043

 

მსაჯების ხელფასები

50700

50700

100000

100000

301400

203237

 

მწვრთნელების ხელფასები

216000

288000

340200

430200

1274400

859339

 

სარაგბო აკადემია

50000

50000

50000

50000

200000

134862

 

ლიცენზირება/დაზღვევა

120000

120000

124200

150000

514200

346730

 

ჯამი

 

 

 

 

4844660

3266797

2

სანაკრებო რაგბი

2.1.

სატურნირო ხარჯები, შეკრებები, ეკიპირება და სხვ.

 

ეროვნული ნაკრები

525000

605000

605000

950000

2685000

1810519

 

20-წლამდელთა ნაკრები

120000

120000

120000

120000

480000

323668

 

19-წლამდელთა ნაკრები

120000

 

 

 

120000

80917

 

18-წლამდელთა ნაკრები

120000

120000

120000

120000

480000

323668

 

17-წლამდელთა ნაკრები

50000

50000

50000

50000

200000

134862

2.2.

მწვრთნელთა და მენეჯმენტის ხელფასები, უცხოელი მწვრთნელებისა და სპეციალისტების მოწვევა

 

ეროვნული ნაკრები (ქართველი მწვრთნელები)

51792

51792

51792

51792

207168

139695

 

ეროვნული ნაკრები (უცხოელი მწვრთნელები)

 

 

 

 

 

 

 

მთავარი მწვრთნელი

402804

402804

402804

402804

1611216

1086457

 

ფიტნეს-მწვრთნელი

226560

226560

226560

226560

906240

611086

 

20-წლამდელთა ნაკრები

23550

23550

23550

23550

94200

63520

 

19-წლამდელთა ნაკრები

11805

 

 

 

11805

7960

 

18-წლამდელთა ნაკრები

23550

23550

23550

23550

94200

63520

 

17-წლამდელთა ნაკრები

23550

23550

23550

23550

94200

63520

 

ჯამი                                                                                                                                                                                                        

6984029

4709392

 

სამთავრობო დაფინანსება – შეჯამება

წელი

2008

2009

2010

2011

სულ

თანხა ლარებში

3012018

2835379

2737746

3243546

11828689

თანხა აშშ

დოლარებში

 

2031030

 

1911921

 

1846086

 

2187152

 

7976189

 

კლუბების დახმარების გრძელვადიანი პროგრამა (საპრიზო ფონდი)

2008-2011

წელი

2008

2009

2010

2011

სულ

თანხა ლარებში

1500000

1500000

1500000

1500000

6000000

თანხა აშშ

დოლარებში

 

1011463

 

1011463

 

1011463

 

1011463

 

4045853

 

შენიშვნა: თანხა დოლარებით გამოთვლილია 2008 წლის 22 მარტის კურსით (1 აშშ დოლარი = 1.483 ლარს)

– თავდაპირველი გათვლა გაკეთდა 2007 წლის ოქტომბერში (დოლარის კურსი: 1.66), რამაც გამოიწვია სხვაობა 859889 დოლარის

ოდენობით