დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 264 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 187, 31/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460.080.000.10.003.001.208 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №264
2008 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №112 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი, №65, მუხლი 723) შეტანილ იქნეს ცვლილება და ,,საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 აპრილის №112 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ №1 ცხრილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
ცხრილი №1
საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2008-2011 წწ.
|
| დასახელება | თანხა (ლარობით) წლების მიხედვით | სულ | |||
| 2008 | 2009 | 2010 | 2011 | |||
| 1 | საქართველოში რაგბის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება (ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ქალთა და ბავშვთა რაგბი, საქართველოს ჩემპიონატები, სარაგბო აკადემია, ეროვნულ და ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების მხარდაჭერა, შეკრებებისა და შეჯიბრებების ხარჯები, დაზღვევა/ლიცენზირება, მსაჯთა და მწვრთნელთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, სპორტული ინვენტარის შეძენა, ხელფასების და მივლინების ანაზღაურება და სხვ.) | 2190000 | 2835379 | 3037710 | 3565600 | 11628689 |
| 2 | ეროვნული ნაკრების წევრების პრემირება | 200000 |
|
|
| 200000 |
|
|
|
|
|
|
| 11828689 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები