დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 837 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 133, 29/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.009.379 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/09/2006 - 24/01/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.379
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №837
2006 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის #37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №112, მუხლი 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების დანართი 3-დან ამოღებულ იქნეს დუშეთის რაიონის სოფ. პირმისაანთკარის საჯარო სკოლა;
ბ) ბრძანების დანართი 4-დან ამოღებულ იქნეს რუსთავის სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა საჯარო სკოლა;
გ) ბრძანების დანართი 4-დან ამოღებულ იქნეს თბილისის №205 საჯარო სკოლა;
დ) ბრძანების დანართი 5-დან ამოღებულ იქნეს თელავის №10 საჯარო სკოლა;
ე) ბრძანების დანართი 5-დან ამოღებულ იქნეს მესტიის №3 საჯარო სკოლა;
ვ) ბრძანების დანართი 5-დან ამოღებულ იქნეს ზუგდიდის №19 საჯარო სკოლა;
ზ) ბრძანების დანართი 5-დან ამოღებულ იქნეს ლაგოდეხის №4 საჯარო სკოლა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები