„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 837
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 133, 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.379
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
837
22/09/2006
სსმ, 133, 29/09/2006
040.030.000.22.022.009.379
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/09/2006 - 24/01/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.379

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №837

2006 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის #37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №112, მუხლი 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების დანართი 3-დან ამოღებულ იქნეს დუშეთის რაიონის სოფ. პირმისაანთკარის საჯარო სკოლა;

ბ) ბრძანების დანართი 4-დან ამოღებულ იქნეს რუსთავის სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა საჯარო სკოლა;

გ) ბრძანების დანართი 4-დან ამოღებულ იქნეს თბილისის №205 საჯარო სკოლა;

დ) ბრძანების დანართი 5-დან ამოღებულ იქნეს თელავის №10 საჯარო სკოლა;

ე) ბრძანების დანართი 5-დან ამოღებულ იქნეს მესტიის №3 საჯარო სკოლა;

ვ) ბრძანების დანართი 5-დან ამოღებულ იქნეს ზუგდიდის №19 საჯარო სკოლა;

ზ) ბრძანების დანართი 5-დან ამოღებულ იქნეს ლაგოდეხის №4 საჯარო სკოლა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია