დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.159.016617 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის, ასევე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილების მე-2 მუხლის და ამავე დადგენილებით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის
გ ე გ მ ა |
თავი I. მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება |
1.1. შესავალი
წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი სამსახურების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების განსაზღვრასა და მართვას. შესაბამისად, მასში დეტალურადაა განსაზღვრული სხვადასხვა ორგანოების ინსტიტუციური ვალდებულებები, მათი რესურსები და ყველა ჩართული მხარის ოპერატიული მოქმედებები მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვის მიზნთ. 1.2. გეგმის მიზანი გეგმის მიზანია: - საგანგებო სიტუაციებისაგან მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოს თანამშრომელთა დაცვისა და უსაფთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება; - ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის, მათზე მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება; - საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელი ღონისძიებების, მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა; - ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა; - ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა. 1.3. სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების შესაბამისად. საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება დანართ №1-ში წარმოდგენილ ნორმატიულ აქტებს. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 1.4. საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი; მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. აღნიშნულ პირებთან ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი. 1.5. მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები მარნეულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, ამავე რეგიონში მას ესაზღვრება ჩრდილო-აღმოსავლეთით ქ.რუსთავი და გარდაბანის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები, სამხრეთით- სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები, რომელიც საზღვრებიდან 30-30 კმ-ით არის დაშორებული. მარნეულის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულს, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილში და მიეკუთვნება ქვემო ქართლის რეგიონს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მარნეული. ფართობი 935.2 კმ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ფართობია – 58 507 ჰა; სახნავ-სათესი – 25 466 ჰა; არასასოფლო-სამეურნეო – 33 932 ჰა; ტყის ფართობი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 14 583 ჰა; მოსახლეობის საერთო რაოდენობა – 107 800 ადამიანი ; ქალაქის მოსახლეობა – 22 244 ადამიანი; სოფლების მოსახლეობა – 85 556 ადამიანი. დასახლებული პუნქტი: ქალაქი – 1, ადმინისტრაციული ერთეული – 17, დასახლებული 77. მდინარეები: მტკვარი, ალგეთი, ხრამი, დებედა და შულავრის წყალი. მანძილი დედაქალაქამდე 29კმ; რეგიონულ ცენტრამდე (რუსთავი) 48 კმ,. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი მარნეული, მუნიციპალიტეტში 18 ადმინისტრაციული ერთეულია: 1. ადმინისტრაციული ერთეული მარნეული ქალაქი მარნეული. 2. ადმინისტრაციული ერთეული სადახლო სოფელი ბურმა, სოფელი თაზაკენდი, სოფელი მოლაოღლი, სოფელი სადახლო, სოფელი ხულდარა. 3. ადმინისტრაციული ერთეული ალგეთი სოფელი აზიზკენდი, სოფელი ალგეთი, სოფელი გაჯისაკენდი, სოფელი თაზაკენდი, სოფელი საბირკენდი. 4. ადმინისტრაციული ერთეული კაპანახჩი სოფელი I ქესალო, სოფელი II ქესალო, სოფელი ალგეთის მევენახეობა, სოფელი ამბაროვკა, სოფელი ილმაზლო, სოფელი კაპანახჩი, სოფელი ქეშალო. 5. ადმინისტრაციული ერთეული დამია-გეურარხი სოფელი ახლოლალო, სოფელი დამია, სოფელი დამია-გეურარხი, სოფელი კიროვკა. 6. ადმინისტრაციული ერთეული ქუთლიარი სოფელი ბაიდარი, სოფელი დიდი მუღანლო, სოფელი ლეჟბადინი, სოფელი ქუთლიარი, სოფელი ხუტორ-ლეჯბადინი. 7. ადმინისტრაციული ერთეული წერეთელი სოფელი დიდი ბეგლიარი, სოფელი ნორგიული, სოფელი პატარა ბეგლიარი, სოფელი საიმერლო, სოფელი წერეთელი. 8. ადმინისტრაციული ერთეული შულავერი სოფელი არაფლო, სოფელი ახლომახმუდლო, სოფელი ენიკენდი, სოფელი ზემო სარალი, სოფელი იმირი, სოფელი იმირჭალა, სოფელი სეიდგოჯალო, სოფელი ქვემო სარალი, სოფელი შულავერი. 9. ადმინისტრაციული ერთეული შაუმიანი სოფელი ახკულა, სოფელი ყუდრო, სოფელი შაუმიანი, სოფელი ხიხანი. 10. ადმინისტრაციული ერთეული თამარისი სოფელი ალავარი, სოფელი დიოკნისი, სოფელი თამარისი. 11. ადმინისტრაციული ერთეული კასუმლო სოფელი აღმამედლო, სოფელი ბაითალო, სოფელი ბეითარაბჩი, სოფელი კასუმლო, სოფელი კუშჩუ, სოფელი ულაშლო. 12. ადმინისტრაციული ერთეული ყულარი სოფელი დაშტაფა, სოფელი ზემო ყულარი, სოფელი კირიხლო, სოფელი მარადისი, სოფელი მეწამულა, სოფელი ქვემო ყულარი, სოფელი წითელსოფელი. 13. ადმინისტრაციული ერთეული ყიზილაჯლო სოფელი ყიზილაჯლო. 14. ადმინისტრაციული ერთეული კაჩაგანი სოფელი თაქალო, სოფელი კაჩაგანი, სოფელი კირაჩ მუღანლო, სოფელი ხანჯიგაზლო. 15. ადმინისტრაციული ერთეული ხოჯორნი სოფელი ბრდაზორი, სოფელი გიულბახი, სოფელი ცოფი, სოფელი ხოჯორნი. 16. ადმინისტრაციული ერთეული ახკერპი სოფელი ახკერპი, სოფელი ვერხვიანი, სოფელი ჩანახჩი. 17. ადმინისტრაციული ერთეული ოფრეთი სოფელი ოფრეთი, სოფელი ხოხმელი. 18. ადმინისტრაციული ერთეული წერაქვი სოფელი სიონი, სოფელი წერაქვი, სოფელი ჯანხოში. 1.6. მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი არქიტექტურულ-კონსტრუქციული აღწერა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩა №73-ში, საკ.კოდი: 83.02.23.203, ფართობი 4 050 კვ.მ. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის (მერია/საკრებულო) ძირითადი შენობის მარცხენა ფლიგელი 4-სართულიანი, ხოლო მარჯვენა 3-სართულიანი, შენობის ძირითადი ნაწილი აშენებულია 1969-71 წლებში, ხოლო მეოთხე სართულის ოთახები დაემატა 2016 წელს, შენობაში არის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი არ არის. ხოლო საქვაბე (რომელიც მარაგდება ბუნებრივი აირით ცენტრალური გათბობა) მდებარეობს მიმდებარედ. ასევე, მუნიციპალური შენობის სახურავზე განთავსებულია წყლის ავზები. შენობას გააჩნია ერთი ძირითადი და ორი დამხმარე გასასვლელი კარები, არ არის ლიფტი, კიბის უჯრედი მდებარეობს ცენტრალურ შემოსასვლელში, ხოლო მარჯვენა ფლიგელის ბოლოს არის დამხმარე კიბე. მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არის წყლის ავზი დაახლოებით 10 ტონა, ნაგებობა გადახურულია თუნუქის ფურცლებით, სართულშუა გადახურვა და ტიხრები არის კაპიტალური. საშუალო ხარისხის ცეცხლგამძლეობის. შენობაში შეყვანილია წყალი, ელ-ენერგია, ინტერნეტი და გაზი. მერის შენობაში 324 თანამშრომელია (მერია, საკრებულო, შემოსავლების სამსახურის მარნეულის სერვისცენტრი, დაცვის პოლიცია). მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ენერგომომარაგების და საკომუნიკაციო საშუალებების რუკები მოცემულია გეგმის დანართ №16-ში. 1.7. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანო და ფუნქციები საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი (შემდგომში – შტაბი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას ადგილობრივ დონეზე. შტაბი იკრიბება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ. შტაბის შეკრების მიზანია: მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა, დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები, მათი ეფექტურად გატარების გზები და კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას. შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით. თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ჩარევას, შტაბის შემდგომი მოქმედებები ტარდება ზემდგომი ოპერატიული შტაბის მითითებების საფუძველზე. შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთობლივად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირი (იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი). შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბი ოპერატიულ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგესთან. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით. შტაბის ძირითადი ამოცანებია: ა) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი; ბ) მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების ორგანიზება; გ) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება; დ) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა, შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება; ე) ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მინიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით; ვ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება; ზ) განიხილოს საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული ფინანსური რეზერვების მობილიზება; თ) მოსახლეობის ევაკუაციის, ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება; ი) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში; კ) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება. შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.
შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები: ცხრილი 1
1.8. საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემა ა) შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა. შტაბის წევრების შეტყობინების სისტემა წარმოადგენს სატელეფონო კომუნიკაციის სისტემას, ხმის გამაძლიერებელი (მეგაფონი) – თანამშრომლებისათვის. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემა. შტაბის წევრების შეტყობინება ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით დანართში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით, ხოლო მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის სისტემის საკოორდინაციო კომუნიკაცია ხორციელდება დანართში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით. მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება რეგიონალური ტელემაუწყებლობისა და პრესსამსახურის საშუალებებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით. მოსახლეობის გაფრთხილება ხდება პოლიციის მიერ ხმის გამაძლიერებლი მოწყობილობით. 1.9. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა წარმოდგენილია დანართებში 7 და 8. 1.10. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოები და მათი ამოცანები წარმოდგენილია დანართ 9-ში. 1.11. ევაკუაცია. მოსახლეობის დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება უკეთდება მათ ევაკუაციას (იხ. ევაკუაციის რუკები დანართი 10); მუნიციპალიტეტის შენობიდან ევაკუაციის სქემა წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია მერიის შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დანართი 11). 1.12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა. არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით); გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.
II თავი. მუნიციპალიტეტის რისკების შეფასება 2.1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხეების ანალიზი 2.1.1 საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 2015-2018 წწ. ,,საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის“ საფუძველზე. 2.1.2. მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა: ა) საფრთხეები მუნიციპალიტეტის მასშტაბით; სტიქიური პროცესების გააქტიურების კუთხით აღსანიშნავია ძლიერი ქარი, ქარიშხალი, სეტყვა, დიდთოვლობა, მიწისძვრა, ქვათაცვენა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი, მეწყრული პროცესები, ტყის და მინდვრის ხანძრები, ეპიდემია, ეპიზოოტია და სხვა. მუნიციპალიტეტში შეიძლება შეიქმნას ისეთი დაავადების კერები, როგორიცაა: გრიპი და რესპირაციული დაავადებები, მწვავე ნაწლავური ინფექციები (A ჰეპატიტი, დიზენტერია, სალმონელოზი და სხვა), საკვების მყარი ინტოქსიკაციით გამოწვეული მოწამვლები (ბოტულიზმი, ეშერიხიოზი და სხვა), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სოკოთი და სხვა შხამიანი ნივთიერებებით მოწამვლის კერები. სტრესული სიტუაციებისაგან გამომდინარე ფსიქოზები და ნევროზები, ხოლო პირუტყვის დაავადებების მხრივ არ გამოირიცხება ისეთი დავადებების გაჩენა, როგორიცაა: ბრუცელოზი, ჯილეხი, ცოფი, თურქული, ტუბერკულოზი, ფრინველისა და ღორის გრიპი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (ადგილის) სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამახასიათებელია ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის შემდეგი საფრთხეები: ძლიერი ქარი, ღვარცოფული მოვლენები, მეწყრული პროცესები. 2.2. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება 2.2.1. რისკის შეფასების დრო: 03.09.2025 2025 წლის 3 სექტემბერს, რისკის შეფასების მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფორმატში რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები. სამუშაო შეხვედრაზე იდენტიფიცირებულ იქნა საფრთხეები და შესაბამისად განსაზღვრულ იქნა რისკები. 2.2.2. რისკის შეფასების მეთოდელოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიულ ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. რისკის შემცირების ჯგუფის მიერ 5-5-ქულიანი სისტემებით შეფასებული იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იქნა ამ მოვლენების მოხდენის ალბათობები და ზეგავლენა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისათვის დადგინდა რისკის ქულები ხარისხობრივი შეფასების გზით. იხილეთ, შესაბამისად, ცხრილები 2 და 3. მოძიებულ იქნა პირველადი ინფორმაცია (სტიქიური მოვლენების ქრონოლოგია, შედეგების დეტალები და გამომწვევი მიზეზები) და მოხდა საგანგებო სიტუაციის საფრთხეთა იდენტიფიცირება. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა საგანგებო ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხეების დეტალურად შესწავლის მიზნით საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი შეფასების ჩატარება. 2.2.3. რისკის შეფასების შედეგები და აღწერა ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:
ცხრილი 2
ბ) ადმინისტრაციული შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შეფაბამისად: ცხრილი 3
III თავი. რისკების აღწერილობა/სცენარი ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართებში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები. დანართი №7.1 – წყალდიდობა, წყალმოვარდნა დანართი №7.2 – ძლიერი ქარი, ქარიშხალი დანართი №7.3 – მინდვრისა და ტყის ხანძრები. ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია შესაძლო საფრთხეებით გამოწვეული რისკების განვითარების სცენარები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისთვის და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები. დანართი - ხანძარი მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ შენობაში.
IV თავი. გეგმის დანართები 4. გეგმის დანართები წარმოდგენილია ცხრილი 4-ის სახით: ცხრილი 4
|
დანართი №2
|
სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი
|
1. საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;
2. საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“; 3. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; 4. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“; 5. საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“; 6. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილება „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“; 7. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №453 დადგენილება „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“; 8. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილება „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“; 9. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის №309 დადგენილება „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“; 10. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №4 დადგენილება „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“; 11. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №195 დადგენილება „ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმის დამტკიცების თაობაზე“; 12. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის №119 დადგენილება „სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; 13. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის №51 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების“ დამტკიცების თაობაზე“; 14. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“; 15. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №154 დადგენილება „უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“; 16. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილება „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; 17. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილება „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“; 18. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 სექტემბრის №590 დადგენილება „ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“; 19. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის №48 დადგენილება „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“. 20. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №260 დადგენილება – საავტომობილო გვირაბებში საგანგებო შემთხვევების პრევენციისა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. |
დანართი №3
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
საგანგებო შტაბის წევრების ფუნქცია-მოვალეობები
|
1. შტაბის უფროსი
საგანგებო შტაბის უფროსი პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციის მართვის და სამოქალაქო უსაფრთხოების ორგანიზებაზე რეაგირების ძალების მუდმივ მზადყოფნასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე მშვიდობიან და ომის შემთხვევაში. საერთო მოვალეობები:
საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას: საერთო მოვალეობებთან ერთად უზრუნველყოფს რეაგირების ღონისძიებათა კოორდინირებას და მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებებს. რეაგირების ღონისძიებათა კოორდინირების სფეროში ძირითადი ფუნქცია/ამოცანებია:
რეაგირების ღონისძიებების კოორდინირების ფარგლებში პასუხისმგებელია:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს და აკონტროლებს საგანგებო სიტუაციის ზონაში ავტოტრანსპორტის შესვლას, გარდა სპეციალური მანქანებისა, შემოფარგვლავს და იცავს პერიმეტრს, აწარმოებს ბრძოლას მარადიორობის წინააღმდეგ. ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური – დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სამედიცინო პუნქტებში გადაყვანის ორგანიზება. ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური – საგანგებო სიტუაციების ზონებში ენერგომომარაგების კომუნიკაციებზე საავარიო-აღდგენითი ჯგუფების მუშაობის ორგანიზება; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმული ძალების შესაბამისი ტრანსპორტით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცხოველების ევაკუაციისთვის ტრანსპორტის მობილიზება; მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური – საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოების, რეაგირების ძალების ფორმირებების, ჯგუფებისა და სხვა მონაწილე უწყებების კავშირით უზრუნველყოფის ორგანიზება. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს: ფინანსური უზრუნველყოფის ორგანიზებას. მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების სფეროში ძირითადი ფუნქცია-ამოცანებია:
მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფის სფეროში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინაციით და დახმარებით: - ორგანიზებას უწევენ მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრა-დაზუსტებას მოწყვლადი ჯგუფების შესაბამისად მათი ოპერატიულად ევაკუაციის მიზნით; - მუდმივ კავშირშია საევაკუაციო შემკრებ და გამანაწილებელ პუნქტებთან (არსებობის შემთხვევაში შუალედურ საევაკუაციო პუნქტებთან); - აზუსტებს ევაკუირებულთა განთავსების მიზნით უსაფრთხო ზონას, მოძრაობის მარშრუტს, ჩასხდომისა და გადმოსხდომის ადგილებს; - ორგანიზებას უკეთებს აღრიცხვიანობას ავტოტრანსპორტზე, რომელიც გამოყენებულია ევაკუირებულთა გადასაყვანად; - ორგანიზებას უწევენ ევაკუირებულთა მომარაგებას პირველადი მოხმარების ნივთებით; - განთავსების ადგილებში ჩასვლის შემდეგ ორგანიზებას უწევენ ევაკუირებულთა დროულ დაბინავებას და მათ ყოველმხრივ უზრუნველყოფას. - ევაკუაციის გამოცხადების შემთხვევაში ვალდებულია:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს „ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით აღჭურვილი ავტომანქანის გამოყენებით მოსახლეობის ინფორმირებას, ევაკუაციის მარშრუტებზე და განთავსების ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური – უზრუნველყოფს ევაკუირებული ადამიანების ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის დაცვის კოორდინაციას, ასევე სამედიცინო პუნქტების გახსნას და სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფას; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, მარნეულის იუსტიციის სახლი – მოქალაქეებზე, რომელთაც საგანგებო სიტუაციების შედეგად დაკარგეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გასცემს შესაბამის საბუთებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური – შეიმუშავებს და ახორციელებს სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელთა, მოსწავლეთა და სტუდენტთა საევაკუაციო ღონისძიებებს და უზრუნველყოფს დროებითი მოძრავი ბაღებისა და სკოლების ფუნქციონირებას; ზედამხედველობის სამსახური და საფინანსო საბიუჯეტო სამსახური – უზრუნველყოფს ევაკუირებულთა კვების და მობილური კვების პუნქტების ორგანიზებას; ადმინისტრაციული სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს კავშირგაბმულობის შეუფერხებელ ფუნქციონირებას; ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საევაკუაციო გზების გაწმენდის ორგანიზებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს; ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური და შპს „ავტოპარკი“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით საჭირო საავტომობილო ტრანსპორტის მობილიზებას; ააიპ „სუფთა მარნეული“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – ფინანსური უზრუნველყოფა; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – უზრუნველყოფს მოხალისე ფორმირებების კოორდინაციას. 2. შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში (მერის მოადგილე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში ძირითადი ამოცანებია:
შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დარგში (მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან კოორდინაციითა და დახმარებით შემდეგი ქმედებების განხორციელებას:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინირებას უწევს მატერიალურ-ტექნიკური რეზერვების მარაგების განაწილებას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – ახორციელებს მატერიალური რესურსების ტრანსპორტირების დროს მოძრაობის მარშრუტებზე ტრანსპორტის დაუბრკოლებელი გადაადგილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას; ქონების მართვისა და მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური – მატერიალური რესურსების გადაადგილება და ტრანსპორტით უზრუნველყოფის კოორდინირება; ააიპ „სუფთა მარნეული“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – ჰუმანიტარული უზრუნველყოფა. 3. შტაბის წევრი საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის სფეროში ძირითადი ამოცანებია:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვაზე, რაც გულისხმობს აღნიშნული ღონისძიებების მართვას შს სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილებასთან ერთად. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – დახმარებას უწევენ, რათა მოხდეს იმ ობიექტების, მარშრუტების, ავტოკოლონებისა და ტერიტორიების იდენტიფიცირება, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს პრიორიტეტული და განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება. 4. შტაბის წევრი კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფის დარგში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური ძირითად ამოცანებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებულ კავშირგაბმულობის ოპერატორებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციისას ელექტრონულ კომუნიკაციას, საგანგებო სიტუაციების დროს კავშირგაბმულობისა და შეტყობინებების ხარისხის დონის შეფასებასა და აღდგენისთვის მზადყოფნას, მონიტორინგის წარმოებას და ინფორმაციის მიწოდებას საგანგებო შტაბისათვის. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – დახმარებას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის დაგეგმვის და მართვის სფეროში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს „ხმამაღლა მოლაპარაკე“ საშუალებით მოწყობილი ავტომანქანებით მოსახლეობის ინფორმირებას. შს სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილება – უზრუნველყოფს, წინასწარ განსაზღვრული გეგმით, საგანგებო სიტუაციებში ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და ტელერადიომაუწყებლობის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას. 5. შტაბის წევრი სატრანსპორტო უზრუნველყოფის სფეროში სატრანსპორტო უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინირებას უწევს სატრანსპორტო უზრუნველყოფის სისტემას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში სატრანსპორტო მოძრაობის რეგულირებას და ევაკუაციის მარშრუტებზე უსაფრთხო გადაადგილებას; ააიპ „სუფთა მარნეული“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად რესურსის მოძიებასა და შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სქემების ფორმირების შემუშავებაში მონაწილეობას. 6. შტაბის წევრი სამედიცინო უზრუნველყოფის სფეროში სამედიცინო უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად პასუხისმგებელია და საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზების დოკუმენტირების, ფოტოგრაფირების და აღრიცხვის ორგანიზებაში დახმარებას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს საავადმყოფოებში ტრანსპორტირების მარშრუტებსა და სასწრაფო დახმარების მანქანების დაუბრკოლებლად გადაადგილებას, კარანტინის ტერიტორიის იზოლირებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილება – უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებების დაცვას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, მარნეულის იუსტიციის სახლი – აწარმოებენ საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა რეგისტრაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით; სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მარნეულის სამსახური – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სურსათით, ცხოველის საკვები ნედლეულის და ფურაჟის კონტროლსა და ექსპერტიზას. აწყობს დაზიანების კერებში ფიტო და ვეტერინარულ კარანტინებს, წყვეტს საავადმყოფოების სურსათით უზრუნველყოფის საკითხებს და დახმარების აღმოჩენის დროს წარმოქმნილ სხვა პრობლემებს; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – მონაწილეობს ჰუმანიტარული უზრუნველყოფის ორგანიზებაში. 7. შტაბის წევრი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის დარგში ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანაა საგანგებო სიტუაციებში ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელების კოორდინირება. ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური ააიპ „მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან“ ერთად – ძირითად ამოცანებთან ერთად პასუხისმგებელია და საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავებას. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო –უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ზონებში ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირების რეგულირებასა და უსაფრთხოებას; ქონების მართვისა და მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის საჭირო ტექნიკის მოძიებას; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის ფინანსების მოძიებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზედამხედველობის სამსახური და საფინანსო საბიუჯეტო სამსახური – კვების პროდუქტების, სასმელი წყლისა და პირველადი მოთხოვნილების ნივთების შესყიდვის ორგანიზება; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – მონაწილეობს ჰუმანიტარული უზრუნველყოფის ორგანიზებაში. 8. შტაბის წევრი ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სფეროში ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანაა მუნიციპალიტეტების ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე ორგანიზაციების მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის ღონისძიებების და მოსახლეობის დაცვის მიზნით უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზება. ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა მართვის სფეროში კოორდინაციას უწევენ ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირებას. ახორციელებს საავარიო-აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს ენერგომომარაგების სისტემის ობიექტების დაცვას; ადმინისტრაციული სამსახური – უზრუნველყოფს კავშირს საავარიო-აღდგენითი ძალების ქვედანაყოფებს შორის, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებთან და ადგილობრივ შტაბთან. 9. შტაბის წევრი მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის სფეროში მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანაა მუნიციპალური ორგანოების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და დარგობრივი დაქვემდებარების შესაბამისად, ასევე მოსახლეობისა და ორგანიზაციების მონაწილეობით, მშვიდობიანობის და საომარი მოქმედებების დროს წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციებისას მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების მუდმივად ორგანიზება. ქონების მართვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – ახორციელებს რისკების ანალიზს, შეფასებას და დახმარების აღმოჩენას შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო –სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ტრანსპორტირების მარშრუტებზე უზრუნველყოფს ტრანსპორტის დაუბრკოლებლად გადაადგილებას; შპს „ავტოპარკი“ – კოორდინირებას უწევს ტრანსპორტით უზრუნველყოფას. 10. შტაბის წევრი ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის სფეროში ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური – ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – ახორციელებს რისკების ანალიზს, შეფასებასა და დახმარების აღმოჩენას შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო –უზრუნველყოფს საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის ორგანიზებას; ააიპ – „სუფთა მარნეული“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ტრანსპორტის საწვავისთვის საჭირო ფინანსების მოძიებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. შტაბის წევრი სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის სფეროში სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და საფინანსი საბიუჯეტო სამსახური – საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – მხარდაჭერას უწევს წყლის მობილური რეზერვუარების უზრუნველყოფაში, სურსათისა და წყლის განაწილების ორგანიზებაში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო –უზრუნველყოფს სურსათის ტრანსპორტირების დროს მოძრაობის მარშრუტებზე ტრანსპორტის დაუბრკოლებელ გადაადგილებას; შპს „ავტოპარკი“ – ორგანიზებას უწევს ტრანსპორტით უზრუნველყოფას; სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სამსახური – უზრუნველყოფს სურსათისა და წყლის ხარისხის კონტროლს. 12. შტაბის წევრი კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ღონისძიებების უზრუნველყოფის სფეროში საგანგებო სიტუაციების ზონაში ევაკუაციის უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური –ძირითად ამოცანებთან ერთად უზრუნველყოფს:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეული სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინაციას უწევს საევაკუაციო პროცესში ჩაბმულ ძალებს და საშუალებებს; შპს „ავტოპარკი“ – კოორდინირებას უწევს საევაკუაციო პროცესში ჩაბმული ძალებისა და საშუალებების ტრანსპორტით უზრუნველყოფას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო –ევაკუაციის მარშრუტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა; შს სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილება – მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საევაკუაციოდ მომზადებაში მონაწილეობა და ტრანსპორტირების დაცვის უზრუნველყოფა; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – მოხალისეთა ფორმირებების მობილიზება მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ევაკუაციის უზრუნველყოფის მიზნით. 13. შტაბის წევრი საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის სფეროში საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტორისა და მშენებლობის სამსახური, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური - ძირითად ამოცანებთან ერთად პასუხისმგებელია და საგანგებო სიტუაციის წარმოშობისას უზრუნველყოფს:
ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას დამხმარე ორგანიზაციები და მათი ფუნქციებია: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება – კოორდინაციას უწევს აღდგენით სამუშაოებში ჩაბმულ ძალებსა და საშუალებებს; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო თანხების მოძიებას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო – საგანგებო სიტუაციების ზონებში ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს და კრძალავს ავტოტრანსპორტის შესვლას, გარდა სპეციალური მანქანებისა, შემოფარგლავს და იცავს პერიმეტრს; ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური – უზრუნველყოფს და მონაწილეობს:
ააიპ – „სუფთა მარნეული“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას; სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მარნეულის სამსახური – უზრუნველყოფს და მონაწილეობს:
|
დანართი №5
|
სახანძრო-სამაშველო ძალებისა და აღჭურვილობის ჩამონათვალი
|
|
დანართი №6
|
საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანიზაციები და მათი ამოცანები
|
ამოცანები სრულდება შტაბის წევრებთან კოორდინაციით და მათი მოვალეობების შესრულებაში დახმარების მიზნით
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება შტაბის უფროსთან კოორდინაციით უზრუნველყოფს:
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში შტაბის უფროსის მოადგილესთან ერთად კოორდინირებას უწევს მატერიალურ-ტექნიკური რეზერვების მარაგების განაწილებას; საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში შტაბის წევრს დახმარებას უწევს რათა მოხდეს იმ ობიექტების, მარშრუტების, ავტოკოლონებისა და ტერიტორიების დაცვა, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს პრიორიტეტული და განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება; კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დახმარებას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის დაგეგმვის და მართვის სფეროში კავშირგაბმულობისა და შეტყობინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებაში; სატრანსპორტო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად კოორდინირებას უწევს სატრანსპორტო უზრუნველყოფის სისტემას; სამედიცინო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით კოორდინაციას უწევს სამედიცინო დაწესებულებებს; მონაწილეობას ღებულობს საგანგებო სიტუაციის შედეგად გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზების დოკუმენტირების, ფოტოგრაფირების და აღრიცხვის ორგანიზებაში; ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მოთხოვნათა მომზადებას, საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის მიზნით განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების რეზერვების განთავსების ადგილებს. იღებს და ანაწილებს ჰუმანიტარულ დახმარებას, კოორდინირებას უწევს საერთაშორისო სამაშველო ჯგუფების მიღებას და საგანგებო სიტუაციების ზონაში განაწილებას; ენერგომომარაგების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებათა მართვის სფეროში კოორდინაციას უწევს ენერგომომარაგების უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირებას. ახორციელებს საავარიო-აღდგენითი სამუშაოების მხარდაჭერას. მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად ახორციელებს რისკების ანალიზს, შეფასებას და დახმარების აღმოჩენას შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში; ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დახმარებას უწევს, რათა მოხდეს რისკების ანალიზი, შეფასება და დახმარების აღმოჩენა; სურსათითა და წყლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს მხარდაჭერას უწევს წყლის მობილური რეზერვუარების უზრუნველყოფაში, სურსათისა და წყლის განაწილების ორგანიზებაში; კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის უზრფუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს დახმარებას უწევს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაციის ორგანიზებაში; საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან კოორდინაციით უზრუნველყოფს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველო
შს სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილება უზრუნველყოფს: საგანგებო სიტუაციებში ელექტრონული კომუნიკაციების, საფოსტო კავშირის და ტელერადიომაუწყებლობის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, სამედიცინო, ენერგომომარაგების და სხვა სასიცოცხლოდ/სტრატეგიულად/ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას;
ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების ორგანიზებას ადგილობრივ დონეზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დარგში შტაბის უფროსის მოადგილეს დახმარებას უწევს და მასთან კოორდინაციით უზრუნველყოფს:
ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურთან კოორდინაციით უზრუნველყოფს:
ა(ა)იპ „სუფთა მარნეული“ – უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების დროს დასუფთავების სამუშაოებს და ტექნიკის მობილიზებას.
შპს „ავტოპარკი“ და ა(ა)იპ „სუფთა მარნეული“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონებისა და მატერიალური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურებთან კოორდინაციით და დახმარებით უზრუნველყოფს:
ამასთან, აღნიშნული ფუნქციები წარმოადგენს ძირითად ფუნქციებს, რომელთა დაკორექტირება და ტრანსპორტირების სფეროში სხვადასხვა ამოცანის შესრულება დასაშვებია საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, რასაც განსაზღვრავს შტაბის უფროსი ან/და ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი/შტაბის წევრი
სს ,,ენერგოპრო ჯორჯია“ ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელ პირთან – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამსახურებთან კოორდინაციით და დახმარებით უზრუნველყოფს:
შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურთან კოორდინაციით და დახმარებით უზრუნველყოფს:
შპს „ აილინკი“, შპს „მაგთიკომი", შპს „სილქნეტი“ და შპს „ჯენეტი“, ადმინისტრაციული სამსახურთან კოორდინაციით და დახმარებით უზრუნველყოფს:
მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური შეიმუშავებს და ახორციელებს მოსწავლეთა და სტუდენტთა საევაკუაციო ღონისძიებებს და დროებითი მოძრავი სკოლების ფუნქციონირებას.
შპს „საქართველოს ფოსტის“ მარნეულის ფილიალი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურთან კოორდინაციით და დახმარებით საგანგებო სიტუაციების დროს უზრუნველყოფს შეუფერხებელ საფოსტო კავშირს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური და მარნეულის იუსტიციის სახლი უზრუნველყოფენ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ან სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის (საკუთრების და ა.შ. გაცემას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქალაქეებზე, რომელთაც საგანგებო სიტუაციების შედეგად დაკარგეს აღნიშნული დოკუმენტაცია;
სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური მარნეულის სამსახური
|
დანართი №7
|
რისკი №1
ხანძარი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში სცენარი |
სცენარი №1 რისკის მიხედვით: შენობა მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩა №73-ში. შენობა არის 4-სართულიანი და სართული – სარდაფი. შენობაში ფუნქციონირებს მუნიციპალიტეტის მერია (I-II- III-IV) სართულები), მუნიციპალიტეტის საკრებულო (II-III სართული), შემოსავლების სამსახურის მარნეულის სერვისცენტრი (I სართული), საქართველოს პარლამენტის წევრის ბიურო (I სართული).
მერიის შენობა აშენებულია სამშენებლო ბლოკით, შენობის ნაწილი გადახურულია, რკინა-ბეტონის ფილებით, ნაწილი თუნუქის ტალღოვანი ფურცლებით. შემოსავლელი სივრცე და სართულშორისი კიბეები მოპირკეთებულია კერამოგრანიტით. სართულთაშორისი გადახურვა: ფილა-ბეტონი. კარ-ფანჯარები დამზადებულია მეტალოპლასტმასით და მდფ-ის მასალით. შიდა ოთახების გამყოფი კედლები და ჭერი შეღებილი და შებათქაშებულია, ასევე გამოყენებულია შეკიდული ჭერი. შენობას აქვს სამი გასასვლელი. შენობაში ხანძარი შესაძლოა გავრცელდეს როგორც შენობის კონკრეტულ ნაწილში, ასევე მთლიანად შენობის მასშტაბით. შესაბამისად, შეიძლება მოხდეს გასასვლელებსა და ცალკეულ ოთახებში კვამლის დაგროვება, რაც გამოიწვევს შენობაში მყოფი პირების ინტოქსიკაციას. მოსალოდნელია, ცალკეულმა თანამშრომელმა მიიღოს სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა. მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს მზიდი კონსტრუქციის დაზიანება, რასაც შეიძლება მოჰყვეს შენობის ცალკეული ელემენტის ნგრევა და გასასვლელების (მათ შორის, საევაკუაციო) ჩახერგვა.
საგანგებო სიტუაციის განვითარების სცენარის მიხედვით გასატარებელი ღონისძიებები პ რ ე ვ ე ნ ც ი ა პერიოდულად უნდა შემოწმდეს ელექტროგაყვანილობის ვარგისიანობა, გამოვლინდეს ადვილად დაზიანებადი წერტილები და მიღებულ იქნეს ტექნიკური ზომები მოწყვლადობის აღმოფხვრის მიზნით. გეგმიურად უნდა მიმდინარეობდეს ხანძრის პროფილაქტიკური ღონისძიებები სახანძრო უსაფრთხოების მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და ნორმების შესაბამისად. დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ 1-ში.
გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დეტალური გეგმა №1 რისკის სცენარის მიხედვით ცხრილი 1
მ ზ ა დ ყ ო ფ ნ ა მერიის თანამშრომლები ინფორმირებული უნდა იყვნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხანძრის დროს, გამართულ მდგომარეობაში უნდა ინარჩუნებდნენ ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებს, უნდა იცოდნენ მათი ექსპლუატაციის წესები. ამ მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ორგანიზება უნდა გაეწიოს ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების მუდმივ მონიტორინგს და სპეციალურ ტრენინგებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში. პერიოდულად უნდა განახლდეს ხანძრის ქრობის და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კავშირგაბმულობის და შეტყობინების საშუალებების საიმედო ფუნქციონირება. ყოველწლიურად უნდა მოხდეს საგანგებო გეგმის განვითარება აღნიშნული რისკის ხელახალი შეფასების საფუძველზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათ ინფორმირებას, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით. დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ 2-ში. გასატარებელი მზადყოფნის ღონისძიებების დეტალური გეგმა-სცენარი შიდა საფრთხის №1 რისკის მიხედვით ცხრილი 2
რ ე ა გ ი რ ე ბ ა ხორციელდება შეტყობინება ხანძრის შესახებ „112“-ზე და სახანძრო-სამაშველო დანაყოფების გამოძახება. დაუყოვნებლივ ხდება თანამშრომლების ევაკუაცია შენობიდან მიმდებარე ტერიტორიაზე წინასწარ განსაზღვრულ უსაფრთხო ადგილას (შენობის ფასადის კედლებიდან არაუმცირეს 10-15 მეტრის დაშორებით). ასევე, შეძლებისამებრ ხორციელდება მატერიალური ფასეულობების ევაკუაცია. დაუყონებლივ უნდა გამოირთოს შენობაში შემავალი ელექტროენერგია და გაზმომარაგება. შენობიდან ევაკუაციის გეგმა - წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის გეგმას (იხილეთ დანართი №11). დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ 3-ში.
გასატარებელი რეაგირების ღონისძიებების დეტალური გეგმა-სცენარი შიდა საფრთხის №1 რისკის მიხედვით ცხრილი 3
ა ღ დ გ ე ნ ა საგანგებო შტაბი ორგანიზებას უკეთებს ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასებას და დაზიანებული შენობის აღდგენისათვის პირველი რიგის ღონისძიების შემუშავებას. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგი. საგანგებო შტაბი იღებს შესაბამის ზომებს მერიის ფუნქციონირების სრულად და უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით. დეტალური ღონისძიებები იხილეთ ცხრილ 4-ში.
გასატარებელი აღდგენის ღონისძიების დეტალური გეგმა №1 რისკის სცენარის მიხედვით ცხრილი 4
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები