დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ნავთობის საძიებო, მოპოვებისა და გადამუშავების დარგში უცხოური კაპიტალის სტიმულირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 268 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო მეთაური |
| მიღების თარიღი | 23/08/1994 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 8, 31/08/1994 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300380000.08.002.000023 |
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა N268
1994 წლის 23 აგვისტო
ქ.თბილისი
ნავთობის საძიებო, მოპოვებისა და გადამუშავების დარგში უცხოური კაპიტალის სტიმულირების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ძიებასა და მოპოვებასთან დაკავშირებული საზღვარგარეთული ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის მიზნით:
1. ნავთობის საძიებო, მოპოვებისა და გადამუშავების დარგში მოქმედი ერთობლივი საწარმოების მიერ იმპორტირებული სპეციალური მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, საბურღი და ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული მასალები და სატრანსპორტო საშუალებები გათავისუფლდნენ 5 წლის ვადით. საბაჟო გადასახადისაგან.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ 1 პუნქტში აღნიშნული ძირითადი საშუალებები, რომლებიც შემოიტანება უცხოელი პარტნიორის მიერ ერთობლივი საწარმოს საწესდებო კაპიტალში არ ექვემდებარება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით
საქართველოს სახელმწიფო მეთაური������������������������� ე.შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები