„საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლოს საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის” დამტკიცების შესახებ

  • Word
„საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლოს საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის” დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 144, 23/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.22.033.009.244
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1131
14/09/2006
სსმ, 144, 23/10/2010
220.090.000.22.033.009.244
„საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლოს საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის” დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (23/10/2010 - 23/10/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.22.033.009.244

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1131

2006 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, 123-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №№1,2,3,4,5,6,7,8).

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

ინქტრუქცია

საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრ და 265-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით აქციზისაგან გათავისუფლებულ, აგრეთვე ,,საბაჟო ტარიფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლებულ, საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად განკუთვნილი საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის წესს.

    მუხლი 2

ბორტზე საწვავისა და საპოხი საშუალებების მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის წესი მოიცავს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ან საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ბუნკირების პროცესში გამოყენებული მოწყობილობის, წარსადგენი დოკუმენტაციის, ფაქტობრივად მიწოდებული საწვავისა და საპოხი საშუალებების მოცულობის კონტროლის პროცედურებს, რომლებიც ხორციელდება ბორტზე საწვავისა და საპოხი საშუალებების მიწოდებამდე, მიწოდებისას და მიწოდების შემდეგ.

    მუხლი 3

ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დეპარტამენტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი;

ბ) საბაჟო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო – რეგიონალური საბაჟო;

გ) გემი – საერთაშორისო საზღვაო რეისების განმახორციელებელი საზღვაო ხომალდი (ადამიანების გადასაყვანი და ტვირთის გადასაზიდი მცურავი სატრანსპორტო საშუალება), რომლის ბორტზე დაგეგმილია, ხორციელდება, ან განხორციელდა ბუნკირება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით;

დ) ბუნკირების გემი – ბარჟა (მცურავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს ბუქსირით, კარჭაპი), ლიხტერი, ტანკერი, რომლის მეშვეობით ხორციელდება ბუნკირება;

ე) ბუნკირება – სათავსიდან ან ბუნკირების გემიდან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებელად გემის ბორტზე საწვავისა და საპოხი საშუალებების მიწოდება;

ვ) აგენტი – ბუნკირების გემის წარმომადგენელი;

ზ) ინჟინერი – გემის ინჟინერი ან მისი წარმომადგენელი;

თ) სურვეირული კომპანია – ნავსადგურში სურვეირულ მომსახურების განმახორციელებელი, საზღვაო სპეციალისტებით დაკომპლექტებული საქართველოში რეგისტრირებული სპეციალური კომპანია;

ი) სურვეირული მომსახურება – ცარიელი და დატვირთული გემის აზომვა, მისი ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა, აგრეთვე საქონლის რაოდენობის, მისი დანაკლისისა და დაზიანების შემოწმება და ა. შ.;

კ) პროდუქტი – ბუნკირებისთვის განკუთვნილი საწვავი და საპოხი მასალები;

ლ) სათავსი:

ლ.ა) საზღვაო პორტის შემოფარგლულ ტერიტორიაზე განთავსებული, მხოლოდ ბუნკირებისთვის განკუთვნილი საწვავის შესანახი, იზოლირებული რეზერვუარი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკალიბრებულია და აღჭურვილია მასში განთავსებული, მიღებული და გაცემული პროდუქტის რაოდენობის განმსაზღვრელი მეტროლოგიურად დამოწმებული მოწყობილობით, რომლის დალუქვა შესაძლებელია პროდუქტის საბაჟო კონტროლზე აყვანის მიზნით საბაჟო ორგანოს შესაბამისი წარმომადგენლის მიერ;

ლ.ბ) საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიაზე განთავსებული, მხოლოდ ბუნკირებისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების განთავსებისათვის ვარგისი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნაწილი ან სპეციალურად გამოყოფილი რეზერვუარი. ამ ინსტრუქციის მიზნისათვის შენობა-ნაგებობა (ან მისი ნაწილი) საპოხი მასალების განთავსებისთვის ითვლება ვარგისად, როცა შენობა-ნაგებობა (ან მისი ნაწილი) წარმოადგენს იზოლირებულ ფართს, რომელიც პროდუქტის განთავსებისას საბაჟო კონტროლზე აყვანისას ილუქება საბაჟო ორგანოს შესაბამისი წარმომადგენლის მიერ. რეზერვუარის მიმართ ვრცელდება ,,ლ.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

ლ.გ) საზღვაო ნავსადგურის შემოფარგლულ ტერიტორიის მიღმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებული, მხოლოდ ბუნკირებისთვის განკუთვნილი პროდუქტის შესანახი სათავსი, რომლებზეც ვრცელდება ,,ლ.ა“ და ,,ლ.ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. სათავსის ჩამკეტი და გამშვები ხელსაწყოების ან საქონლის აღრიცხვის სისტემის განლაგების ადგილები წარმოადგენენ საბაჟო კონტროლის ზონას და მასზე ვრცელდება „საბაჟო კონტროლის ზონების შექმნის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 5 ივნისის №300 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები;

მ) ლაბორატორია – აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის შესაბამის სფეროში აკრედიტირებული ლაბორატორია;

ნ) სათავსის მფლობელი – ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული მნიშვნელობით საქონლის მიმღები, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრებაში სათავსი ან არანაკლებ 3 თვის ვადით მინიჭებული აქვს სათავსით ექსკლუზიური სარგებლობის უფლება და გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება.

    მუხლი 4

1. საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად განკუთვნილი საწვავისა და საპოხი საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას საბაჟო ორგანოს წარედგინება საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 2 თვეს სასაქონლო პარტიის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევის დღიდან.

2. ბუნკირების ოპერაციების განხორციელებისას საბაჟო კონტროლისთვის პროდუქტის აღრიცხვის მიზნით ამ ინსტრუქციის შესაბამისად გამოიყენება შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საწვავისა და საპოხი მასალების საბაჟო კონტროლს ქვეშ განთავსების განაცხადი (შემდგომ – ტექსტში განაცხადი) (დანართი №1);

ბ) საწვავისა და საპოხის მასალების მიწოდების ფორმა (დანართი №2);

გ) ავზის აზომვის ფორმა (დანართი №3);

დ) არასასაქონლო ავზის დეკლარირებისა და ინსპექტირების ფორმა (დანართი №4);

ე) საწვავისა და საპოხი მასალების მიღება-ჩაბარების ფორმა №1 (დანართი №5);

ვ) საწვავისა და საპოხი მასალების მიღება-ჩაბარების ფორმა №2 (დანართი №6);

ზ) საწვავისა და საპოხი მასალების მიღება-ჩაბარების ფორმა №3 (დანართი №7);

თ) კვარტალური ანგარიში სათავსში განთავსებული საწვავისა და საპოხი მასალების შესახებ (დანართი №8).

თავი II

პროცედურები ბორტზე საწვავისა და საპოხი საშუალებების მიწოდებამდე

    მუხლი 5

1. საპოხი მასალების სასაქონლო პარტიის სათავსში განთავსებისას ივსება საწვავისა და საპოხი მასალების საბაჟო კონტროლის ქვეშ განთავსების განაცხადი (დანართი №1).

2. სათავსში საწვავის სასაქონლო პარტიის განთავსებამდე საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის, სათავსის მფლობელის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის წარმომადგენლის, აგრეთვე სათავსის მფლობელის ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის მოთხოვნით – სურვეირული კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საწვავის სინჯების აღება, შესაბამისი ჭურჭლის საბაჟო ლუქით დალუქვა და ლაბორატორიაში გადაგზავნა, რის შესახებაც ფორმდება შესაბამისი აქტი. აქტში აღინიშნება სათავსის მფლობელი ან მისი მესაკუთრე, სათავსის ადგილმდებარეობა, ლაბორატორიის დასახელება (აკრედიტაციის მოწმობის ნომერი), საწვავისა და საპოხი მასალების დასახელება, სასაქონლო კოდი, საწვავის რაოდენობა, საბაჟო ლუქის ნომერი და დალუქვის თარიღი. აქტს ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი, სათავსის მფლობელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის წარმომადგენელი, სურვეირული კომპანიის წარმომადგენლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქტი მოწმდება საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის პირადნომრიანი ბეჭდით.

3. საქონლის დასახელებისა და თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების ლაბორატორიის დასკვნით დადასტურებისას, რომელშიც აისახება საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდების ფორმაში მისათითებელი მონაცემები, საბაჟო გაფორმების დასრულების შემდგომ ხორციელდება სათავსში საწვავის – სასაქონლო პარტიის განთავსება.

4 მიღებული საწვავის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, სათავსის მფლობელის ხარჯით ხორციელდება სათავსის აზომვა.

5. პროდუქტის განთავსების შემდეგ სათავსი ილუქება საბაჟოს მიერ. განაცხადის შესაბამის გრაფაში უნდა დაისვას საბაჟო ორგანოს დამღა ,,აყვანილია კონტროლზე“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს შევსების თარიღს. საბაჟო კონტროლის დამადასტურებელი დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.

თავი III

პროცედურები ბორტზე საწვავისა და საპოხი საშუალებების მიწოდებისას

    მუხლი 6

1. მისაწოდებელი საწვავისა და საპოხი მასალების შესახებ მოთხოვნა ინჟინრის მიერ მიეწოდება აგენტს ან სათავსის მფლობელს ინფორმაციის გადაცემის ნებისმიერი საშუალებით.

2. ინფორმაციის მიწოდების შემდეგ საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდებამდე ინჟინრისა და აგენტის ან სათავსის მფლობელის მიერ ივსება საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდების ფორმა (დანართი №2).

3. იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებულია რამდენიმე დასახელების პროდუქტის ბუნკირება, ამოტუმბვის ნორმა მიეთითება თითოეული დასახელების პროდუქტისათვის ცალცალკე. პროდუქტის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად პირველად ბორტზე, ჩვეულებრივ მიეწოდება პროდუქტის უფრო მსუბუქი, ხოლო შედგომ უფრო მძიმე ფრაქცია. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ინჟინრის წერილობითი მოთხოვნის არსებობისას.

4. ფორმაში ასახული ნებისმიერი სახის ინფორმაციის ცვლილება ან მიწოდების გაუქმება ინჟინერისა და აგენტის ან სათავსის მფლობელის მიერ ხორციელდება აღნიშნულ ფორმაში სათანადო ცვლილების ან მიწოდების გაუქმების შესახებ დამოწმებული ჩანაწერით.

5. ფორმა ივსება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი პირი რჩება ინჟინერს, მეორე – აგენტს ან სათავსის მფლობელის, ხოლო მესამე ეგზემპლარი განკუთვნილია გაფორმების საბაჟო ორგანოსთვის.

6. სათავსიდან ბუნკირების გემზე ან გემზე, აგრეთვე ბუნკირების გემიდან გემზე საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდებასთან, ამ მიზნით ნავსადგურის აკვატორიაში ან გარე ან შიდა რეიდზე ღუზაზე დგომის, ბუნკირების გემიდან გემზე ბუნკირების განხორციელების ადგილთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები აგენტისა და ინჟინრის მიერ თანხმდება ნავსადგურის კაპიტნის სამსახურთან საქართველოს საზღვაო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

7. საჭიროების შემთხვევაში აგენტისა და ინჟინრის მიერ მიიღება გადაწყვეტილება უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნების თაობაზე, რომელიც თანხმდება ნავსადგურის კაპიტნის სამსახურთან.

8. შეთანხმება ნავსადგურის კაპიტნის სამსახურთან, ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის, დასტურდება საწვავისა და საპოხი მასალების მიღება-ჩაბარების ფორმაზე (დანართი №5, №6. №7) შესაბამისი აღნიშვნებით.

9. სათავსიდან ბუნკირების გემზე საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდებისას ივსება საწვავისა და საპოხის მასალების მიღება-ჩაბარების ფორმა №1 (დანართი №5).

10. უშუალოდ გემზე საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდებისას ივსება საწვავისა და საპოხის მასალების მიღება-ჩაბარების ფორმა №2 (დანართი №6).

11. ბუნკირების გემიდან გემზე საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდებისას ივსება საწვავისა და საპოხი მასალების მიღება-ჩაბარების ფორმა №3 (დანართი №7).

12. იმპორტიორს უბრუნდება დღგ-ის და საბაჟო ტარიფის გადახდილი თანხა ან უქმდება შესაბამისი საბანკო გარანტია, აგრეთვე უქმდება გადასახდელი აქციზის ეკვივალენტური ოდენობის საბანკო გარანტია საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული პროდუქტის მოცულობის მიხედვით, რაც დასტურდება საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდებისას საწვავისა და საპოხი მასალების მიღება-ჩაბარების ფორმებით (დანართი №5 და №7 ერთდოულად ან №6). აღნიშნული ფორმები ივსება 5 ეგზემპლიარად, რომელთაგან ერთი რჩება სათავსის მფლობელს, მეორე – ბუნკირების გემის აგენტს ან სათავსის მფლობელს, მესამე – გემის ინჟინერს, მეოთხე – გაფორმების საბაჟო ორგანოს, ხოლო მეხუთე – საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს.

13. საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდების ფორმის წარდგენის შემდეგ, ხორციელდება პროდუქტის სათავსიდან ამოღება, შესაბამისად საბაჟოს მიერ იხსნება ლუქი. პროდუქტის სათავსიდან ამოღების დასრულებისას საწვავისა და საპოხი მასალების საბაჟო კონტროლის ქვეშ განთავსების განაცხადის შესაბამის გრაფაში უნდა დაისვას საბაჟო ორგანოს დამღა ,,მოხსნილია კონტროლიდან“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს შევსების თარიღს. საბაჟო კონტროლის დამადასტურებელი დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა. საწვავისა და საპოხი მასალების საბაჟო კონტროლის ქვეშ განთავსების განაცხადში მითითებული საწვავისა ან საპოხი მასალების მთლიანი რაოდენობიდან ნაწილის ამოღებისას აღნიშნულის შესახებ მიეთითება განაცხადის მე-9 გრაფაში.

    მუხლი 7

1. სათავსიდან ბუნკირების გემზე საწვავის მიღების შემდეგ აგენტის მიერ ხორციელდება ავზის აზომვის ფორმის შევსება (დანართი №3). აღნიშნულ ფორმაში აისახება ბუნკირების გემის იმ ავზის აზომვის შედეგები, რომელშიც განთავსებულია საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავი.

2. ფორმაში ასახული მონაცემთა სინამდვილის დადასტურების მიზნით აგენტი ვალდებულია მოიწვიოს ინჟინერი. იმ შემთხვევაში, თუ ინჟინერი უარს აცხადებს მონაცემთა დადასტურებაზე, ამის შესახებ აგენტის მიერ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

3. ბუნკირების გემი სავალდებულოა აღჭურვილი იყოს მრიცხველით. მრიცხველის სიზუსტე დამოწმებული უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა არსებობდეს ბუნკირების გემზე. აგენტი ვალდებულია უზრუნველყოს მრიცხველის სიზუსტის მორიგი დამოწმება ყოველწლიურად. აღნიშნული პროცედურის გარეშე არ დაიშვება ბუნკირების გემის მიერ ბუნკირების ოპერაციის განხორციელება.

4. ბუნკირების გემის ასაზომი მილაკზე თვალსაჩინოდ უნდა იყოს დატანილი ავზის დაკალიბრების ცხრილის შესაბამისად სიმაღლის განმსაზღვრელი აღნიშვნები.

5. თითოეული ბუნკირების ოპერაციის განხორციელებისას ინჟინერი უფლებამოსილია დაამოწმოს და დაადასტუროს ბუნკირების გემის ავზის აზომვა ან მრიცხველიდან აღებული მაჩვენებელი და პროდუქტის ტემპერატურა ბუნკირების დაწყებამდე და ბუნკირების დასრულების შემდეგ. ინჟინერი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული მაჩვენებლების სიზუსტე გადაამოწმოს მის ხელთ არსებული მოწყობილობით, რომლის შესახებაც მიეთითება ავზის აზომვის ფორმაში.

    მუხლი 8

1. სათავსიდან ბუნკირების გემზე საწვავის მიღების შემდეგ ბუნკირების დაწყებამდე არასასაქონლო ავზის დეკლარირებისა და ინსპექტირების ფორმის პირველი ნაწილით (დანართი №4) აგენტის მიერ ხორციელდება გემის არასასაქონლო ავზის (იმ ავზების, რომელშიც არ არის განთავსებული საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავი) აზომვის მაჩვენებლების დეკლარირება. ინჟინერი უფლებამოსილია შეამოწმოს ფორმაში მოცემული მონაცემების სინამდვილე.

2. ფორმის პირველი ნაწილის მონაცემთა სინამდვილე დამოწმდება აგენტის ხელმოწერით და დადასტურებულ უნდა იქნეს ინჟინრის მიერ. აღნიშნული ფორმა ივსება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი პირი რჩება ინჟინერს, მეორე – აგენტს, ხოლო მესამე ეგზემპლარი განკუთვნილია გაფორმების საბაჟო ორგანოსთვის.

3. ფორმაში ასახული ნებისმიერი სახის ინფორმაციის ცვლილება ან მიწოდების გაუქმება ინჟინრისა და აგენტის მიერ ხორციელდება აღნიშნულ ფორმაში სათანადო ცვლილების ან მიწოდების გაუქმების შესახებ დამოწმებული ჩანაწერით.

4. ფორმის მეორე ნაწილი ივსება ბუნკირების განხორციელების შემდეგ ინჟინრის მოთხოვნის შემთხვევაში.

    მუხლი 9

ბუნკირების გემის აგენტს ან სათავსის მფლობელს, ინჟინერს უფლება აქვს ბუნკირების პროცედურების განხორციელების პროცესში საკუთარი ხარჯებით მოიწვიოს სურვეირული კომპანია. ამ შემთხვევაში, სურვეირული კომპანიის წარმომადგენელი პასუხს აგებს მის მიერ დამოწმებული დოკუმენტებში ასახული მაჩვენებლის სიზუსტეზე.

თავი IV

პროცედურები ბორტზე საწვავისა და საპოხი საშუალებების მიწოდების შემდეგ

    მუხლი 10

საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საწვავისა და საპოხი მასალების რაოდენობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების შესახებ ინჟინერი, ბუნკირების გემის აგენტი ან სათავსის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს დანაკლისის შესახებ საბაჟო ორგანოს და ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს და დაურთოს საწვავისა და საპოხი მასალების მიღება-ჩაბარების №2 ან №3 ფორმების ასლები. ასეთ შემთხვევაში გაფორმების საბაჟო ორგანო ფაქტობრივი რაოდენობის დანაკლისის ოდენობის გათვალისწინებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

    მუხლი 11

ბუნკირების გემის მეშვეობით ბუნკირების პროცესის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია ფორსმაჟორთან, მეტეოროლოგიურ პირობებთან, აგენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარადგინოს საბაჟო ორგანოში ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის მიერ დადასტურებული ინფორმაცია ბუნკირების პროცესის განხორციელების შეუძლებლობის მიზეზების მითითებით.

    მუხლი 12

ბუნკირების გემი ვალდებულია ერთი კვირის ვადაში განახორციელოს მიწოდების ფორმის მიხედვით საწვავისა და საპოხი მასალების ბორტზე მიწოდება. მე-11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მიწოდების ვადის გაშვების შემთხვევაში ბუნკირების გემი უზრუნველყოფს საწვავისა და საპოხი მასალების სათავსში განთავსებას. აღნიშნულის შესახებ წინასწარ წერილობით ატყობინებს გაფორმების საბაჟო ორგანოს და წარადგენს საპოხი მასალების საბაჟო კონტროლის ქვეშ განთავსების განაცხადს. ინფორმაცია უკან დაბრუნების შესახებ აისახება განაცხადის მე-9 გრაფაში. სხვა დანარჩენი გრაფები ივსება საწვავისა და საპოხის მასალების მიღება-ჩაბარების ფორმა №1-ში ასახული მონაცემების მიხედვით.

    მუხლი 13

1. საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებისათვის გაფორმების საბაჟო ორგანო ვალდებულია აკონტროლოს სათავსის მფლობელის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა.

2. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვის პერიოდში საბაჟო ორგანო ვალდებულია წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა სათანადო ბანკს, სხვა საკრედიტო დაწესებულებას ან სადაზღვევო ორგანიზაციას (გარანტს) ფულადი თანხის გადახდის მიზნით. ამოწურვის პერიოდის ათვლა იწყება გარანტიის მოქმედების ვადის დამთავრებამდე 10 კალენდარული დღით ადრე.

3. სათავსის მფლობელს გააჩნია უფლება საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოწურვის ვადის ათვლამდე წარადგინოს იმავე საბაჟო ორგანოში საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 2 თვეს.

4. რეზერვუარში განთავსებულ საპოხ მასალებსა და საწვავთან მიმართებით საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებისათვის სათავსის მფლობელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტთან ერთად საბაჟო ორგანოში წარადგინოს ლაბორატორიის დასკვნა, აზომვის აქტი, რომლითაც დასტურდება საქონლის დასახელების, რაოდენობის და თვისობრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლების უცვლელობა პროდუქტის განთავსებისას არსებულ მონაცემებთან მიმართებით. ამ მიზნით, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის წარმომადგენლის მონაწილეობის გარდა) ხორციელდება სათავსის გახსნა, სათავსის აზომვა, საწვავისა და საპოხი მასალების სინჯების აღება, შესაბამისი ჭურჭლის საბაჟო ლუქით დალუქვა და ლაბორატორიაში გადაგზავნა. ზემოაღნიშნული მიზნებისთვის სათავსის გახსნის შესახებ სათავსის მფლობელის მოთხოვნის რეგისტრაციიდან მომდევნო სამუშაო დღეს საბაჟო ორგანო ვალდებულია გამოყოს შესაბამისი პირი. სათავსზე დადებული საბაჟო ლუქის მოხსნა და შემდგომ დალუქვა ხორციელდება დადგენილი წესით.

    მუხლი 14

დამატებული ღირებულების გადასახადის, აგრეთვე აქციზის დეკლარაციასთან ერთად საგადასახადო ორგანოს წარედგინება ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები. თუ აღნიშნული დოკუმენტების სრული პაკეტი არ იქნა წარმოდგენილი, ბრუნვის ამ ნაწილზე გაანგარიშებულ უნდა იქნეს ბიუჯეტში გადასახდელი თანხა.

    მუხლი 15

სათავსის მფლობელი ყოველკვარტალურად ვალდებულია საბაჟო ორგანოში წარმოადგინოს კვარტალური ანგარიში სათავსში განთავსებული საწვავისა და საპოხი მასალების შესახებ (დანართი №8).

 

დანართი 1

საწვავისა და საპოხი მასალების საბაჟო კონტროლის ქვეშ განთავსების განაცხადი

 

1. სათავსის მფლობელი

ხელშეკრულების                                               თარიღი 

მოქმედების ვადა    

2. სათავსის მესაკუთრე

სათავსის ადგილმდებარეობა

3. ლაბორატორიის დასახელება

აკრედიტაციის მოწმობის                                     ვადა

ლაბორატორიული დასკვნის თარიღი

4. საწვავისა და საპოხი მასალების დასახელება,

სასაქონლო კოდი

საწვავის რაოდენობა

5. საბანკო გარანტია

6. სსსდ

  საქონლის რაოდენობა სსსდ მიხედვით

7. სსდ

საქონლის რაოდენობა სსდ მიხედვით

8. საბაჟო ლუქის

დალუქვის თარიღი

9. დამატებითი მონაცემები

 

 

 

            _________________________________________________________

(განმცხადებლის: სათავსის მფლობელი ან აგენტისახელი, გვარი ან სრული საფირმო სახელწოდება)

           __________________________________________________________

(მისამართი: ქალაქი / რაიონი, ბინა, კორპუსი, ქუჩა, საკონტაქტო ტელეფონი)

განაცხადში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

 

    პასუხისმგებელი პირი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

               სახელი, გვარი

(ხელმოწერა)

(თარიღი),     (თვე)            (წელი)

 

 

 

 

10. აყვანილია საბაჟო კონტროლზე     პასუხისმგებელი პირი

 

 

 

 11. მოხსნილია საბაჟო კონტროლიდან პასუხისმგებელი პირი

 

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადის შევსების წესი

1. განაცხადი ივსება ქართულ ენაზე, მონაცემები შეიტანება გარკვევით, არ დაიშვება მონაცემების წაშლა ან გადასწორება. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადგილი მონაცემების შესატანად, განმცხადებელი აგრძელებს მონაცემების შეტანას მეორე გვერდზე, ამასთან, განაცხადის შესაბამის გრაფაში უთითებს ამის შესახებ. არასწორი მონაცემი. 2. განაცხადის ერთი ფორმით შეიძლება განცხადებულ იქნეს მხოლოდ საქონლის ერთი პარტია.3. განაცხადი ივსება 2 ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგნაირად: ) პირველიგაფორმების საბაჟო ორგანოს; ) მეორე განკუთვნილია განმცხადებლისთვის. 4. განმცხადებლის მიერ მიეთითება: 1- და მე-2 გრაფაშისათავსის მფლო-ბელი (სათავსის მესაკუთრე) რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაშისახელი და გვარი,) სახელწოდება, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი; 1- გრაფაშისათავსის მფლობელსა და სათავსის მესაკუთრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების , თარიღი და მოქმედების ვადა. იმ შემთხვევაში, როცა სათავსის მფლობელი და სათავსის მესაკუთრეს ერთი და იგივე პირია 1-ელ გრაფაში მიეთითება იხ. გრაფა 2. მე-2 გრაფაშიაისახება სათავსის ადგილსამყოფელის მისამართი; მე-3 გრაფაშიივსება მხოლოდ საწვავის სათავსის განთავსების შემთხვევაში ლაბორატორიის სრული დასახელება, აკრედიტაციის მოწმობის სარეგისტრაციო ნომერი, აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა; მე-4 გრაფაში საწვავისა და საპოხი მასალების დასახელება, სეს სნ კოდი. 140

სათავსში განთავსებული საწვავისა და საპოხი მასალების რაოდენობა, საწვავთან მიმართებით რაოდენობის ამსახველი მონაცემი ივსება სათავსის მიღების რაოდენობის განმსაზღვრელი კანონმდებლობით დადგენილი წესით მეტროლოგიურად დამოწმებული მოწყობილობით; მე-5 გრაფაშიმიეთითება საბანკო გარანტიის გამცემის დასახელება, გარანტიის ნომერი და მოქმედების ვადა; მე-6 გრაფაშისპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის და დეკლარაციაში დაფიქსირებული საწვვისა და საპოხი მასალების რაოდენობა სსსდ- მე-17 გრაფის მიხედვით; მე-7 გრაფაშისატვირთო-საბაჟო დეკლარაციის და საწვავისა და საპოხი მასალების დასახელების მიხედვით საწ-ვავისა და საპოხი მასალების რაოდენობა 35- და 38- გრაფის მიხედვით (ერთმანეთისგან გამოიყოფა წილადი ხაზით). 5. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხე-ლის მიერ ივსება: მე-8 გრაფაშისაქონლის სათავსში განთავ-სებისას დადებული საბაჟო ლუქის და დალუქვის თა-რიღი; მე-9 გრაფაშიდამატებითი მონაცემები რომელიც მოწმდება პირადნომრიანი ბეჭდით და ხელმოწერით; მე-10 გრაფაშიდაესმება დამღა აყვანილია საბაჟო კონტროლზედა პირადნომრიანი ბეჭედი, ხოლო მე-11 გრაფაში საქონლის სათავსიდან საქონლის გატანისას დამღა მოხსნილია კონტროლიდან”, მიეთითება თარიღი პირადნომრიანი ბეჭედი. ამასთან, დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა.

შენიშვნა: შევსებული განაცხადი ინახება 6 წლის განმავლობაში, შესაბამიდ დოკუმენტაციასთან ერთად.

 

 

დანართი 2

საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდების ფორმა

Oil and lubricant (bunker) predelivery form

 

თარიღი (Date):____________________

ადგილი (Location):_________________

 

მისაწოდებელი პროდუქტი

დასახელება (Name)

რაოდენობა

(ტონა)

(Quantity tonnes)

1

საწვავი (მიუთითეთ დასახელება)

 (Oil) (name of product)

 

 

2

საწვავი (მიუთითეთ დასახელება)

 (Oil) (name of product)

 

 

3

საწვავი (მიუთითეთ დასახელება)

 (Oil) (name of product)

 

 

4.

საპოხი მასალა (მიუთითეთ დასახელება)

Lubricating stuff  (name of product)

 

 

 

მისაწოდებელი საწვავის ძირითადი მახასიათებლები

(Basic characteristics of the bunkers)

საწვავი

(Name of oil)

კინემატიკური სიბლანტე

400C/500C

(Kinematic Viscosity

400C/500C )

სიმკვრივე

150C ან 200C

(Density

150C/200C)

წყლის შემცველობა

%

(Water Content %)

აფეთქების ტემპერატურა 0C

(Flash point 0C)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პირველ რიგში მიეწოდება______________________, შემდგომ____________________

 

At first, it will be supplied ______________________, followed by________________

 

ბუნკირების გემიდან (სათავსიდან) შეთანხმებული ამოტუბვის ნორმა შეადგენს ____________ ტონა/სთ

The agreed pumping capacity of our bunker tanker (oil reservoir) is ____________ tonnes per hour

საწვავი (oil) ____________ ტონა/სთ (tonnes per hour)

საწვავი (oil) ____________ ტონა/სთ (tonnes per hour)

საწვავი (oil) ____________ ტონა/სთ (tonnes per hour)

საპოხი მასალა (მიუთითეთ დასახელება - მილით მიწოდებისას____________ ტონა/სთ (tonnes per hour)

Lubricating stuff  (name of product) ____________ ტონა/სთ (tonnes per hour)

 

ბუნკირების გემის დასახელება

(სათავსის მფლობელი)

Name of Bunker Tanker

(Oil Reservoir owner)

გემის დასახელება

Name of Vessel

სრული სახელი

Name in full

სრული სახელი

Name in full

ხელმოწერა

Signature

ხელმოწერა

Signature

ბეჭედი

Stamp

ბეჭედი

Stamp

დრო/თარიღი

Date/time

დრო/თარიღი

Date/time

 

დანართი 3

ავზის აზომვის ფორმა

Tank measurement/calculation form

რიგითი                Serial No

 

ბუნკირების მიმღები გემის დასახელება

ბუნკირების გემი

Name of Vessel receving Bunkers

Name of bunker

(1) ავზის აზომვის მაჩვენებლები (Tank reading )

აზომვისა და ტემპერატურის მაჩვენებლები ბუნკირების დაწყებამდე

Opening Gauges and Temperatures

აზომვისა და ტემპერატურის მაჩვენებლები ბუნკირების  შემდეგ

Opening Gauges and Temperatures

მთლიანი მიწოდებული ოდენობა

 

Gross Volume

Delivered

წყალშიგი (draft for’d)_________ . m. კიჩო Aft _________ . m.

ბალლასტის გადანაწილება Trim _________ მ. m. დახრილობა List_________ მ. m.

 

 

წყალშიგი (draft for’d)_________ . m. კიჩო Aft _________ მ. m.

ბალლასტის გადანაწილება Trim _________ მ. m. დახრილობა List_________ მ. m.

 

ავზის / პოდუქტის დასახელება

Tk No. / Product

საწყისი სიმაღლ

Reference

Height

ტემპ

0c

Temp

0c

 

დაკვირვებითი აზომვა

Observed gauge

კორექტირებული

აზომვა

Corrected gauge

მთლიანი ოდენობა

()

Gross Vol. (litre)

ავზის / პოდუქტის დასახელება

Tk No. / Product

ტემპ

0c

Temp

0c

 

დაკვირვებითი აზომვა

Observed gauge

კორექტირებული

აზომვა

Corrected gauge

მთლიანი ოდენობა

()

Gross Vol. (litre)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მთლიანი მიწოდებული ოდენობა Gross Volume Delivered

(2) მრიცხველის მაჩვენებელი (Meter reading) გახსნისას (Opening)________________ დახურვისას (Closing) ___________________

შენიშვნა (Remarks) _______________________________________________________________________________________________

 

ბუნკირების დაწყებამდე

აზომვისა და პროდუქტის ტემპერატურის მაჩვენებლების სისწორე დამოწმებულია ინჟინრის მიერ აგენტის თანდასწრებით

Opening Gauges and Product Temperatures witnessed by Engineer in the presence of Agent

ბუნკირების  შემდეგ

აზომვისა და პროდუქტის ტემპერატურის მაჩვენებლების სისწორე დამოწმებულია ინჟინრის მიერ აგენტის თანდასწრებით

Closing Gauges and Product Temperatures witnessed by Engineer in the presence of Agent

ინჟინრის ხელმოწერა ___________________________________

Signature of Engineer ___________________________________

ინჟინრის ხელმოწერა ___________________________________

Signature of Engineer ___________________________________

სრული სახელი ________________________________________

Name in full  ___________________________________________

სრული სახელი ________________________________________

Name in full  ___________________________________________

დრო/თარიღი __________________________________________

Date/time      __________________________________________

დრო/თარიღი __________________________________________

Date/time      __________________________________________

 

გემის ბეჭედი __________________________________________

 

Vessel Stamp __________________________________________

 

გემის ბეჭედი __________________________________________

 

Vessel Stamp __________________________________________

აგენტის ხელმოწერა ____________________________________

Signature of Agent   ____________________________________

აგენტის ხელმოწერა ____________________________________

Signature of Agent   ____________________________________

სრული სახელი ________________________________________

Name in full  ___________________________________________

სრული სახელი ________________________________________

Name in full  ___________________________________________

დრო/თარიღი __________________________________________

Date/time      __________________________________________

დრო/თარიღი __________________________________________

Date/time      __________________________________________

 

გემის ბეჭედი __________________________________________

 

Vessel Stamp __________________________________________

 

გემის ბეჭედი __________________________________________

 

Vessel Stamp __________________________________________

 

დანართი 4

არასასაქონლო ავზის დეკლარირებისა და ინსპექტირების ფორმა

Non-cargo tank declaration/inspection form

ნაწილი I დეკლარაცია ბუნკირებამდე

Part I: pre-delivery declaration

ინჟინერს (The engineer)

თარიღი (Date)

გემის დასახელება/რეგ. №

(Name of sessel)

ადგილი (Location):

 

ბუნკირების გემის დასახელება (Name of Bunker Barge)

MV/SS

რეგ. №

ბუნკირებამდე აზომვის მონაცემები (the pre-bunkering measurement and contents)

ავზის № / ნაკვეთური

(Tank No/ compartment)

ბუნკირებამდე (Pre-bunkering)

შენიშვნა

(Remarks)

დეკლარაცია შევსებულია

შემადგენლობა

Contents

აზომვა

Gauge

ოდენობა

Volume

 

Declaration made by

ცხვირის ნაკვეთურის ავზი (Fore Peak Tank)

 

 

 

 

აგენტის სრული სახელი

კიჩოს ნაკვეთურის ავზი (aft Peak Tank)

 

 

 

 

Name in full of the agent

კესონი

Cofferdam

 

 

 

 

ბუნკირების გემის ბეჭედი

 

 

 

 

 

Bunker Tanker Stamp

 

 

 

 

 

თარიღი/დრო

ძრავის საწვავის ავზი

Eng. Fuel Tank

 

 

 

 

Date/time

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვამტკიცებ

ბალლასტის ავზი

Ballast Tank

 

 

 

 

Acknowledged by:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავზის დანალექი

DDD/Bottom Tank

 

 

 

 

გემის ინჟინერი

 

 

 

 

 

The engineer of vessel

 

 

 

 

 

 

II. ნაწილი II ავზის აზომვა/ინსპექტირება (ივსება ბუნკირების შემდეგ ინჟინრის მოთხოვნისას)

Part I: Tank Inspection/gauging (to be completed and signed after bunkering proccess if required by the engineer )

ავზის № ნაკვეთური

(Tank No/ compartment)

ბუნკირების შემდეგ

შენიშვნა

(Remarks)

დამოწმებულია

შემადგენლობა

Contents

აზომვა

Gauge

ოდენობა

Volume

 

Witnessed by

ცხვირის ნაკვეთურის ავზი (Fore Peak Tank)

 

 

 

 

 

კიჩოს ნაკვეთურის ავზი (aft Peak Tank)

 

 

 

 

 

კესონი

Cofferdam

 

 

 

 

გემის ინჟინერი

 

 

 

 

 

The engineer of vessel

 

 

 

 

 

 

ძრავის საწვავის ავზი

Eng. Fuel Tank

 

 

 

 

სრული სახელი

 

 

 

 

 

Name in full

 

 

 

 

 

 

ბალლასტის ავზი

Ballast Tank

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გემის ბეჭედი

ავზის დანალექი

DDD/Bottom Tank

 

 

 

 

Vessel’s Stamp

 

 

 

 

 

თარიღი/დრო 

 

 

 

 

 

Date/time

 

შენიშვნა: ____________________________________________________________

_____________________________________________________________________

Comments: ___________________________________________________________

_____________________________________________________________________

 

დანართი 5

საწვავისა და საპოხი მასალების მიღება-ჩაბარების ფორმა 1

Bunker delivery receipt

განაცხადის თარიღი

(Statement Date)

სსდ № (CCD №)

სსსდ№ (SCCD№)

დრო

(Time)

საქონლის დასახელება

(Product)

ივსება განაცხადის მიხედვით

(რაოდენობა)

(quantity)

საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდების ფორმა

(Oil and lubricant (bunker) predelivery form)

 

თარიღი (Date):

ადგილი (Location)

საქონლის დასახელება

(Product)

რაოდენობა (ტონა)

(Quantity tonnes)

მიწოდებულია (Delivered at)

თარიღი

(Date)

დრო

(Time)

 

მიწოდებულია (Delivered by)

სათავსის მფლობელი

 

(Owner of storage building (reservoir))

 

 

ბუნკირების გემის დასახელება

 

(Name of Bunker Tanker)

 

 

ღუზაზე დგომის ხანგრძლივობა

(Time of berthing)

თარიღი  (Date)

დრო (Time)

 

ამოტუმბვის დასაწყისი

თარიღი  (Date)

 

დრო (Time)

 

ამოტუმბვის დასასრული

თარიღი (Date)

 

დრო (Time)

 

მიწოდებული საქონელი

საწვავი (oil)

დასახელება (name)

 

რაოდენობა (Quantity)

 

 

კინემატიკური სიბლანტე 400C/500C

(Kinematic Viscosity 400C/500C )

 

მთლიანი რაოდენობა (ლიტრი)

(Gross vol litres)

 

 

სიმკვრივე 150C ან 200C

(Density 150C/200C)

 

 

 

წყლის შემცველობა %

(Water Content %)

 

მეტრული ტონა

(metric tons)

ACTM/ГОСТ

 

 

აფეთქების ტემპერატურა 0C

(Flash point 0C)

 

 

 

საპოხი მასალა

დასახელება (name)

 

რაოდენობა (Quantity)

 

 

 

მიმწოდებელი

 

მიმღები

მიწოდებულია ზემოაღნიშნული მახასიათებლებისა და რაოდენობის პროდუქტი

The above product was delivered and the quantities were correct

მიღებულია პროდუქტი, აღებულია სინჯები

The above product was received and samples were taken

სათავსის მფლობელი -

ფირმის სრული სახელწოდება ___________________________

Company’s name ____________________________________

ბუნკირების გემის დასახელება ___________________________

 

(Name of Bunker Tanker) ___________________________

 

ხელმოწერა ____________________________________

Signature of Agent   ____________________________________

აგენტის ხელმოწერა ___________________________________

Signature of Engineer ___________________________________

სრული სახელი ________________________________________

Name in full  ___________________________________________

სრული სახელი ________________________________________

Name in full  ___________________________________________

დრო/თარიღი __________________________________________

Date/time      __________________________________________

დრო/თარიღი __________________________________________

Date/time      __________________________________________

 

გემის ბეჭედი __________________________________________

 

Vessel Stamp __________________________________________

 

სურვეიერი: ____________________________________

Surveyor

სხვა

 

უსაფრთხოების მოთხოვნები შეთანხმებულია (safety requirements is agreed)

ვადასტურებ ________________________________________________________________

(Confirmed) ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა

              The Captain Service of The Port, Full name, signature

 

                                                                . .

                                       Seal 

დანართი 6

საწვავისა და საპოხის მასალების მიღება-ჩაბარების ფორმა 2

Bunker delivery receipt

განაცხადის თარიღი

(Statement Date)

სსდ № (CCD №)

სსსდ№ (SCCD№)

დრო

(Time)

საქონლის დასახელება

(Product)

ივსება განაცხადის მიხედვით

(რაოდენობა)

(quantity)

საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდების ფორმა

(Oil and lubricant (bunker) predelivery form)

 

თარიღი (Date):

ადგილი (Location)

საქონლის დასახელება

(Product)

რაოდენობა (ტონა)

(Quantity tonnes)

მიწოდებულია (Delivered at)

თარიღი

(Date)

დრო

(Time)

 

მიწოდებულია (Delivered by)

სათავსის მფლობელი

 

(Owner of storage building (reservoir))

გემის დასახელება

(Name of vessel)

 

 

 

მფლობელი/ოპერატორი

(Owner/Perator)

 

ღუზაზე დგომის ხანგრძლივობა

(Time of berthing)

თარიღი  (Date)

დრო (Time)

 

ამოტუმბვის დასაწყისი

თარიღი  (Date)

 

დრო (Time)

 

ამოტუმბვის დასასრული

თარიღი (Date)

 

დრო (Time)

 

 

მიწოდებული საქონელი

 

საწვავი (Product)

 

რაოდენობა (Quantity)

 

 

კინემატიკური სიბლანტე 400C/500C

(Kinematic Viscosity 400C/500C )

 

მთლიანი რაოდენობა (ლიტრი)

(Gross vol litres)

 

 

სიმკვრივე 150C ან 200C

(Density 150C/200C)

 

 

 

წყლის შემცველობა %

(Water Content %)

 

მეტრული ტონა

(metric tons)

ACTM/ГОСТ

 

 

აფეთქების ტემპერატურა 0C

(Flash point 0C)

 

 

 

საპოხი მასალა

 

 

რაოდენობა (Quantity)

 

 

მიმწოდებელი

მიმღები

მიწოდებულია ზემოაღნიშნული მახასიათებლებისა და რაოდენობის პროდუქტი

 

The above product was delivered and the quantities were correct

მიღებულია პროდუქტის აღებულია სინჯები

The above product was received and samples were taken

სათავსის მფლობელი -

ფირმის სრული სახელწოდება ___________________________

Company’s name ____________________________________

გემის დასახელება

(Name of vessel)

ხელმოწერა ____________________________________

Signature of Agent   ____________________________________

ინჟინრის ხელმოწერა ___________________________________

Signature of Engineer ___________________________________

სრული სახელი ________________________________________

Name in full  ___________________________________________

სრული სახელი ________________________________________

Name in full  ___________________________________________

დრო/თარიღი __________________________________________

Date/time      __________________________________________

დრო/თარიღი __________________________________________

Date/time      __________________________________________

 

 

გემის ბეჭედი __________________________________________

 

Vessel Stamp __________________________________________

 

 

სურვეიორი: ____________________________________

Surveyor

სხვა

 

უსაფრთხოების მოთხოვნები შეთანხმებულია (safety requirements is agreed)

ვადასტურებ ________________________________________________________________

(Confirmed) ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა

              The Captain Service of The Port, Full name, signature

 

                                                                . .

                                       Seal

დანართი 7

საწვავისა და საპოხის მასალების მიღება-ჩაბარების ფორმა 3

Bunker delivery receipt

განაცხადის თარიღი

(Statement Date)

სსდ № (CCD №)

სსსდ№ (SCCD№)

დრო

(Time)

საქონლის დასახელება

(Product)

ივსება განაცხადის მიხედვით

(რაოდენობა)

(quantity)

საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდების ფორმა

(Oil and lubricant (bunker) predelivery form)

 

თარიღი (Date):

ადგილი (Location)

საქონლის დასახელება

(Product)

რაოდენობა (ტონა)

(Quantity tonnes)

მიწოდებულია (Delivered at)

თარიღი

(Date)

დრო

(Time)

 

მიწოდებულია (Delivered by)

ბუნკირების გემის დასახელება

 

(Name of Bunker Tanker)

 

გემის დასახელება

(Name of vessel)

 

 

 

მფლობელი/ოპერატორი

(Owner/Perator)

 

ღუზაზე დგომის ხანგრძლივობა

(Time of berthing)

თარიღი  (Date)

დასაწყისი

დრო (Time)

დასასრული

დრო (Time)

ამოტუმბვის დასაწყისი

თარიღი  (Date)

 

დრო (Time)

 

ამოტუმბვის დასასრული

თარიღი (Date)

 

დრო (Time)

 

 

მიწოდებული საქონელი

 

საწვავი (Product)

 

რაოდენობა (Quantity)

 

 

კინემატიკური სიბლანტე 400C/500C

(Kinematic Viscosity 400C/500C )

 

მთლიანი რაოდენობა (ლიტრი)

(Gross vol litres)

 

 

სიმკვრივე 150C ან 200C

(Density 150C/200C)

 

 

 

წყლის შემცველობა %

(Water Content %)

 

მეტრული ტონა

(metric tons)

ACTM/ГОСТ

 

 

აფეთქების ტემპერატურა 0C

(Flash point 0C)

 

 

 

საპოხი მასალა

 

რაოდენობა (Quantity)

 

 

 

მიმწოდებელი

მიმღები

მიწოდებულია ზემოაღნიშნული მახასიათებლებისა და რაოდენობის პროდუქტი

The above product was delivered and the quantities were correct

მიღებულია პროდუქტის აღებულია სინჯები

The above product was received and samples were taken

ბუნკირების გემის დასახელება ___________________________

 

(Name of Bunker Tanker) ___________________________

 

გემის დასახელება

(Name of vessel)

აგენტის ხელმოწერა ___________________________________

Signature of Engineer ___________________________________

ინჟინრის ხელმოწერა ___________________________________

Signature of Engineer ___________________________________

სრული სახელი ________________________________________

Name in full  ___________________________________________

სრული სახელი ________________________________________

Name in full  ___________________________________________

დრო/თარიღი __________________________________________

Date/time      __________________________________________

დრო/თარიღი __________________________________________

Date/time      __________________________________________

გემის ბეჭედი __________________________________________

 

Bunker Tanker Stamp __________________________________

 

გემის ბეჭედი __________________________________________

 

Vessel Stamp __________________________________________

 

 

სურვეიერი: ____________________________________

Surveyor

სხვა

 

უსაფრთხოების მოთხოვნები შეთანხმებულია (safety requirements is agreed)

ვადასტურებ ________________________________________________________________

(Confirmed) ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა

              The Captain Service of The Port, Full name, signature

 

                                                                . .

                                       Seal 

დანართი 8

კვარტალური ანგარიში  სათავსში განთავსებული საწვავისა და საპოხი მასალების შესახებ

--------- წლის -------- კვარტალი

 

განაცხადის

კონტროლზე აყვანის თარიღი, კონტროლიდან მოხსნის თარიღი

 

სსდ-ს

 

სსსდ-ს

საქონლის სასაქონლო კოდი და დასახელება

რაოდენობა მოთავსე­ბისას

მიწოდების ფორმა

მიღება-ჩაბარების ფორმა 1

მიღება-ჩაბარების ფორმა 2

მიღება-ჩაბარების ფორმა 3

საქონლის კონტრო­ზე ყოფნის ვადა

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

1.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სათავსის                                      უფლებამოსილი პირის თანამდებობა

მფლობელი პირის სახელწოდება         

 

 -----------------------------          -------------------------

 

--------------------------------        სახელი, გვარი ----------------

                                                              

--------------------------------        ---------------------------- ხელმოწერა

 

                                                                                         ..

                                                                           

                                                                     „   “ ----------------- 200--- .

 

მიიღო

საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის                ხელმოწერა       

 

სახელი, გვარი ----------------

                                                                                                                              პირადნომრიანი ბეჭედი