„საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 531
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 05/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 220090000.22.033.014825
  • Word
531
30/06/2010
სსმ, 79, 05/07/2010
220090000.22.033.014825
„საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.22.033.014.825

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №531

2010 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საწვავისა და საპოხი საშუალებების ბორტზე მიწოდების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების, ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის საბაჟო კონტროლის მიზნით აღრიცხვის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 სექტემბრის №1131 ბრძანებით (სსმ III, 18.09.06, №128, მუხლი 1705) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ბ) საბაჟო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური), მისი სტრუქტურული ერთეული, ტერიტორიული ორგანო, ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეული ან სხვა ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციაა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება;“.

2. მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. იმპორტიორს უბრუნდება დღგ-ის და საბაჟო ტარიფის გადახდილი თანხა ან უქმდება შესაბამისი საბანკო გარანტია, აგრეთვე უქმდება გადასახდელი აქციზის ეკვივალენტური ოდენობის საბანკო გარანტია საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული პროდუქტის მოცულობის მიხედვით, რაც დასტურდება საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდებისას საწვავისა და საპოხი მასალების მიღება-ჩაბარების ფორმებით (დანართი №5 და №7 ერთდოულად, ან №6). აღნიშნული ფორმები ივსება 5 ეგზემპლიარად, რომელთაგან ერთი რჩება სათავსის მფლობელს, მეორე – ბუნკირების გემის აგენტს ან სათავსის მფლობელს, მესამე – გემის ინჟინერს, მეოთხე – გაფორმების საბაჟო ორგანოს, ხოლო მეხუთე – შემოსავლების სამსახურის რეგიონული ცენტრის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 კ. ბაინდურაშვილი