„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017597
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1112
02/10/2025
ვებგვერდი, 02/10/2025
040030000.22.027.017597
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/10/2025 - 31/10/2025)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1112

2025 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.11.2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016959) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „ო1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

1) გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ შესაბამისი კატეგორიის (აღინიშნება როგორც: „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“, „შშმ პირი. მნიშვნელოვნად გამოხატული“ ან „შშმ პირი. ზომიერად გამოხატული“) გათვალისწინებით სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;“.

2. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის პერსონალიზაცია, აგრეთვე მათი დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;“;

ბ) „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესი მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომითაც განსაზღვრულია მოწმობების გაცემის კრიტერიუმები, გასაცემი მოწმობის სახე და სხვა ორგანიზაციული საკითხები, გათვალისწინებული პრინციპის შესაბამისად.
მუხლი 3
ეს ბრძანება:

ა) დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემის ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 6 ოქტომბრიდან;

ბ)  პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის ნაწილში ამოქმედდეს 2025 წლის 3 ნოემბრიდან;

გ) დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ნაწილში ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია